რომის კათოლიკური ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილი:Pope Francis in March 2013.jpg|მინი|რომის პაპი [[ფრანცისკე]]]]
'''რომის კათოლიკური ეკლესია''' — ყველაზე მრავალრიცხოვანი აღმსარებლობა მსოფლიოში არსებულ [[რელიგია]]თა შორის. სხვა [[ქრისტიანობა|ქრისტიანული]] დენომინაციებისგან გამოირჩევა ინსტიტუციური ერთიანობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა [[კათოლიკეები|კათოლიკე]] თავის ამქვეყნიურ მეთაურად მიიჩნევს [[რომის პაპი|რომის პაპს]]. 2018 წლის მონაცემებით კათოლიკეთა რიცხვი მსოფლიოში შეადგენს 1,329 მილიარდ ადამიანს, რაც მსოფლიოში ქრისტიანების 50,1%. კათოლიკეები მსოფლიოს ყველა კონტინენტზე ყველა ქვეყანაში არიან წარმოდგენილნი. კათოლიკეებს სწამთ, რომ ეკლესია დაარსებულია [[იესო ქრისტე]]ს მიერ და თავად მეთაურობს მას. მათი რწმენით, ქრისტე მართავს ეკლესიას რომის პაპისა და ეპისკოპოსთა დასის მეშვეობით. ქრისტემ [[წმინდა პეტრე]]ს, როგორც მოციქულთა მეთაურს, მიანდო, ყოფილიყო ეკლესიის პირველი მოძღვარი. მის შემდეგ კი მსახურებას ქრისტეს [[მეორედ მოსვლა]]მდე გააგრძელებენ პეტრეს უშუალო და უწყვეტი მემკვიდრეები, რომის ეპისკოპოსები, ანუ პაპები. კათოლიკური ეკლესიის იერარქიას სათავეში უდგას რომის პაპი, (ამჟამად [[ფრანცისკე]]), რომელიც ირჩევა [[კარდინალი (რელიგია)|კარდინალთა]] კოლეგიუმისკოლეგიის მიერ. კარდინლების შემდეგ პასუხისმგებლობა აკისრიათ სხვადასხვა რანგის [[ეპისკოპოსი|ეპისკოპოსებს]], რომელთა მთლიანი რაოდენობა 4.967-ია. ეპისკოპოსთა შორის გამორჩეულნია არიან პატრიარქები, რომელთა რაოდენობაც 13-ია (რომის გარდა), აქედან 3 ლათინური საპატრიარქოებს ([[ვენეცია]], [[იერუსალიმი]], [[ლისაბონი]]), ხოლო დანარჩენი 10 აღმოსავლური საპატრიარქოები. ზოგიერთი პატრიარქი ერთდროულად კარდინალიც შეიძლება იყოს. მღვდელთა რაოდენობა 2001 წლის მონაცემებით შეადგენს 405 067. მთელი კათოლიკური საეკლესიო ცხოვრების წესი დარეგულირებულია ეკლესიის კანონიკური კოდექსით, რომელიც ბოლოს 1983 ორ წიგნად გამოიცა: ერთი კოდექსი არეგულირებს ლათინური ტიპიკონის კათოლიკური ეკლესიის წესებს, ხოლო მეორე [[აღმოსავლური ტიპიკონის კათოლიკური ეკლესია|აღმოსავლური ტიპიკონის კათოლიკური ეკლესიის წესებს]]. ამის მიზეზია ის, რომ კათოლიკური ეკლესია აერთიანებს სხვადასხვა ლიტურგიულ წესს. 4 ლიტურგიული წესი დასავლური ტრადიციიდან მოდის: ძველი რომაული, ახალი რომაული, ამბროსიანული და მოზარაბული, და 4-იც აღმოსავლურიდან: სირიული რაც იგივეა რაც ძველი ასურული, სომხური, ბიზანტიური და ალექსანდრიული.
 
სიტყვა „კათოლიკე“ [[ბერძნული ენა|ბერძნული]] წარმოშობისაა და ნიშნავს ყოვლის მომცველს, „საყოველთაოს“, „მსოფლიოს“. 1054 წელს მომხდარი [[დიდი სქიზმა|დიდი სქიზმის]]ს, ანუ ქრისტიანული სამყაროს ორად გაყოფის შემდეგ „კათოლიკე ეკლესიის“ სახელწოდება შეინარჩუნა ქრისტიანული სამყაროს დასავლეთ ნაწილმ, რომელიც ექვემდებარებოდა რომის პაპს.
კათოლიკურ ეკლესიაში ღვთისმსახურებას აღავლენენ მღვდლები, დიაკვნები და ეპისკოპოსები. მღვდლები და დიაკვნები ეპისკოპოსთა დამხმარეები არიან. კათოლიკურ ეკლესიაში უმაღლესი ძალაუფლება გააჩნია [[რომის პაპი|რომის ეპისკოპოსს, ანუ პაპს]]. პაპის საბჭოს წარმოადგენს კარდინალთა კოლეგია და საეპიკოპოსო [[სინოდი]]. ადმინისტრაციულ აპარატს, რომელიც პაპს ემსახურება, ეწოდება [[კურია]] და ის სრულად იმყოფება [[ვატიკანი]]ს ტერიტორიაზე. კურია შედგება სახელმწიფო სამდივნოს, [[კონგრეგაცია|კონგრეგაციების]], სასამართლოების, პაპისეული აკადემიებისა, საბჭოების და სხვა სამსახურებისგან. აქედან სახელმწიფო სამდივნო მაგალითად არის ვატიკანის საგარეო ურთიერთობებისთვის პასუხისმგებელი, ხოლო კონგრეგაციები, რომელთაც ვატიკანში მუდმივად მყოფი კარდინლები მეურვეობენ, უმაღლეს აღმასრულებელ ორგანოებად ითვლებიან. პაპის კათედრასა და კურას ერთობლივად ეწოდება [[წმინდა საყდარი]]. წმინდა საყდარი [[საერთაშორისო სამართალი|საერთაშორისო სამართლის]] სუბიექტია. მის წარმომადგენლებს სხვა სახელმწიფოებში ეწოდება ნუნციუსი. პაპის შემდეგი ინსტანცია კათოლიკურ ეკლესიაში არის ეპისკოპოსთა კოლეგია. 2007 წლის 5 აპრილისთვის კოლეგიუმში იმყოფებოდა 184 კარდინალი, აქედან 108 საარჩევნო უფლებით ანუ 80 წელზე ახალგაზრდა.
 
რომის ეკლესია შედგება ცალკეული ადგილობრივი ეკლესიებისგამ, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება ფორმითა და სტრუქტურით. ადგილობრივი ეკლესია შესაძლოა იყოს დიოცეზი, ანუ [[ეპარქია]], ან მასთან გათანაბრებული პრელატურა, [[სააბატო]], სავიკარიუსო, პრეფექტურა, ადმინისტრაცა, მსახედრო სამმართველო ან — აღმოსავლეთის ეკლესიებში — საექსარქოსო. რამდენიმე ეპარქია შესაძლოა გაერთიანებული იყოს მიტროპოლიაში, რომელსაც მეთაურობს მიტროპოლიტის ხარისხში მყოფი ეპისკოპოსი. ისტორიულად მნიშვნელოვანი, ან დიდი დიოცეზების მმართველები ატარებენ [[არქიეპისკოპოსი]]ს წოდებას, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში, [[პატრიარქი]]ს ტიტულს. ეპისკოპოსთა მთლიანი რაოდენობა 4967-ს შეადგენს, ხოლო მღვდელთა რაოდენობა 405 067-ს (2001). პატრიარქების რაოდენობაც 13-ია, აქედან 3 ლათინური წესის საპატრიარქოების ([[ვენეცია]], [[იერუსალიმი]], [[ლისაბონი]]), ხოლო დანარჩენი 10 აღმოსავლური წესის საპატრიარქოებისაა. ზოგიერთი პატრიარქი ერთდროულად კარდინალიც შეიძლება იყოს. მთელი კათოლიკური საეკლესიო ცხოვრების წესი დარეგულირებულია ეკლესიის კანონიკური კოდექსით, რომელიც ბოლოს 1983 ორ წიგნად გამოიცა: ერთი კოდექსი არეგულირებს ლათინური ტიპიკონის კათოლიკური ეკლესიის წესებს, ხოლო მეორე [[აღმოსავლური ტიპიკონის კათოლიკური ეკლესია|აღმოსავლური ტიპიკონის კათოლიკური ეკლესიის წესებს]].
 
ეკლესიის საფუძველი ცალკეული საკრებულოა. საკრებულოს წინამძღვარია მღვდელი. ზოგიერთი საკრებულო გაერთიანებულია სადეკანოზოში, რომელსაც ხელმძღვანელობს [[დეკანოზი]]. კათოლიკური ეკლესია აერთიანებს სხვადასხვა ლიტურგიულ წესს. კათოლიკეთა უმრავლესობა ლათინური წესისაა, მაგრამ, ამასთანავე, რომის კთოლიკე ეკლესიას ეკუთვნიან აღმოსავლეთის წესის ეკლესიები: ძველი ასურული, სომხური, ბიზანტიური და ალექსანდრიული. რომის კათოლკურ ეკლესიაში ცალკე ჯგუფს ქმნიან სამღვდელო და საერო პირები, რომლებიც არიან სამონაზვნო ორდენების და კონგრეგაციების წევრები. ასეთი სტრუქტურები ხშირად არ ექვემდებარება ეპარქიას და ემორჩილება უშუალოდ რომის პაპს. ასეთი ცნობილი ორდენებია ბენედიქტელთა, [[ავგუსტინელთა ორდენი|ავგუსტინელთა]], ფრანცისკელთა, [[დომინიკელთა ორდენი|დომინიკელთა]], კარმელელთა, კამილელთა, [[იეზუიტთა ორდენი|იეზუიტთა]], სალეზელთა და სხვა ორდენები.
 
==მოძღვრება==
== ლიტერატურა==
*{{წიგნი | ავტორი= | series=| სათაური=„რელიგიები საქართველოში“| გამომცემლობა=[[საქართველოს სახალხო დამცველი|სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა]] |ადგილი=თბილისი|წელი=2018| origyear=|ბმული=| isbn=978-9941-0-0902-0| edition=|გვერდები=208-222}}
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
 
{{ქრისტიანობის მიმდინარეობები}}
{{რომის პაპები}}
{{ვატიკანის თემები}}