რომის კათოლიკური ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

კათოლიკურ ეკლესიაში ღვთისმსახურებას აღავლენენ მღვდლები, დიაკვნები და ეპისკოპოსები. მღვდლები და დიაკვნები ეპისკოპოსთა დამხმარეები არიან. კათოლიკურ ეკლესიაში უმაღლესი ძალაუფლება გააჩნია [[რომის პაპი|რომის ეპისკოპოსს, ანუ პაპს]]. პაპის საბჭოს წარმოადგენს კარდინალთა კოლეგია და საეპიკოპოსო [[სინოდი]]. ადმინისტრაციულ აპარატს, რომელიც პაპს ემსახურება, ეწოდება [[კურია]] და ის სრულად იმყოფება [[ვატიკანი]]ს ტერიტორიაზე. კურია შედგება სახელმწიფო სამდივნოს, [[კონგრეგაცია|კონგრეგაციების]], სასამართლოების, პაპისეული აკადემიებისა, საბჭოების და სხვა სამსახურებისგან. აქედან სახელმწიფო სამდივნო მაგალითად არის ვატიკანის საგარეო ურთიერთობებისთვის პასუხისმგებელი, ხოლო კონგრეგაციები, რომელთაც ვატიკანში მუდმივად მყოფი კარდინლები მეურვეობენ, უმაღლეს აღმასრულებელ ორგანოებად ითვლებიან. პაპის კათედრასა და კურას ერთობლივად ეწოდება [[წმინდა საყდარი]]. წმინდა საყდარი [[საერთაშორისო სამართალი|საერთაშორისო სამართლის]] სუბიექტია. მის წარმომადგენლებს სხვა სახელმწიფოებში ეწოდება ნუნციუსი. პაპის შემდეგი ინსტანცია კათოლიკურ ეკლესიაში არის ეპისკოპოსთა კოლეგია. 2007 წლის 5 აპრილისთვის კოლეგიუმში იმყოფებოდა 184 კარდინალი, აქედან 108 საარჩევნო უფლებით ანუ 80 წელზე ახალგაზრდა.
 
რომის ეკლესია შედგება ცალკეული ადგილობრივი ეკლესიებისგამ, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება ფორმითა და სტრუქტურით. ადგილობრივი ეკლესია შესაძლოა იყოს დიოცეზი, ანუ [[ეპარქია]], ან მასთან გათანაბრებული პრელატურა, [[სააბატო]], სავიკარიუსო, პრეფექტურა, ადმინისტრაცა, მსახედრო სამმართველო ან — აღმოსავლეთის ეკლესიებში — საექსარქოსო. რამდენიმე ეპარქია შესაძლოა გაერთიანებული იყოს მიტროპოლიაში, რომელსაც მეთაურობს მიტროპოლიტის ხარისხში მყოფი ეპისკოპოსი. ისტორიულად მნიშვნელოვანი, ან დიდი დიოცეზების მმართველები ატარებენ [[არქიეპისკოპოსი]]ს წოდებას, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში, [[პატრიარქი]]ს ტიტულს. ეპისკოპოსთა მთლიანი რაოდენობა 4967-ს შეადგენს, ხოლო მღვდელთა რაოდენობა 405 067-ს (2001). პატრიარქების რაოდენობაც 13-ია, აქედან 3 ლათინური წესის საპატრიარქოების ([[ვენეცია]], [[იერუსალიმი]], [[ლისაბონი]]), ხოლო დანარჩენი 10 აღმოსავლური წესის საპატრიარქოებისაა. ზოგიერთი პატრიარქი ერთდროულად კარდინალიც შეიძლება იყოს. მთელი კათოლიკური საეკლესიო ცხოვრების წესი დარეგულირებულია ეკლესიის კანონიკური კოდექსით, რომელიც ბოლოს 1983 ორ წიგნად გამოიცა: ერთი კოდექსი არეგულირებს ლათინური ტიპიკონის კათოლიკური ეკლესიის წესებს, ხოლო მეორე [[აღმოსავლური ტიპიკონისაღმოსავლეთის კათოლიკური ეკლესიაეკლესიები|აღმოსავლური ტიპიკონის კათოლიკური ეკლესიის წესებს]].
 
ეკლესიის საფუძველი ცალკეული საკრებულოა. საკრებულოს წინამძღვარია მღვდელი. ზოგიერთი საკრებულო გაერთიანებულია სადეკანოზოში, რომელსაც ხელმძღვანელობს [[დეკანოზი]]. კათოლიკური ეკლესია აერთიანებს სხვადასხვა ლიტურგიულ წესს. კათოლიკეთა უმრავლესობა ლათინური წესისაა, მაგრამ, ამასთანავე, რომის კთოლიკე ეკლესიას ეკუთვნიან აღმოსავლეთის წესის ეკლესიები: ძველი ასურული, სომხური, ბიზანტიური და ალექსანდრიული. რომის კათოლკურ ეკლესიაში ცალკე ჯგუფს ქმნიან სამღვდელო და საერო პირები, რომლებიც არიან სამონაზვნო ორდენების და კონგრეგაციების წევრები. ასეთი სტრუქტურები ხშირად არ ექვემდებარება ეპარქიას და ემორჩილება უშუალოდ რომის პაპს. ასეთი ცნობილი ორდენებია ბენედიქტელთა, [[ავგუსტინელთა ორდენი|ავგუსტინელთა]], ფრანცისკელთა, [[დომინიკელთა ორდენი|დომინიკელთა]], კარმელელთა, კამილელთა, [[იეზუიტთა ორდენი|იეზუიტთა]], სალეზელთა და სხვა ორდენები.