პომიდორი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: გაუქმებულია ვიზუალური რედაქტირება რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
მომხმარებლის 217.11.165.110 ცვლილებების გაუქმება (№4028099)
იარლიყი: გაუქმება
ხაზი 1:
{{ტაქსოდაფა
| სახელი =პამიდორიპომიდორი
| სურათის ფაილი =Tomatoes-on-the-bush.jpg
| სურათის წარწერა =ჩვეულებრივი პომიდორი
ხაზი 14:
| commons = Category:Tomatoes
}}
'''პამიდორიპომიდორი''' ({{lang-la|Lycopersicon}}) — ერთ ან მრავალწლოვანი (ტროპიკებში), ბალახოვანი და ბუჩქბალახოვანი მცენარის გვარი [[ძაღლყურძენასებრნი|ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა]]. ველური ფორმები ნაპოვნია [[პერუ]]ში, [[ვესტ-ინდოეთი|ვესტ-ინდოეთში]], [[ეკვადორი|ეკვადორში]], [[ჩილე]]ში, [[კანარის კუნძულები|კანარის კუნძულებზე]], [[ფილიპინები|ფილიპინებზე]]. სამშობლოა [[სამხრეთი ამერიკა]]. [[ევროპა]]ში გავრცელდა XVI საუკუნიდან, [[რუსეთი|რუსეთში]] ცნობილია 1780 წლიდან, [[საქართველო]]ში XVIII საუკუნის II ნახევრიდან. მის აღსანიშნავად ხმარობენ აგრეთვე სიტყვა „ტომატს“. საქართველოში „ტომატს“ პომიდვრის სხვადასხვა სახის კონსერვს უწოდებენ. საქართველოში ყველგან მოჰყავთ ზღვის დონიდან 1700 მ-მდე. პომიდვრის გვარში 3 სახეობაა: [[Lycopersicon peruvianum]], [[Lycopersicon hirsutum]] და [[ჩვეულებრივი პომიდორი]] (Lycopersicon esculentum), რომელშიც 2000-მდე ჯიში და ფორმაა.
 
ჩვეულებრივი პამიდორიპომიდორი ერთწლოვანია, ღერო ჩამწოლი ან სწორმდგომია, სიმაღლით 0,2-3,0 მ, შიშველი ან ოდნავ შებუსული; ფოთოლი კენტფრთართულია; ყვავილედი — მტევანი; ყვავილი — წვრილი, საშუალო ან მსხვილი, ყვითელი, სხვადასხვა ელფერი დაჰკრავს. უმეტესად თვითდამმტვერავია. ნაყოფი — წვნიანი, ორ- ან მრავალბუდიანი, მრგვალი, მობრტყო-მრგვალი, ბრტყელი, ელიფსური, წაგრძელებულ-ოვალური, ქლიავისებრი და მსხლისებრი. ნაყოფი წითელი, ვარდისფერი და სხვადასხვა ინტენსივობის ყვითელი ფერისაა, მისი მასაა 20-დან 900გ-მდე და მეტიც. სიმწიფეში შედის აღმოცენებიდან 80-140 დღეში. ნაყოფი შეიცავს (%-ობით): მშრალ ნივთიერებას 4,5-8,1, მათ შორის შაქარს (მონოზებს) 50%, ორგანულ მჟავებს 3,5-8,5, ცელულოზას 0,87-1,7, პექტინოვან ნივთიერებას 0,13-0,23 და სხვა, აგრეთვე ნატრიუმს, კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, სპილენძს, ფოსფორს, გოგირდს, ქლორს, მანგანუმს, B<sub>1</sub>, B<sub>2</sub>, PP, C ვიტამინებს, კაროტინს და სხვა ნივთიერებებს. იყენებენ კულინარიაში ნედლად და გადამუშავებულს.
 
პომიდორი სითბოს მოყვარულია, შედარებით გვალვაგამძლე, მაგრამ ზრდის ფაზაში წყლის ნაკლებობას ძნელად ეგუება. მისი ზრდაგანვითარებოსათვის ოპტიმალური ტემპერატურაა 20-25&nbsp;°C. აღმონაცენი — 1&nbsp;°C-ზე იღუპება. მოჰყავთ თითქმის ყველანაირ ნიადაგზე, რომლის <sub>p</sub>H (მჟავიანობა) 4,5-ზე დაბალი არ არის. კარგ მოსავალს იძლევა სტრუქტურულ და ნოყიერ ნიადაგზე. სინათლის მოყვარულია, ჩრდილში ვერ ხარობს. მოჰყავთ ღია გრუნტზე და სათბურში. მრავლდება თესლით და ჩითილით. ჩითილი გამოჰყავთ სათბურში, კვალსათბურებში, გამჭვირვალე ფირის საფარქვეშ და სხვა ადგილებზე. ღია გრუნტზე ჩითილს რგავენ მწკრივად, თესავენ (სამხრეთ რაიონებში) კვადრატულ-ბუდობრივად ან ფართომწკრივად.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პომიდორი“-დან