ამიშები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 10:
1993 წელი დასახელებულია, როგორც ამიშების ცხოვრების მე-300  წელიწადი.ისინი გაქრნენ  თავიანთი ევროპული სამშობლოდან, დღესდღეობით ისინი ცხოვრობენ 22 სახელმწიფოს 200-ზე მეტ დასახლებასა და [[ონტარიო]]ში (პროვინცია კანადაში). ამიშები არიან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და კულტურულად მრავალფეროვანი დაჯგუფება ამერიკული [[პლურალიზმი]]ს სპექტრში. ავტომობილების უარფოფა, გადასაადგილებლად ცხენების გამოყენება და განსხვავებული ტანსაცმელი გამოარჩევს მათ მაღალტექნოლოგიური თანამედროვე ცხოვრების კულტურისგან.
 
ამიშური ფესვები სათავეს იღებს მეთექვსმეტე საუკუნის ევროპიდან. სწრაფად მიმდინარე [[პროტესტანტიზმი|პროტესტანტულ]] რეფორმებთან ერთად, ახალგაზრდა რეფორმატორებმა ციურიხში, შვეიცარიაში ერთმანეთის მონათვლით განარისხეს რელიგიური ხელისუფლება 1525 წლის იანვარში. იმ დროისათვის ზრდასრული ადამიანის ხელახალი მონათვლა ითვლებოდა დანაშაულად, რომელიც სიკვდილით ისჯებოდა. ზრდასრული ადამიანის ნათლობას დისიდენტების აზრით მნიშვნელობა ჰქონდა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თავისივე ნებით ირწმუნებდნენ სარწმუნოებას. რადგანაც ისინი ჩვილ ასაკში  უკვე მონათლულები იყვნენ [[რომის კათოლიკური ეკლესია|კათოლიკურ ეკლესიაში]], მათმა ოპონენტებმა [[ანაბაპტისტები]] ან ხელმეორედ მონათლულები უწოდეს. ანაბაპტიზმი ასავე ცნობილია , როგორც რადიკალური რეფორმაცია, გავრცელებული გერმანიისა და შვეიცარიის ოლქებში. ანaბაპტისტებისანაბაპტისტების სწრაფი გავრცელება საფრთხეს უქმნიდა სამოქალაქო და რელიგიურ ხელისუფლებას. ანaბაპტისტიანაბაპტისტებზე მონადირეები მალევე მიადგნენ რეფორმატორებს. პირველი მოწამე ჩამოახრჩეს 1527 წელს. მომდევნო რანდენიმე ათწლეულის განმავლობაში ათასობით ანაბაპტისტი დაწვეს კოცონზე, დაახრჩვეს მდინარეებში ან თავი მოკვეთეს. 
 
შვეიცარიელი ანაბაპტისტები, მტრების სიყვარულით,შეურაცხყოფის პატიებით და მეორე ლოყის შეშვერით,  ცდილობდნენ თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში გაჰყოლოდნენ  იესოს გზას. ზოგი ანაბაპტისტი მიმართავდა ძალადობას, მაგრამ ბევრმა უარყო ეს და გადაწყვიტა ეცხოვრა მშვიდობიანად, მოწინააღმდეგეებთან ერთადაც კი. უხეშმა დევნამ აიძულა ანაბაპტისტები მიწისქვეშა და სოფლის სამალავებში დამალვა. შვეიცარიულმა ანაბაპტიზმმა ფესვები გაიდგა სოფლის მიწაზე. თუმცა ანაბაპტისტების აზროვნებაში დევნამ ფართო საზოგადოება და ეკლსია ერთამენთს დააშორა. ანაბაპტისტებს სჯეროდათ, რომ ამ სამყაროს სახელმწიფოებს წინ უძღვებოდა ღმერთის მშვიდობიანი სამყარო. 1660 წლისთვის ოზგი შვეიცარიელი ანაბაპტისტი გადასახლდა ჩრდილოეთით დღევანდელი საფრანგეთის ტერიტორიაზე, რომელიც ესაზღვრება სამხრეთ-დასავლეთ გერმანიას.ამიშები ინტერესის სფეროში მოექცნენ 1693 წელს,როდესაც შვეიცარიული და გერმანული ანაბაპტისტები გაიყვნენ ორ ნაკადად: ამიშები და მენონიტები.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ამიშები“-დან