ამიშები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{ვიკი}}
[[ფაილი:Lancaster County Amish 03.jpg|მინი|250პქ|ლანკასტერელი ამიშები]]
'''ამიშები''' ({{lang-en|Amish}} საკმაოდ{{IPA|[ˈɑːmɪʃ]}}, მცირერიცხოვანი{{lang-de|Amische}}) — [[რელიგია|რელიგიური მოძრაობა]]. წარმოადგენდნენ [[მენონიტები]]ს რელიგიური საზოგადოებრივი ჯგუფის ერთ-ერთ განშტოებას, რომლის მიმდევრებიც გამოირჩევიან უჩვეულო ჩაცმულობით, მარტივი ცხოვრების წესით და ყოველგვარი ტექნოლოგიის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებით. [[1693]] წელს [[შვეიცარია]]ში ეკლესიური განხეთქილების შემდგომ შვეიცარელების ნაწილმა და ალზასელმა [[ანაბაპტიზმი|ანაბაპტისტებმა]], რომლებსაც [[იაკობ ამანი]] ხელმძღვანელობდა, ჩამოაყალიბეს ახალი სექტა, რომელსაც შემდგომში იაკობ ამანის პატივსაცემად ამიშური ეკლესია ეწოდა. [[1720]]-[[1775]] წლების გადასახლების შემდეგ მათი დიდი ნაწილი ამერიკაში, [[პენსილვანია|პენსილვანიის შტატში]] დასახლდა. მას შემდგომ ამიშების სექტაში ჩამოყალიბდა 8 მიმდევრობა მათ შორისაა: ახალი ორდენი, ძველი ორდენი, შვარცენთრუბერისა და სხვა ორდენები.
 
ამიშები დღემდე აგრძელებენ მარტივი, მაგრამ მკაცრი ცხოვრების წესით ცხოვრებას; ამიშების დასახლებაში ვერ შენიშნავთ ვერანაირ ტექნიკას, ეწევიან ძირითადად მიწათმოქმედებას, გააჩნიათ [[პაციფიზმი|პაციფისტური]] შეხედულებანი და ცხოვრობენ უმთავრესად ბიბლიური კანონებით. ძალიან დაბალია კრიმინალის დონე.
ხაზი 10:
1993 წელი დასახელებულია, როგორც ამიშების ცხოვრების მე-300  წელიწადი.ისინი გაქრნენ  თავიანთი ევროპული სამშობლოდან , დღესდღეობით ისინი ცხოვრობენ 22 სახელმწიფოს 200-ზე მეტ დასახლებასა   და ონტარიოში (პროვინცია კანადაში). ამიშბი არიან ერთ-ერთი  ყველაზე გამორჩეული და კულტურულად მრავალფეროვანი დაჯგუფება ამერიკული პლურალიზმის სპექტრში. ავტომობილების უარფოფა, გადასაადგილებლად ცხენების გამოყენება და განსხვავებული ტანსაცმელი გამოარჩევს მათ მაღალტექნოლოგიური  თანამედროვე ცხოვრების კულტურისგან.
 
ამიშური ფესვები სათავეს იღებს მეთექვსმეტე საუკუნის ევროპიდან. სწრაფად მიმდინრე პროტესტანტულ რეფორმებთან ერთად , ახალგაზრდა რეფორმატორებმა ციურიხში, შვეიცარიაში ერთამენთის მონათვლით განარისხეს  რელიგიური  ხელისუფლება 1525 წლის იანვარში. იმ დროისათვის ზრდასრული ადამიანის ხელახალი მონათვლა ითვლებოდა დანაშაულად, რომელიც სიკვდილით ისჯებოდა. ზრდასრული ადამიანის ნათლობას დისიდენტების აზრით მნიშვნელობა ჰქონდა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის , რომლებიც თავისივე ნებით ირწმუნებდნენ სარწმუნოებას. რადგანაც ისინი ჩვილ ასაკში  უკვე მონათლულები იყვნენ კათოლიკურ ეკლესიაში, მაათმა ოპონენტებმა ანაბაპტისტები ან ხელმეორედ მონათლულები უწოდეს. ანაბაპტიზმი ასავე ცნობილია , როგორც რადიკალური რეფორმაცია, გავრცელებული გერმანიისა და შვეიცარიის ოლქებში. ანaბაპტისტების სწრაფი გავრცელება საფრთხეს უქმნიდა სამოქალაქო და რელიგიურ ხელისუფლებას. ანaბაპტისტი მონადირეები მალევე მიადგნენ რეფორმატორებს  .  პირველი მოწამე ჩამოახრჩეს 1527 წელს. მომდევნო რანდენიმე ათწლეულის განმავლობაში ათასობით ანაბაპტისტი დაწვეს კოცონზე, დაახრჩვეს მდინარეებში,ან თავი მოკვეთეს. 
 
შვეიცარიელი ანაბაპტისტები, მტრების სიყვარულით,შეურაცხყოფის პატიებით და მეორე ლოყის შეშვერით,  ცდილობდნენ თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში გაჰყოლოდნენ  იესოს გზას. ზოგი ანაბაპტისტი მიმართავდა ძალადობას, მაგრამ ბევრმა უარყო ეს და გადაწყვიტა ეცხოვრა მშვიდობიანად, მოწინააღმდეგეებთან ერთადაც კი. უხეშმა დევნამ აიძულა ანაბაპტისტები მიწისქვეშა და სოფლის სამალავებში დამალვა. შვეიცარიულმა ანაბაპტიზმმა ფესვები გაიდგა სოფლის მიწაზე. თუმცა ანაბაპტისტების აზროვნებაში დევნამ ფართო საზოგადოება და ეკლსია ერთამენთს დააშორა. ანაბაპტისტებს სჯეროდათ, რომ ამ სამყაროს სახელმწიფოებს წინ უძღვებოდა ღმერთის მშვიდობიანი სამყარო. 1660 წლისთვის ოზგი შვეიცარიელი ანაბაპტისტი გადასახლდა ჩრდილოეთით დღევანდელი საფრანგეთის ტერიტორიაზე, რომელიც ესაზღვრება სამხრეთ-დასავლეთ გერმანიას.ამიშები ინტერესის სფეროში მოექცნენ 1693 წელს,როდესაც შვეიცარიული და გერმანული ანაბაპტისტები გაიყვნენ ორ ნაკადად: ამიშები და მენონიტები.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ამიშები“-დან