სპინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
რობოტი დამატება: ro:Spin
ხაზი 51:
 
== საკითხის ისტორია ==
სპინის კონცეფცია ფიზიკაში [[1925]] წელს [[გაუდსმიტი, სემუელ|გაუდსმიტმა]] და [[ულენბეკი, ჯორჯ იუჯინ|ულენბეკმა]] შემოიღეს, თუმცა ჯერ კიდევ [[1924]] წელს [[პაული, ვოლფგანგ|ვოლფგანგ პაულიმ]] ტუტე ლითონებში სავალენტო ელექტრონის მოძრაობის აღსაწერად კვანტური მექანიკის მათემატიკურ აპარატში ახალი ორმდგენელიანი თავისუფლების ხარისხი შემოიტანა. თავდაპირველად,სპექტროსკოპული მონაცემების ანალიზის საფუძველზე, ელექტრონი სწრაფად მბრუნავ ბზრიალასთან გააიგივეს, რამაც, ცხადია, გადაულახავი წინააღმდეგობები წარმოქმნა, ვინაიდან სპინის აღწერა [[კლასიკური მექანიკა|კლასიკური მექანიკით]] შეუძლებელია. [[1927]] წელს იმავე პაულიმ სპინური ცვლადი [[შრედინგერის განტოლება|შრედინგერის განტოლებაში]] შეიტანა. ასეთი გზით განახლებულ შრედინგერის განტოლებას [[პაულის განტოლება]] ეწოდება. ელექტრონის [[ტალღური ფუნქცია|ტალღური ფუნქციას]] სპინური ნაწილი გაუჩნდა, რომელიც აღიწერება [[სპინორი|სპინორით]], ანუ აბსტრაქტულ სპინური სივრცის "ვექტორით". [[1928]] წელს სპინისპინის რელატივისტური თეორია [[დირაკი, პოლ|პოლ დირაკმა]] შექმნა. [[დირაკის განტოლება|დირაკის განტოლებიდან]], რომელშიც უკვე ოთხმდგენელიანი ბისპინორებია შემოღებული, უშუალოდ გამომდინარეობს სპინის არსებობა.
ელექტრონის სპინის გათვალისწინებით [[პაული, ვოლფგანგ|ვოლფგანგ პაულიმ]] ჩამოაყალიბა პრინციპი, რომლის თანახმად ერთსა და იმავე კვანტურ მდგომარეობაში არ შეიძლება ორი ელექტრონი იმყოფებოდეს ([[პაულის პრინციპი]]). ის ფაქტი, რომ ელექტრონის სპინი 1/2–ია, საფუძვლად დაედო მნიშვნელოვანი მოვლენების ახსნას. გასაგები გახდა ატომური სპექტრების [[ფაქიზი სტრუქტურა|ფაქიზი სტრუქტურის]] არსებობის მიზეზი. აიხსნა მაგნიტურ ველში სპექტრალური ხაზების გახლეჩის მოვლენა ([[ზეემანის ეფექტი]]). გაირკვა, თუ რა წესით ივსება მრავალელექტრონიანი ატომების ელექტრონული გარსები და, შესაბამისად, ნათელი მოეფინა ელემენტთა პერიოდული სისტემის კანონზომიერებებს. აიხსნა [[ფერომაგნეტიზმი]]. პროტონის სპინის არსებობის ჰიპოტეზის შესამოწმებლად ჩატარებულ ექსპერიმენტში ატომთა ენერგეტიკული დონეების [[ზეფაქიზი სტრუქტურა]] აღმოაჩინეს.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სპინი“-დან