ვარდისფერი ვარხვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 40:
გავრცელებულია სამხრეთ-აღოსავლეთ [[ევროპა]]ში, [[აფრიკა]]ში, [[წინა აზია|წინა]], [[შუა აზია|შუა]] და [[სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია|სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში]]. ბუდობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპიდან ([[დუნაის დელტა]]) დასავლეთ [[მონღოლეთი|მონღოლეთამდე]]. იზამთრებს ჩრდილო-აღმოსავლეთ [[აფრიკა]]ში, ნაწილობრივ [[სამხრეთი აზია|სამხრეთ აზიაში]] — [[სპარსეთის ყურე|სპარსეთის ყურიდან]] ჩრდილოეთ [[ინდოეთი|ინდოეთამდე]]. ევროპაში, [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] დასაწყისში, ბუდობდა [[უნგრეთი|უნგრეთსა]] და [[ჩეხეთი|ჩეხეთში]]. [[მოლდოვა]]ში — [[დნესტრი]]ს ლიაში. [[უკრაინა]]ში — [[დნეპრის ლიმანი|დნეპრის ლიმანში]], [[კარკინიტის ყურე]]ში, [[ტენდროვის ყურე]]ში. [[რუსეთი|რუსეთში]] — [[აზოვის ზღვა|აზოვის ზღვის]] კუნძლებზე, [[ვოლგის დელტა]]ში. [[აზია]]ში — [[კასპიის ზღვა|კასპიის ზღვის]] ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, [[არალის ზღვა]]ზე, [[სირდარია|სირდარიის]] დელტიდან [[ამუდარია]]მდე, სირდარიის გაყოლებაზე და მიმდებარე ტბებზე, [[ხორასანი]]ს სამხრეთ ნაწილში, [[სპარსეთის ყურე]]სთან, [[სისტანი|სისტანში]], [[მესოპოტამია]]ში, [[სირია]]ში, ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში [[სინდის პროვინცია|სინდამდე]]. ადგილობრივი, არაგადამფრენი პოპულაცია აქვს ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში სენეგალიდან ნიასის ტბამდე, ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში და სამხრეთ ვიეტნამში. [[კავკასია]]სა და [[ჩინეთი|ჩინეთში]] არ ბუდობს.
 
[[საქართველო]]ში გვხვდება გადაფრენისას<ref name="ქსე">{{ქსე|7|454|კუტუბიძე მ.|არა}}</ref> და ზამთარში.<ref name="კოლხეთი">''გავაშელიშვილი ლ.'', ''ჯავახიშვილი ზ.'', ''დარჩიაშვილი გ.'', კოლხეთის ჭარბტენიან ტერიტორიათა ფრინველები, გვ. 22, თბ., 2006, ISBN 99940-857-7-8</ref> მიმოფრენის დროს შეინიშნება [[ჭოროხი]]ს დელტაზე, სხვა დროს — [[ჯავახეთი]]სა და [[ქვემო ქართლი]]ს ტბებზე ([[კარწახის ტბა|კარწახი]], [[კუმისის ტბა|კუმისი]] და სხვ.), [[კოლხეთის დაბლობი|კოლხეთის დაბლობზე]] ([[პალიასტომი]]ს ტბის ნაპირებზე, [[ყულევი]]სა და [[ჭურია|ჭურიის]] ჭაობებზე), იზამთრებს [[ჯანდარის ტბა|ჯანდარისა]] და [[კუმისის ტბა|კუმისის]] ტბებზე, ასევე — [[მტკვარი|მტკვრის]], [[ალაზანი|ალაზნისა]] და [[იორი|ივრის]] აუზების პატარა ტბებზე. მცირე რაოდენობით ბუდობს ჯავახეთში, უმეტესად კარწახის ტბაზე, სადაც 280-მდე ბუდე შეინიშნება ყოველწლიურად.<ref name="პალიტრა">{{Cite web | url = https://www.kvirispalitra.ge/mamul-deduli/56921-varkhvze-monadireebi.html | title = ვარხვზე მონადირე(ე)ბი | publisher = კვირის პალიტრა. ''kvirispalitra.ge'' | date = 9 სექტემბერი, 2019 | accessdate = 31 მაისი, 2020}}</ref> შეტანილია [[საქართველოს წითელი ნუსხა|საქართველოს „წითელ წიგნში“]].
 
=== რიცხოვნობა ===