მამია II გურიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''მამია II გურიელი''' (― † [[1625]]), გურიის მთავარი [[1600]]-1625, [[გიორგი II გურიელი |გიორგი II გურიელის]] ძე. ცოლად ჰყავდა ჯერ ათაბაგის ასული, შემდეგ კი - კახთა მეფის [[თეიმურაზ I | თეიმურაზ I-ის]] ასული. ამ ნათესაურმა კავშირებმა და ოსმალეთის საშინაო კრიზისმა განაპირობა გურიის სამთავროს გაძლიერება. ამ დროს მამია II გურიელი მეფედაც კი იწოდებოდა. [[1609]] წელს მამია II გურიელმა ოსმალები განდევნა აჭარიდან და იგი გურიის სამთავროს შეუერთა. მას მხარს უჭერდა ოდიშის მთავარი. ამას მოჰყვა ომი ოსმალეთთან. ოსმალეთმა ეკონომიური ბლოკადით აიძულა მამია II გურიელი ზავი დაედო ([[გურია-ოსმალეთის შეთანხმება 1614]]). მამია II გურიელმა [[აჭარა]] დაკარგა და [[თურქეთი | თურქეთის]] ხარკი იკისრა. აქტიურად მონაწილეობდა ქართველ მეფე-მთავართა ანტიირანულ კოალიციაში. [[1618]] მამია II გურიელმა [[რუსეთი |რუსეთის]] მეფეს სთხოვა მფარველობაში მიღება, მაგრამ უშედეგოდ. მოკლა შვილმა [[სიმონ II გურიელი|სიმონმა]].