ქობულეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 54:
== ისტორია ==
XIII საუკუნემდე ქობულეთი ეკუთვნოდა ქობულიძეების საგვარეულოს. აქედან უნდა მომდინარეობდეს მისი სახელწოდება.<ref>''ე. გვენეტაძე, გ. გაგუა'' „საჯავახოს მხარე“ „პარალელი“ N5, გვ. 218 — თბილისი, 2013 წ. ISSN 0235-8417</ref>
ქობულეთი გვიან ფეოდალურ ხანაში წარმოადგენდა [[გურიის სამთავრო]]ში ტყვეთა ყველაზე დიდი ბაზრობის ადგილს. აქ ტყვეთა შესასყიდად [[რიზე]]დან, [[გონიო]]დან და [[ტრაპიზონი]]დან მოდიოდნენ თურქი ვაჭრები. ქობულეთის ბაზარი ისე ცნობილი იყო, რომ იქ არა მხოლოდ [[გურია]]-[[სამეგრელო]]დან, არამედ [[აფხაზეთი]]დან და [[ქართლ-კახეთიდაკახეთი]]ნაცდანაც მიჰყავდათ ტყვეები. [[დონ კრისტოფორო დე კასტელი|დონ ქრისტოფორო დე კასტელი]] წერს:
{{ციტატა|ქობულეთი. ამ ზღვისპირა ქალაქში ყოველწლიურად საჯარო ვაჭრობა იმართება ყველა ჯურისა და ასაკის ბავშვთა, კაცთა და ქალთა გასაყიდად. აქედან გადიან [[კონსტანტინეპოლი]]საკენ [[ქრისტიანები]]ს მიერ [[თურქები|თურქებზე]] გაყიდული ბავშვებით დატვირთული სავსე გემები, მათი ბავშვების სულები ხომ სამუდამოდ დაკარგულია! აქ შვილი მამას და დედას ყიდის, რაც ფაქტია: მამები და დედები თავიანთ შვილებს ყიდიან, რადგან ფულს უფრო აფასებენ, ვიდრე საკუთარ სისხლს. ბავშვების ბაზარი ქობულეთის მოედანზე, გურიის პროვინციაში: მატუტა ჩესნერია დედას ყიდის. ჩვენებმა მას კითხეს: ასეთ დიდ ცოდვას რატომ სჩადიხარო? მან გვიპასუხა: ეს ცოდვა კი არ არის, პირიქით, დიდი შემბრალებლობააო. პირველყოვლისა, რადგან დედაჩემი მიდის [[თურქეთი|თურქების ქვეყანაში]], ამით თავის მდგომარეობას იუმჯობესებს. აქ რომ ყოფილიყო, თავისი ლაპარაკით ამიმხედრებდა საქონელს, ოჯახსა და შვილებს, ახლა კი ჩემი ცოლი დამშვიდდება და დაწყნარდებაო.}}<ref>დონ ქრისტოფორო დე კასტელი. ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ. თბილისი, 1977 წ. გვ.147</ref>
[[ფაილი:Qobuleti castelli.jpg|thumb|250პქ|ბავშვების გასაყიდი ბაზარი ქობულეთში, კასტელის ჩანახატი]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქობულეთი“-დან