ანდრომედეს გალაქტიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(მომხმარებლის 91.151.137.68 ცვლილებების გაუქმება (№3171040))
1917 წელს, ამერიკელმა ასტრონომმა ჰებერ კერტისმა M31-ში სუპერნოვა დაინახა. სხვა ფოტოების მიღების შემდეგ, მეცნიერმა 11 ახალი სუპერნოვა აღმოაჩინა. კერტისმა შენიშნა, რომ ეს სუპერნოვები, საშუალოდ, 10 მაგნიტუდით მკრთალი იყო, ვიდრე სხვები, რომელიც ცის სხვა ადგილებში ხდებოდა. შედეგად, მან გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს ობიექტი დაშორებულია 500 000 [[სინათლის წელიწადი]]თ (3,2x10<sup>10</sup> [[ასტრონომიული ერთეული|ა.ე.]]). ის გახდა ე.წ. "კუნძულისებრი სამყაროს" ჰიპოთეზის დამცველი, რომელიც მეტყველებდა იმაზე, რომ სპირალური ნისლეულები სინამდვილეში დამოუკიდებელი გალაქტიკები იყვნენ.
[[ფაილი:Stars in the Andromeda Galaxy's disc.jpg|thumb|250px|right|ვარსკვლავები ანდრომედას გალაქტიკის დისკოში]]
1920 წელს, "დიდი დებატები" გაჩნდა კერტისსა და ჰერლოუ შეფლის შორის. ისინი კამათობდნენ "ირმის ნახტომის", სპირალური ნისლეულების, და სამყაროს განზომილებების შესახებ. კერტისს რომ დაემტკიცებინა, რომ "დიდებული ანდრომედას ნისლეული" იყო სხვა გალაქტიკა, მან ასევე ახსენა ბნელი ბილიკების სტრუქტურა, რომელიც ძალიან გავდაჰგავდა მტვრის ღრუბლებს ჩვენ გალაქტიკაში, ისევე როგორც [[დოპლერის ეფექტი]] ([[წითელი ძვრა|წითელი წანაცვლება]]). 1922 წელს, ერნსტ ოპიკმა წამოაყენა ძალიან ელეგანტური და უბრალო მეთოდი M31-მდე მანძილის დასადგენად. მიღებულმა შედეგმა, ანდრომედას ნისლეული ჩვენი გალაქტიკიდან "გააგდო" დაახლოებით 450 000 პარსეკამდე, რომელიც დაახლოებით არის 1 500 000 [[სინათლის წელიწადი]] (ანუ აღმოჩნდა, რომ ის გაცილებით შორს იყო). [[ჰაბლი, ედუინ|ედვინ ჰაბლმა]] წარმოქმნა დებატები 1925 წელს, როდესაც მან M31-ის ასტრონომიულ ფოტოებზე ამოიცნო ექსტრაგალაქტიკური "ცეფეიდები" (ცვალებადი ნათობის მქონე ვარსკვლავები) . ეს ფოტოები მიიღეს 2,5 მეტრი დიამეტრის სარკიანი "ჰუკერის ტელესკოპიდან". ამ ტელესკოპმა საშუალება მისცა მეცნიერებს დაედგინათ ანდრომედამდე მანძილი. ჰაბლის გაზომვებმა და კვლევებმა საბოლოოდ დაასკვნეს, რომ ეს ობიექტი არ იყო ვარსკვლავთგროვა ან გაზი ჩვენს გალაქტიკაში. ის იყო სრულიად სხვა გალაქტიკა, რომელიც დიდი მანძილითაა ჩვენგან დაშორებული. რადგანაც M31 უახლოესი სპირალური გალაქტიკაა, ის მნიშვნელოვან რილს თამაშობს გალაქტიკების შესწავლაში. 1943 წელს უალტერ ბაადე იყო პირველი ადამიანი, რომელმაც გადაჭრა ვარსკვლავების პრობლემა ანდრომედას ცენტრალურ რეგიონში. თავის დაკვირვებებით, მან შეძლო განესხვავებინა ვარსკვლავების ორი "დასახლება," რომელიც დაფუძნებული იყო ამ ვარსკვლავების მეტალური მდგომარეობაზე. მან "ახალგაზრდა" უწოდა მაღალი სიჩქარის ვარსკვლავები "I ტიპის დისკოში," ხოლო "მოხუცი" - წითელ ვარსკვლავებს "II ტიპის ბალჯში." ეს ნომენკლატურა შემდგომში გამოიყენეს "ირმის ნახტომში" (და არა მარტო) არსებული ვარსკვლავების შესწავლისთვის (ორი "დასახლების" არსებობა უფრო ადრე შეამჩნია [[|იან ურტი|იან ურტმა]]. დოქტორმა ბაადემ ასევე აღმოაჩინა, რომ არსებობდა ორი ტიპის "ცვალებადი ცეფეიდები", რომელმაც შედეგი გამოიღო M31-მდე მანძილის გაორმაგებაში, ისევე როგორც დანარჩენ სამყაროში.
 
რადიო გამოსხივებები ანდრომედადან პირველად დააფიქირეს [[ჰენბარი ბრაუნი|ჰენბარი ბრაუნმა]] და [[კირილ ჰაზარდი|კირილ ჰაზარდმა]] Jodrell Bank Observatory-ში 218 ფუტიანი "ტრანზიტული ტელესკოპის" გამოყენებით. მათ ამის შესახებ 1950 წელს განაცხადეს. გალაქტიკის პირველი რადიო რუკები შექმნეს [[ჯონ ბოლდვინი|ჯონ ბოლდვინმა]] და მისმა თანამშრომლებმა "კემბრიჯის რადიო ასტრონომიის ჯგუფიდან." ანდრომედას გალაქტიკის ბირთვს რადიოასტრონომიის კატალოგში - [[2C]] მოიხსენიებენ, როგორც [[2C 56]]. 2009 წელს ამ გალაქტიკაში მეცნიერებმა [[პლანეტა]] შეამჩნიეს [[გრავიტაციული ლინზირება|მიკროლინზირების]] მეთოდით, მაგრამ ის ჯერ [[კანდიდატი პლანეტა]]ა და პლანეტად აღიარების მოლოდინშია.