რომის კათოლიკური ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Pope Francis in March 2013.jpg|მინი|რომის პაპი [[ფრანცისკე]]]]
'''რომის კათოლიკური ეკლესია''' — ყველაზე მრავალრიცხოვანი აღმსარებლობა მსოფლიოში არსებულ [[რელიგია]]თა შორის. სხვა [[ქრისტიანობა|ქრისტიანული]] დენომინაციებისგან გამოირჩევა ინსტიტუციური ერთიანობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა [[კათოლიკეები|კათოლიკე]] თავის ამქვეყნიურ მეთაურად მიიჩნევს [[რომის პაპი|რომის პაპს]]. 2018 წლის მონაცემებით კათოლიკეთა რიცხვი მსოფლიოში შეადგენს 1,329 მილიარდ ადამიანს, რაც მსოფლიოში ქრისტიანების 50,1%, ხოლო მსოფლიო მოსახლეობის 17,25%-ია.<ref>[http://www.fides.org/deu/documents/statistiche_ottobre_07_ted_.doc].</ref> კათოლიკეები მსოფლიოს ყველა კონტინენტზე ყველა ქვეყანაში არიან წარმოდგენილნი. კათოლიკეებს სწამთ, რომ ეკლესია დაარსებულია [[იესო ქრისტე]]ს მიერ და თავად მეთაურობს მას. მათი რწმენით, ქრისტე მართავს ეკლესიას რომის პაპისა და ეპისკოპოსთა დასის მეშვეობით. ქრისტემ [[წმინდა პეტრე]]ს, როგორც მოციქულთა მეთაურს, მიანდო, ყოფილიყო ეკლესიის პირველი მოძღვარი. მის შემდეგ კი მსახურებას ქრისტეს [[მეორედ მოსვლა]]მდე გააგრძელებენ პეტრეს უშუალო და უწყვეტი მემკვიდრეები, რომის ეპისკოპოსები, ანუ პაპები. კათოლიკური ეკლესიის იერარქიას სათავეში უდგას რომის პაპი (ამჟამად [[ფრანცისკე]]), რომელიც ირჩევა [[კარდინალი (რელიგია)|კარდინალთა]] კოლეგიუმის მიერ (2007 წლის 5 აპრილისთვის კოლეგიუმში იმყოფებოდა 184 კარდინალი, აქედან 108 საარჩევნო უფლებით ანუ 80 წელზე ახალგაზრდა). კარდინლების შემდეგ პასუხისმგებლობა აკისრიათ სხვადასხვა რანგის [[ეპისკოპოსი|ეპისკოპოსებს]], რომელთა მთლიანი რაოდენობა 4.967-ია. ეპისკოპოსთა შორის გამორჩეულნია არიან პატრიარქები, რომელთა რაოდენობაც 13-ია (რომის გარდა), აქედან 3 ლათინური საპატრიარქოებს ([[ვენეცია]], [[იერუსალიმი]], [[ლისაბონი]]), ხოლო დანარჩენი 10 აღმოსავლური საპატრიარქოები. ზოგიერთი პატრიარქი ერთდროულად კარდინალიც შეიძლება იყოს. მღვდელთა რაოდენობა 2001 წლის მონაცემებით შეადგენს 405, 067. მთელი კათოლიკური საეკლესიო ცხოვრების წესი დარეგულირებულია ეკლესიის კანონიკური კოდექსით, რომელიც ბოლოს 1983 ორ წიგნად გამოიცა: ერთი კოდექსი არეგულირებს ლათინური ტიპიკონის კათოლიკური ეკლესიის წესებს, ხოლო მეორე [[აღმოსავლური ტიპიკონის კათოლიკური ეკლესია|აღმოსავლური ტიპიკონის კათოლიკური ეკლესიის წესებს]]. ამის მიზეზია ის, რომ კათოლიკური ეკლესია აერთიანებს სხვადასხვა ლიტურგიულ წესს. 4 ლიტურგიული წესი დასავლური ტრადიციიდან მოდის: ძველი რომაული, ახალი რომაული, ამბროსიანული და მოზარაბული, და 4-იც აღმოსავლურიდან: სირიული რაც იგივეა რაც ძველი ასურული, სომხური, ბიზანტიური და ალექსანდრიული.
 
სიტყვა „კათოლიკე“ [[ბერძნული ენა|ბერძნული]] წარმოშობისაა და ნიშნავს ყოვლის მომცველს, „საყოველთაოს“, „მსოფლიოს“. 1054 წელს მომხდარი [[დიდი სქიზმა|დიდი სქიზმის]]ს, ანუ ქრისტიანული სამყაროს ორად გაყოფის შემდეგ „კათოლიკე ეკლესიის“ სახელწოდება შეინარჩუნა ქრისტიანული სამყაროს დასავლეთ ნაწილმ, რომელიც ექვემდებარებოდა რომის პაპს.
კათოლიკური ეკლესიის ცენტრალური აღმასრულებელი, სასამართლო და საკანონმდებლო ორგანოების ერთობლიობას ჰქვია [[კურია]] და სრულად იმყოფება ვატიკანის ტერიტორიაზე. კურია შედგება სახელმწიფო სამდივნოს, [[კონგრეგაცია|კონგრეგაციების]], სასამართლოების, პაპისეული აკადემიებისა, საბჭოების და სხვა სამსახურებისგან. აქედან სახელმწიფო სამდივნო მაგალითად არის ვატიკანის საგარეო ურთიერთობებისთვის პასუხისმგებელი, ხოლო კონგრეგაციები, რომელთაც ვატიკანში მუდმივად მყოფი კარდინლები მეურვეობენ, უმაღლეს აღმასრულებელ ორგანოებად ითვლებიან.
 
==საეკლესიო წყობა==
სიტყვა „კათოლიკე“ [[ბერძნული ენა|ბერძნული]] წარმოშობისაა და ნიშნავს ყოვლის მომცველს, „საყოველთაოს“, „მსოფლიოს“. 1054 წელს მომხდარი [[დიდი სქიზმა|დიდი სქიზმის]]ს, ანუ ქრისტიანული სამყაროს ორად გაყოფის შემდეგ „კათოლიკე ეკლესიის“ სახელწოდება შეინარჩუნა ქრისტიანული სამყაროს დასავლეთ ნაწილმ, რომელიც ექვემდებარებოდა რომის პაპს.
[[File:Simone Martini 003.jpg|thumb|ნეტარი ავგუსტინე]]
კათოლიკურ ეკლესიაში ღვთისმსახურებას აღავლენენ მღვდლები, დიაკვნები და ეპისკოპოსები. მღვდლები და დიაკვნები ეპისკოპოსთა დამხმარეები არიან. კათოლიკურ ეკლესიაში უმაღლესი ძალაუფლება გააჩნია [[რომის პაპი|რომის ეპისკოპოსს, ანუ პაპს]]. პაპის საბჭოს წარმოადგენს კარდინალთა კოლეგია და საეპიკოპოსო [[სინოდი]]. ადმინისტრაციულ აპარატს, რომელიც პაპს ემსახურება, ეწოდება [[კურია]] და ის სრულად იმყოფება [[ვატიკანი]]ს ტერიტორიაზე. კურია შედგება სახელმწიფო სამდივნოს, [[კონგრეგაცია|კონგრეგაციების]], სასამართლოების, პაპისეული აკადემიებისა, საბჭოების და სხვა სამსახურებისგან. აქედან სახელმწიფო სამდივნო მაგალითად არის ვატიკანის საგარეო ურთიერთობებისთვის პასუხისმგებელი, ხოლო კონგრეგაციები, რომელთაც ვატიკანში მუდმივად მყოფი კარდინლები მეურვეობენ, უმაღლეს აღმასრულებელ ორგანოებად ითვლებიან. პაპის კათედრასა და კურას ერთობლივად ეწოდება [[წმინდა საყდარი]]. წმინდა საყდარი [[საერთაშორისო სამართალი|საერთაშორისო სამართლის]] სუბიექტია. მის წარმომადგენლებს სხვა სახელმწიფოებში ეწოდება ნუნციუსი. პაპის შემდეგი ინსტანცია კათოლიკურ ეკლესიაში არის ეპისკოპოსთა კოლეგია. 2007 წლის 5 აპრილისთვის კოლეგიუმში იმყოფებოდა 184 კარდინალი, აქედან 108 საარჩევნო უფლებით ანუ 80 წელზე ახალგაზრდა.
 
რომის ეკლესია შედგება ცალკეული ადგილობრივი ეკლესიებისგამ, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება ფორმითა და სტრუქტურით. ადგილობრივი ეკლესია შესაძლოა იყოს დიოცეზი, ანუ [[ეპარქია]], ან მასთან გათანაბრებული პრელატურა, [[სააბატო]], სავიკარიუსო, პრეფექტურა, ადმინისტრაცა, მსახედრო სამმართველო ან — აღმოსავლეთის ეკლესიებში — საექსარქოსო. ისტორიულად მნიშვნელოვანი, ან დიდი დიოცეზების მმართველები ატარებენ [[არქიეპისკოპოსი]]ს წოდებას, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში, [[პატრიარქი]]ს ტიტულს.
 
==მოძღვრება==
[[File:Sandro botticelli, adorazione del bambino di santa maria novella, 1476-78 ca. 01.JPG|thumb|შობა, სანდრო ბოტიჩელი, სანტა-მარია-ნოველა, ფლორენცია]]
კათოლიკეებს მიაჩნიათ, რომ ეკლესიის მოძღვრება ემყარება ღვთაებრივ გამოცხადებას. ჭეშმარიტეტები [[ღმერთი]]ს მიერ გამოცხადებულია ადამიანებისთვის და მათ აყალიბებს ეკლესია მოძღვრების სახით, გადასცემს მორწმუნეებს და იცავს მას. მოძღვრება ეფუძნება ასევე [[წმინდა წერილი|წმინდა წერილსა]] და წმინდა გადმოცემას. წმინდა წერილი, ანუ ბიბლია, შედგება ძველი და ახალი აღთქმის წიგნებისაგან, რომელთა ტექსტები შედგენილია ღვთაებრივი შთაგონებით. წმინდა გადმოცემა ნიშნავს გამოცხადების უწყვეტ გადაცემას ქრისტიანთა თაობიდან თაობაზე ღვთისმსახურებით, რელიგიური ტექსტებით, აღზრდით, საეკლესიო თხზულებების და საეკლესიო ხელოვნების მეშვეობით. წმინდა წერილიცა და წმინდა გადმოცემას განეკუთვნებიან გამოცხადებას. კათოლიკური რწმენით, გამოცხადების მისაწვდომად საჭიროა არა მხოლოდ წმინდა წერილი, არამედ წმინდა გადმოცემაც, რადგან სწორედ გადმოცემა შეიცავს ცნობებს იმის შესახებ, რომელიც წიგნები შეადგენენ წმინდა წერილს. გადმოცემა უზრუნველყოფს აევე წმინდა წერილის განმარტებისას თვითნებობის და თავისუფალი ინტერპრეტაციის არიდებას. კათოლიკური მოძღვრების თანახმად, რომის ეკლესია ისტორიის განმავლობაში უფრო ღრმად აცნობირებს გამოცხადებას. დროდადრო საეკლესიო მღვდელმთავრობა პაპისა და ეპისკოპოსთა სახით თავს იყრიან საეკლესიო კრებაზე და გარკვეულ დებულებებს აცხადებენ ჭეშმარიტებად. ასეთ ჭეშმარიტებას [[დოგმაა]] ეწოდება და მას უცდომლად აღიარებს მთელი კათოლიკე ეკლესია. კათოლიკე მოძღვრების თანახმად ეკლესია არ იგონებს ახალ დოგმებს, არამედ ცხადყოფს იმას, რაც ისედაც იგულისხმებოდა წმინდა წერილსა და გადმოცემაში. ეკლესიას დასაშვებად არ მიაჩნია დოგმათა გადახედვა და შეცვლა.
 
კათოლიკური სარწმუნოების მიხედვით [[სამყარო]] შექმნილი ღმერთის მიერ, რომელიც მართავს მას. ღმერთი, ამავე სარწმუნოების მიხედვით, არის ყოვლისშემძლე და ერთადერთი. ის იმდენად აღემატება ყოველივეს, რომ მიუწვდომელი რჩება [[ადამიანი]]სთვის. ღმერთი არის [[სამართლიანობა|სამართლიანი]] და მოწყალე. ღმერთი სიყვარულია. ღმერთი ერთიანი და სამპიროვანია. ღმერთი [[სამება]]ა, ხოლო სამების სამივე პირი — მამა, ძე და სულიწმინდა — ერთსულოვნად მონაწილეობენ ღმერთის გამოვლინებაში. კათოლიკე მოძღვრების მიხედვით [[მამა ღმერთი]] შობს ძეს, [[სულიწმინდა]] კი გამოდის მამისაგან და ძისაგან. ამავე დროს მამა ღმერთი არის სამების წყარო. ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავლები არიან [[ანგელოსები]]. სამყაროს ქმნილებათა შორის ღმერთთან მსგავსებით გამოირჩევა ადამიანი. ის, თავდაპირველად, შექმნილი იყო ღმერთთან ნეტარი ცხოვრებისთვის, მაგრამ პირველმა ადამიანებმა ბოროთად ისარგებლეს [[თავისუფლება|თავისუფლებით]] და დააღვიეს აღთქმა, ჩაიდინეს პირველი [[ცოდვა]], რაც [[ეშმაკი]]ს მიერ ცდუნებით იყო გამოწვეული. პირველ ცოდვას სასჯელად მოჰყვა სხვადასხვა ტანჯვა, მათ შორის [[სიკვდილი]]ს გარდუვალობა. კაცობრიიობის ისტორია ადამიანის ხსნის ისტორისაა. ისტორიის საფეხურებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ღმერთის მიერ [[ისრაელი]]ს გამორჩევას. მაგრამ საუკუნეთა განმავლობაში ისრაელი ხშირად არღვევდა საღვთო მცნებებს. ღმერთმა კაცობრიობას მხსნელად მოუვლინა [[იესო ქრისტე]], ძე ღვთისა, რომელიც გახდა [[მესია]]. ის იშვა ქალწულ მარიამისგან და განსხეულდა ადამიანის სახით. ამგვარად, კათოლიკეთა რწმენით, ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი ადამიანია. მან შეძლო შეერიგებინა კაცობიობა ღმერთთან. ქრისტე ცხოვრების მანძილზე კურნავდა სნეულთ და მიუტევებდა ცოდვებს. ის სიკვდილით დასაჯეს, ჯვარს აცვეს. კვარცმით ქრისტე მსხვერპლად შეეწირა კაცობრიობის ხსნას. ქრისტემ [[აღდგომა|აღდგომით]] გამოისყიდა ადამიანები ცოდვის ტყვეობისგან. მან საკუთარ მოწაფეებს, მოციქულებს მიანდო ქადაგება და მის მიერ მოტანილი ხსნის საყოველთაო გავრცელება. მათი საქმიანობის დასახმარებლად კი [[ამაღლება|ამაღლების]] შემდეგ გამოუგზავნა სულიწმინდა. ამ დროიდან იწყებს ქვეყნად არსებობას [[ეკლესია]].
 
ეკლესია ამქვეყნად აღავლენს ღვთისმსახურებას, რომლისგანაც ყველაზე მნიშვნელოვანია [[შვიდი საიდუმლო]]: ნათლობა, მირონცხება, ზიარება, აღსარება, ზეთისცხება, მღვდლობა და ქორწინება. ყოველი საიდუმლო დაწესებულია თავად ქრისტეს მიერ. ეკლესიური ცხოვრების გულისგულია [[ზიარება]]. ზიარების დროს მორწმუნეები იღებენ [[პური|პურსა]] და [[ღვინო]]ს, რომელიც, მათი რწმენით გადაიქცევა ქრისტეს სისხლად და ხორცად. მისი მიღებით მორწმუნეები ეზიარებიან ქრისტეს. კათოლიკე ეკლესია სასურველად მიიჩნევს ზიარების მიღებას რაც შეიძლება ხშირად. კათოლიკე ქრისტიანის მოვალეობად მიიჩნევა მინიმუმ ყოველკვირეული ზიარება. ასევე სასურველადაა მიჩნეული ხშირი [[აღსარება]] და ცოდვათა მიტევება. კათოლიკე მოძღვრების თანახმად ხსნა მიიღწევა სამყაროს დასასრულს, როდესაც ქრისტე [[მეორედ მოსვლა|მეორედ მოვა]] ამქვეყნად, აღადგენს ყველა მკვდარს და განსჯის მათ. ამდენად, ადამიანის ცხოვრება ფიზიკური სიკვდილით არ სრულდება. ის სიკვდილის შემდეგ ან [[სამოთხე]]ში დამკვიდრდება, ან დაინთქმება [[ჯოჯოხეთი|ჯოჯოხეთში]], ან დროებით განსაწმენდელში გაემართება. სამოთხეში ადამიანის სული განიცდის ბედნიერებას და ეძლევა ღმერთის მუდმივი და უშუალო ჭვრეტის შესაძლებლობა. განსაწმენდელი, ანუ სალხინებელი სეთი მდგომარეობაა, სადაც სულს არ გააჩნია სრულყოფილი სიყვარულის უნარი და უნდა გაიაროს განწმენდის გზა უფალთან და ნაგელოსებთან მისაახლებლად. ჯოჯოხეთი სამუდამო მარტოობის მდგომარეობა და სიყვარულის უქონლობაა.
 
კათოლიკური ეკლესია აღიარებს [[წმინდანი|წმინდანებს]]. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს [[მარიამ ღვთისმშობელი|ქალწულ მარიამს]]. ის სარწმუნოების სახეა და მიჩნეულია ყველა ქრისტიანის დედად. 1854 წელს კათოლიიკურმა ეკლესიამ დოგმად გამოაცხადა მარიამის უბიწოდ ჩასახვა, ხოლო 1950 წელს დგომად გამოაცხადა მისი ზეცად აყვანა. ეს ორი დოგმა ხაზს უსვამს მარიამის როლს კათოლიკურ სარწმუნოებაში.
 
რომის კათოლიკური ეკლესია აღიარებს 21 [[მსოფლიო საეკლესიო კრება]]ს და ეკლესიის 33 მოძღვარს. კათოლიკური მოძღვრების თანახმად [[რომის პაპი]] კათედრიდან საუბრის დროს უცდომელია. ეს დებულება დოგმად გამოცხადდა 1870 წელს. კათოლიკური ეკლესიის მიხედვით მოძღვრების გადმოცემა უნდა ემყარებოდეს [[თომა აქვინელი]]ს სწავლებას. კათოლიკური ეკლესიის მოძღვრება სრულად ჩამოყალიბებულია „კატეხისმოში“, რომელიც ბოლო 1992 წელს გამოიცა.
 
==კათოლიკე ეკლესია საქართველოში==
საქართველოში კათოლიკეთა რიცხვი 2014 წლის აღწერით შეადგენს დაახლ. 35 000-ს ანუ მოსახლეობის 0,8%-ს. თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ ციფრში იგულისხმებიან მხოლოდ რომის კათოლიკენი და არ იგულისხმება სომხურ-კათოლიკური მოსახლეობა, რომელიც მოსახლეობის ეთნიკურ აღწერაში გამოტოვებული არ არის (ასე 5,7%-ეთნიკურად სომხური მოსახლეობიდან მხოლოდ 3,9%-ია გრეგორიანული სარწმუნოების). ამგვარად, სომეხ კათოლიკეთა რიცხვი საქართველოში უნდა შეადგენდეს დაახლ. 60 000-ს. შესაბამისად კათოლიკეთა მთლიანი რიცხვი საქართველოში შეადგენს დაახლ. 95 000-ს (ანუ მოსახლეობის 2%-ს).
 
== ლიტერატურა==
*{{წიგნი | ავტორი= | series=| სათაური=„რელიგიები საქართველოში“| გამომცემლობა=[[საქართველოს სახალხო დამცველი|სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა]] |ადგილი=თბილისი|წელი=2018| origyear=|ბმული=| isbn=978-9941-0-0902-0| edition=|გვერდები=208-222}}
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
{{სქოლიოს სია}}
 
{{ქრისტიანობის მიმდინარეობები}}