ნიკიფორე მამინაიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 5:
დაიბადა [[ოზურგეთის მაზრა]]ში. დაასრულა პეტერბუგრის სასულიერო აკადემია 1895 წელს. მსახურობდა [[თბილისის სასულიერო სემინარია]]ში ინსპექტორის თანაშემწედ. შემდეგ მუშაობდა ზედამხედველის თანაშემწედ თელავის სასულიერო სემინარიაში. შემდეგ გახდა თელავის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის დირექტორი. აქ ის მოღვაწეობდა მეუღლესთან, პელაგია მამინაიშვილთან ერთად. მათი აღზრდილები იყვნენ: [[ელენე ახვლედიანი]], ლილი ღოღობერიძე (ლანა ღოღობერიძის მამიდა), ხახე ანდრონიკაშვილი, თამარ მამულაიშვილი. თელავში მათ ოჯახს ხშირად სტუმრობდა [[აკაკი წერეთელი]].
 
ერთი პერიოდი იჯარით მართავდა [[ვერის ხიდი|ვერის ხიდს]] თბილისში.<ref>{{წიგნი|ავტორი=ჭანიშვილი, რ., ალავიძე, ო.|სათაური= „გიორგი სალუქვაძე 100” |გამომცემლობა= ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი|ადგილი=თბილისი |წელი=2014|ბმული=http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/45876|გვერდები=16}}</ref> 1917 წელს ესწრებოდა [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი ადგილობრივი კრება|საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის I კრებას]]. 1918 წელს გადაიყვანეს თბილისის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორად დეკანოზ [[კორნელი კეკელიძე|კორნელი კეკელიძის]] რექტორობის დროს. სიცოცხლის ბოლო წლებში იყო თბილისსი 22-ე (39-ე) სკოლის გამგე. გარდაიცვალა [[ფილტვების ანთება|ფილტვების ანთებით]]. დაკრძალეს 28 მარტს, [[ვერის სასაფლაო]]ზე.
 
==ლიტერატურა==
ხაზი 13:
*[http://www.nplg.gov.ge/ilia/en/00004505/ ნიკიფორე მამინაიშვილი]
*[http://prosopography.iliauni.edu.ge/persons/article/8082 ნიკიფორე მამინაიშვილი საქართველოს პროსოპოგრაფიაზე]
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
{{DEFAULTSORT:მამინაიშვილი, მიკიფორე}}