საწნახელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 1:
[[სურათი:Sacnakheli.JPG|thumb|საწნახელი]]
'''საწნახელი''' — [[ყურძენი|ყურძნის]] დასაჭყლეტი, დასაწნეხი, დასაწური და [[ღვინო|ღვინის]] დასაყენებელი ჭურჭელი, ძირითადად [[საქართველო]]ში. ამზადებდნენ ხისგან ([[ცაცხვი]], [[წაბლი]], [[თელა]], [[თხილი]]), ქვისგან, კვეთდნენ [[კლდე]]ში. ხის საწნახელი ძირითადად ორი სახისაა: მრგვალი და გაკუთხული. პატარა ხის საწნახელი 15-20 ფუთს იტევს, ხოლო დიდი — 3000 ფუთს. ამჟამად ხის საწნახელები ხმარებიდან გამოსულია. იშვიათად გვხვდება ცემენტის ხსნარით ნაგები საწნახელები.
 
უძველესი კლდეში ნაკვეთი საწნახელები ელინისტური ხანით თარიღდება ([[უფლისციხე]], [[ზენითი]]), გვხვდება ადრინდელ და შუა ფეოდალურ ხანებშიც. უფრო მოგვიანებით, მეღვინეობის განვითარების უფრო მაღალ დონეზე, გაჩნდა დამოუკიდებელი მოწყობილობა — [[ჭაჭა|ჭაჭის]] მექანიკური საწნახელი. იგი უკვე [[ნიკორწმინდა|ნიკორწმინდის]] XI საუკუნის „დაწერილშია“ ნახსენები. აქვეა მოხსენიებული ხის საწნახელი, ქვითკირის „საწნეხი“ და ნაგებობა — „სასაწნელო“. საწნახელს იშვიათად დღესაც იყენებენ. [[რაჭა-ლეჩხული|რაჭა-ლეჩხუმსა]] და [[იმერეთი|იმერეთში]] ტკბილის [[ჭაჭა]]ზე დადუღება ძირითადად საწნახელში ხდება. საწნახელში აყენებენ ასევე წყალნარევ, ე.წ. [[სახარაჯო ღვინო]]ს.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/საწნახელი“-დან