ილია აფხაზავა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{დამუშავების პროცესშია}} '''ილია სოლომონის ძე აფხაზავა''' (დ. 15...
 
No edit summary
ხაზი 7:
1953–56 წლებში მუშაობდა გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ, 1954–57 წლებში კი ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის კათედრაზე; 1957 წლიდან მუშობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. საკანდიდატო დისერტაცა დაიცვა 1964 წელს თემაზე: „მდინარე არაგვის აუზის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება“, სადაც მოცემულია მდინარე არაგვის აუზის გეოლოგიური აგებულების, რელიეფის, ჰავის, ჰიდროლოგიური ობიექტების, მცენარეული საფარის, ცხოველთა სამყაროს, ნიადაგების საკმაოდ დეტალური დახასიათება. შესრულებული აქვს 90-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომელთაგან 66 გამოქვეყნებულია. ნაშრომებში გაშუქებულია ჰიდროლოგიური, ფიზიკურ-გეოგრაფიული და გეომორფოლოგიური საკითხები. აგრეთვე, პალიასტომის ტბის ეკოლოგიური წონასწორობის აღდგენის ღონისძიებები, კოლხეთის დაჭაობებული დაბლობის ჰიდროგრაფიული თავისებურებანი, საქართველოს ტბების სამეურნეო მნიშვნელობისა და მათი გამოყენების პერსპექტივაზე. ჩაატარა ჩრდილო კავკასიის ტბების ლიმნოლოგიური გამოკვლევები.
 
1975 წელს, რუსულ ენაზე გამოიცა ილია აფხაზავას ნაშრომიმონოგრაფია „საქართველოს ტბები“ („Озера Грузии“), რომელიც შეიქმნა ავტორის მიერ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (1960-74 წლები) ჩატარებული გამოკვლევების ხარჯზე. საველე კვლევები ტარდებოდა ძირითადად თბილ ნახევარწელში, მიზნათ ისახავდა ტბიური ქაბულების გენეზისის შესწავლას, მათი მორფოლოგიისა და მორფომეტრიის დადგენას, საზრდოობის, ტბების თერმიკისა და თერმული თავისებურებების დონებრივი რეჟიმის შესწავლას; შეძლებისდაგვარად მოგროვდა მასალები ფლორასა და ფაუნაზე, აგრეთვე ტბიური წყლების ქიმიზმზე.
 
ილია აფხაზავა მუშაობდა ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში, მრავალი სტატია გამოაქვეყნა საქართველოს მდინარეებისა და ტბების შესახებ. მონაწილეობდა აგრეთვე „დასავლეთ ამიერკავკასიის წყლის რესურსების“ ცნობარის შედგენაში (1972, 74).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ილია_აფხაზავა“-დან