სპორტი საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 531:
 
== ათლეტიზმი ==
'''საქართველოში [[ათლეთიზმი]] ( იგივე - ფაურლიფტინგი) XX საუკუნის [[60-იანები|60-იან]] წლებში დაინერგა თსუ''' - ის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის გამგის [[კონსტანტინე ზაუტაშვილი|კონსტანტინე ზაუტაშვილის]] თაოსნობით. ათლეტიზმის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის აგრეთვე მხატვარ-მულტიპლიკატორ [[ავენირ ხუსკივაძე|ავენირ ხუსკივაძეს]].[[1986]] წელს შეიქმნა საქართველოს ნაკრები გუნდი (მწვრთნელი - [[ზაზა ჯაფარიძე]]),რომელმაც იმავე წელს [[ლიეტუვა|ლიტვის]] ქალაქ შაულიაიში გამართულ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა .[[1990]] წელს დაფუძნდა საქართველოს ათლეთიზმის ფედერაცია. ქართველ სპორტსმენთაგან მსოფლიო ჩემპიონის ტიტული პირველმა მოიპოვა სიღნაღელმა [[შოთა ბეჟაშვილი|შოთა ბეჟაშვილმა]] ([[1993]] წელი).მან წოლჭიმში 110 კგ-მდე წონით კატეგორიაში 245 კგ აჭიმა და მსოფლიოს რეკორდი 15 კგ-ით გააუმჯობესა. [[2012]] წლის მონაცემებით,სახეობების მიხედვით სხვადასხვა ფედერაციის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონები იყვნენ შოთა ბეჟაშვილმა,გიორგი მინდიაშვილმა,იოსებ ხარაბაძე,ვეფხია ჯმუხაძე,ბორის სარალიძე,გერონტი ჯმუხაძე,ზურაბ ჭავჭანიძე,კობა ალუდაური,ხვიჩა მამედოვი,ვლადიმერ ნაზღაიძე,ზაურ ჯავახიშვილი,ვაჟა გივიშვილი,კახა დათუკიშვილი,ავთანდილ მამალაძე,ალექსი ორკოდაშვილი,ნიკოლოზ ვეფხვაძე,კახაბერ ერგემლიძე,მანუჩარ ჭინჭარაული,გიორგი მესაბლიშვილი,გოჩა გუძუაძე,ლევან გილიგაშვილი,თეიმურაზლუტიძე,ალექსანდრე ფეიქრიშვილი,ნოდარ ტატიშვილი. ასევე წარმატებული ატლეტები არიან გიორგი ჩაკვეტაძე,პაატა ქავთარაძე,ივანე კობიაშვილი,ბექა მაზანიშვილი,საქართველოს ათლეტიზმის ფედერციამ კაცებში XX საუკუნის საუკეთესო ქართველ ათლეტად დაასახელა - [[შოთა ბეჟაშვილი]], ქალებში - [[ნაზი გოგიშვილი]], საუკეთესო მწვრთნელი - [[ზურაბ ჭავჭანიძე]].<ref>http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=1</ref>
 
== ხრიდოლი ==
შერკინების ერთ-ერთი სტილი ძველ საქართველოში,ცალი ხელით კრივი. [[იოსებ გრიშაშვილი|იოსებ გრიშაშვილის]] ცნობით, თუ „ ევროპიელთათვის არსებობს „ დუელი“, ისე ჩვენებური ყარაჩოღელისათვისაც იღოიყო ამგვარი საშუალება შეურაცყოფის ასანაზღაურებლად, რომელსაც „ ხრიდოლი“ ეწოდებოდა“ (ი.გრიშაშვილი, ტომი III, გვ. 46, 1963 წ.). ხრიდოლის განმარტება ასევე შეტანილია გრიშაშვილის „ქალაქურ ლექსიკონში“ – „ხრიდოლი, ხრიდონი - კრივი ცალი ხელით. ერთი ხელი ქამარში აქვთ გარჭობილი და მეორეთი ვარჭიშობენ - ჰერივობენ“. ხრიდოლი ერთგვარი ოსტატობის მაჩვენებელი იყო, რადგან ბრძოლაში გამომწვევი ცალი ხელი ებრძოდა ორივე ხელით მოჩხუბარ მეტოქეს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცალი ხელით მებრძოლს გაუჭირდებოდა და მეტოქე დაჩაგრავდა, ის მაინც არ არღვევდა ხიდოლის წესებს და ისევ ცალი ხელით აგრძელებდა ბრძოლას.
 
სიტყვა ხრიდოლი, ისევე როგორც: ხრიდონი, ხრიდული, ხრიკული, მეხრიკეობა, ნაწარმოებია სიტყვა ხრიკისგან. იგი ძველ საქართველოში მეომრის ოსტატური მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვას წარმოადგენდა. [[სულხან-საბა ორბელიანი|სულხან-საბას]] განმარტებით: „ხრიკი - მორკინალთ ხელოვნებაა“. ამუანუ ხერხი, ფანდი, ილეთი - მებრძოლის გააზრებული მოქმედება მეტოქის დასამარცხებლად.
 
ქართული საბრძოლო ხელოვნების აღორძინების მიზნით, კახაბერ ზარნაძის თაოსნობით [[1993]] წელს დაარსდა ხრიდოლის ფედერაცია, რომლის მთავარ საქმიანობას წარმოადგენდა ქართული საბრძოლო ხელოვნების უძველესი სახეობების მოძიება და საჩვენებელი გამოსვლებით მათი დემონსტრაცია.   [[1997]] წლიდან ხრიდოლის თანამედროვე სახით აღდგენას მოთავეობას უწევდა ხრიდოლის სადროში  „იბერიელი მგლების“ ხელმძღვანელი [[ნუკრი მჭედლიშვილი]]. ქართველთა მხედრული ტრადიციების მკვლევართა ჯგუფმა ([[ზაზა დავითულიანი]], [[ზურაბ ჩაჩანიძე]], [[ლადო მეცხვარიშვილი]], [[ნოდარ ლურსმანაშვილი]], [[გიორგი კოკოშაშვილი]], [[დავით ალანია]], მანუჩარ ბესელია, [[დავით ჩორგოლიანი]], [[ამური ქიტიაშვილი]], [[ბახვა ჭაბუკიანი]]) საფუძვლიანად შეისწავლა და შეიმუშავა თანამედროვე ხრიდოლის , ანუ ხელჩართული ბრძოლის ქართული სისტემა - საბრძოლო ხუთჭიდი. აქ გაერთიანებულია ქართული საბრძოლო ხელოვნების ხუთი უძველესი სახეობა: ჭიდაობა, რკენა, კრივი, ფარიკაობა და მშვილდოსნობა.<ref>http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=55</ref>
 
== ავტოსპორტი ==