Sahelanthropus: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 73:
მოცემული თავის ქალა აღმოაჩინეს ჩადში 2001 წელს, ამას მალევე მოჰყვა ჰიპოთეზა რომ იგი ეკუთვნოდა მაიმუნის ერთ-ერთ სახეობას, თუმცა ეს მოსაზრება კიდევ ერთხელ უარყო ახლახანს გაკეთებულმა თავის ქალის რეკონსტრუქციამ რომელსაც აქვს ბიპედისათვის (ორ ფეხზე მოსიარულისათვის) დამახასიათებელი ნიშნები. თუმცა დღესაც რთული სათქმელია რა ადგილი უნდა დაიკავოს მოცემულმა სახეობამ ფილოგენეტიკურ ხეში. ამის გასარკვევად საჭიროა გავიგოთ თუ რა საერთო აქვს საჰელანთროპუს ჩადენსისის თანამედროვე მაიმუნებთან და მრავალ უკვე ცნობილ ჰომინიდთან. რისთვისაც გამოიყენეს გეომეტრიულ მორფომეტრიკული მეთოდი, რომელიც გულისხმობს მოცემული ქალას სამგანზომილებიანი ნიმუშის შექმნას და შემდეგ ამ ნიმუშის კომპიუტერით შედარებას სხვა ჰომინიდებისა და მაიმუნების სახეობების თავის ქალებთან. ქვემოთ განვიხილავთ მოცემული კვლევის შედეგებს.
[[ფაილი:Sahelanthropus_comparison.jpg|მინი|271x271პქ|TO-DO]]
TM 266-01-60-1 შეადარეს ჩვეულებრივი შიმპანზეს, დასავლური გორილას და ჰომო საპიენსის თავის ქალებს განზოგადებული უმცირეს კვადრატთა მეთოდის მეშვეობით. პირველი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომლის წილადაც მოდის გადახრის 78% არის სახის ფორმა (მისი სიგრძე, პროექცია, თავის ქალის ხვრელის მდებარეობა და თავის ტვინისათვის გამოყოფილი ადგილის ზომა). ამ კომპონენტებმა გამორიცხა ადამიანებთან, ადრეულ ჰომინიდებთან, დიდ მაიმუნებთან ახლო ნათესაობა და საჰელანთროპუს ჩადენსისი მოათავსა უფრო ახლოს ავსტრალოპითეკთან. მორფოლოგიური განსხვავებების და მსგავსებების საპოვნელად შემდეგ შეადარეს დასავლურ გორილას, ჩვეულებრივ შიმპანზეს, [[Australopithecus afarensis]], [[Australopithecus africanus]] თავის ქალების გვერდითა ხედებს. ამ შედარებით აღმოჩნდა, რომ TM 266-01-60-1 ქალის ფორმით
ასევე ძალიან საინტერესო იქნებოდა საჰელანთროპუს ჩადენსისის თავის ქალის შედარება დაახლოებით იმავე პერიოდში მცხოვრებ სხვა სახეობებთან (მაგალითად: [[Ardipithecus]] ან [[Orrorin]]-ის თავის ქალებთან), თუმცა ეს ვერ მოხერხდა მონაცემთა სიმცირის გამო და შესაბამისად ცხრილშიც არაა მონაცემები მათ შესახებ. მოცემული ცხრილის შეჯამებით შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა რომ TM 266-01-60-1-ს როგორც გვიანი მიოცენის ჰომინიდისაგან იყო მოსალოდნელი, აქვს ბევრი საერთო პრიმიტიული თვისება გორილასა და შიმპანზესთან, ასევე საინტერესოა ის ფაქტიც რომ საჰელანთროპუს ჩადენსისის თავის ქალის შიგნითა მოცულობა ყველაზე პატარა აქვს შესწავლილ ზრდასრულ ჰომინიდებს შორის, თუმცა იგი მოთავსებულია შიმპანზეს თავის ქალის სიცარიელის მოცულობის ზომის ფარგლებში. ამ მაიმუნებთან მსგავსების მიუხედავად ჩადენსისის თავის ქალაში მაინც აღმოაჩინეს ჰომინიდისათვის დამახასიათებელი ნიშნები. მაგალითად ასეთებია: შემცირებული კეფის ძვალი და უფრო წინ მოთავსებული თავის ქალის ხვრელი. საჰელანთროპუს ჩადენსისის აღმოჩენილი თავის ქალა (TM 266-01-60-1) აჩენს რამდენიმე საინტერესო კითხვას ადრეული ჰომინიდების შესახებ. წინსაწარმა კვლევებმა, რომლებიც ეყრდნობა თავის ქალის სამ განზომილებიან მოდელს, აჩვენა რომ ჩადენსისი შედის ადრეულ ჰომინიდთა ჯგუფში და მათთან უფრო ახლოა ვიდრე შიმპანზესთან, თუმცა იგი განსხვავდება თითოეული აღმოჩენილი ჰომინიდისაგან. აქედან გამომდინარე საჭიროა მეტი კვლევები რათა გაირკვეს რა კავშირი აქვს საჰელანთროპუს ჩადენსისის სხვა მიოცენისა თუ პლიოცენის ჰომინიდებთან. პირველ რიგში საჭიროა მეტი ინფორმაციის მოძიება [[Ardipithecus|Ardipthecus]], [[Orrorin]] და [[Australopithecus bahrelghazali|Australopithecus bahrelghazal]]<nowiki/>i-ს შესასწავლად. შემდეგ საჭიროა გაირკვეს თავის ტვინის განვითარების დონე, რადგან საკმაოდ რთულია სწორი ფილოგენეტიკური ურთიერთმიმართების დადგენა მხოლოდ მორფოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით. როგორც ზემოთ ვახსენეთ, ყველაზე სარწმუნო და ლოგიკურია ის აზრი რომ საჰელანთროპუს ჩადენსისი არის პრიმიტიული ჰომინიდების ხაზის წევრი და იგი ყველა სხვა სახეობაზე უფრო ადრე წარმოიშვა, მათ შორის ავსტრალოპითეკებსა და [[Orrorin]]-ზეც, თუმცა რა თქმა უნდა საჭიროა შემდგომი კვლევები მოცემული ჰიპოთეზის გასამყარებლად. ამ ფილოგენეტიკურ ჰიპოტეზას ასევე ამყარებს თავის ქალების მსგავსებაც ავსტრალოპითეკსა და TM 266-01-60-1-ს შორის, რომელიც გულისხმობს დახრილობისა და შედარებით დიდი თავის ტვინის ადგილის ქონას რომელიც საჰელანთროპუსთან ერთად აღენიშნებათ ჰომოსა და ავსტრალოპითეკებსაც. ასევე ჰომინიდებთან შედარებისას უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ საჰელანთროპუსი ცხოვრობდა აფრიკის ცენტრალურ ნაწილში (ჩადი) მაშინ როცა [[Ardipithecus]] და [[Orrorin]] ორივე აღმოსავლთ აფრიკის ბინადრები იყვნენ (ეთიოპია და კენია). ეს ფაქტი წარმოშობს კითხვას ჰომინიდების შესახებ: ხომ არ ენათესავებიან ისინი მდინარეებში მცხოვრებ ძუძუმწოვრებს (მაგალითად ჰიპოპოტამს) რასაც ადასტურებს დაახლოებით შვიდი მილიონი წლის წინ კლიმატის ცვლილება ლიბიასა და ჩადში თუმცა არა აღმოსავლეთ აფრიკაში.
|