ნოე ხომერიკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 25:
| რიგი= [[სურათი:Flag of Georgia (1990-2004).svg|მარცხნივ|25პქ]][[სურათი:Coat of arms of the Democratic Republic of Georgia.svg|მარჯვნივ|25პქ]][[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს ]] [[საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო|მიწათმოქმედებისა მინისტრი]]
| თანამდებობა დაიკავა = [[26 მაისი]], [[1918]]
| თანამდებობა დატოვა= [[3 დეკემბერი]], [[1920]]
| მემკვიდრე = [[დავით ონიაშვილი]]
| პრემიერ-მინისტრი= [[ნოე რამიშვილი]], [[ნოე ჟორდანია]]
}}
Line 32 ⟶ 33:
 
==ბიოგრაფია==
დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. დაწყებითი განათლება მიიღო სოფლის ორკლასიან სკოლაში. სწავლა განაგრძო ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში, სადაც ჩაება [[სოციალ-დემოკრატია|სოციალ-დემოკრატიული]] წრეების მუშაობაში. 1900 წლიდან იყო [[რსდმპ]] წევრი. 1901 წელს დაბრუნდა გურიაში და დაიწყო თავად მიხეილ ნაკაშიძის მეურნეობაში მუშაობა, აქტიურად მონაწილეობდა ადგილობრივი1902 გლეხებისწლის მოძრაობაშიგურიის გლეხთა გამოსვლაში, რისთვისაც დააპატიმრეს და 1902 წელს ჩასვეს ქუთაისის ციხეში რამდენიმე თვით. ამ დროს გაიცნო [[ნოე ჟორდანია]]. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, იმავე წლის ნოემბრიდან, დასახლდა [[ბათუმი|ბათუმში]], სადაც მუშაობდა მანთაშევის მეორე ქარხანაში დღიურ მუშად. შეისწავლა ასოთამწყობობა და მოეწყო არალეგალური სტამბაში, სადაც ბეჭდავდა არალეგალურ ლიტერატურასა და პროკლამაციებს. გახდა რსდმპ ბათუმის კომიტეტის წევრი. 1903 წლის ზაფხულში, ჟანდარმერიის მიერ დევნის გამო, დატოვა ბათუმი და გადასახლდა ქუთაისში, სადაც იყო იმერეთის კომიტეტის ჩამოყალიბების ერთ-ერთი ორგანიზატორი. იყო ავტორი ბროშურისაბროშურებისა „სოფლის მუშათა მიმართ“ და „გლეხთა მოძრაობა გურიაში“. 1904 წლის ივლისში, ივანე სხირტლაძის სახელით მოქმედი ხომერიკი დააპატიმრეს [[შორაპნის მაზრაშიმაზრა]]ში და გაგზავნეს ქუთაისის ციხეში. 4 ივლისს, ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე, ბადრაგს თავს დაესხა შეიარაღებული რაზმი, რომელმაც მოახერხა ხომერიკის გათავისუფლება. გაქცევის შემდეგ გადასახლდა თბილისში, სადაც იქცასათავეში რევოლუციურიჩაუდგა მოძრაობისთბილისის ერთსოციალ-ერთდემოკრატიულ ლიდერად, შევიდა თბილისის კომიტეტშიკომიტეტს. თბილისის კომიტეტში ის დაუპირისპირდა კავკასიის საკავშირო კომიტეტსა და [[მიხა ცხაკაია]]ს. 1905 წლის აპრილში [[ნოე ჟორდანია]]ს ერთად ამიერკვაკასიის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციები საბოლოოდ ჩამოაშორა [[ბოლშევიკები|ბოლშევიკური]] მიმართულების საკავშირო ბიუროს. ამ დროიდან ხომერიკი პარტიის ლიდრთა ჯგუფში დამკვიდრდა, ხელმძღვანელობდა სამხედრო-ტექნიკურ მიმართულებას. 1906 წლის 19 აპრილიდან [[ლეო ნათაძე]]სთან ერთად რედაქტორობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლეგალურ გამოცემა „ლამპარს“. 1906 წელს დაესწრო რსდმპ „გამაერთიანებელ“IV ყრილობას სტოკჰოლმში, სადაც მონაწილეობდა დისკუსიებში აგრარული საკითხის გარშემო. 1908 წლიდან იყო [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების]] წევრი. 1908 წლის 23 ივნისს ჟანდარმერიამ ვერაზე, კონსპირაციულ ბინაში დააპატიმრა სოციალ-დემოკრატების ჯგუფი, მათ შორის იყო ნოე ხომერიკიც. მას 1909 წლის 11 მაისს მიუსაჯეს [[ვოლოგდის გუბერნია]]ში გადასახლება 2 წლით. მისმა მეგობრებმა, [[კარლო ჩხეიძე]]მ და [[ევგენი გეგეჭკორი|ევგენი გეგეჭკორმა]], რომლებიც [[რუსეთის იმპერიის სახელმწიფო დუმა|სახელმწიფო სათათბიროს]] დეპუტატები იყვნენ, დააყენეს შუამდგომლობა მისი სამკურანლო მიზნით გასათავისუფლებლად, თუმცა ჟანდარმერიამ მის გათავისუფლებაზე უარი განაცხადა, რადგან ხომერიკი ერთ-ერთ გამორჩეული ფიგურა იყო რევოლუციონერთა შორის.<ref>ჟურნალი „ბრძოლა“ [http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/94847/1/Brdzola_1927_N26.pdf N26 გვ. 2] — 1927 წ., პარიზი</ref>
 
გადასახლებიდან დაბრუნდა 1911 წელს. დასახლდა ქუთაისში, სადაც ხელმძღვანელობდა დასუსტებული პარტიული ორგანიზაციების აღდგენას, რედაქტორობდა ლეგალურ პარტიულ ორგანო „მნათობს“. 1912 წლიდან რედაქტორობდა გაზეთ „ცხოვრებას“. მუდმივად მოგზაურობდა პარტიული ორგანიზაციების დასახმარებლად თბილისს, ბათუმს, ბაქოს, ქუთაისსა და ჭიათურას შორის. იყო რუსეთის იმპერიის მეოთხე მოწვევის სახელმწიფო სათათბიროში თბილისის და ქუთაისის გუბერნიებში საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი და თბილისის გუბერნიაში სოციალ-დემოკრატების კანდიდატმა, [[კარლო ჩხეიძე]]მ, მოახერხა გამარჯვება. 1913 წლის 6-7 ოქტომბერს მონაწილეობდა ქუთაისში არალეგალურად გამართულ რსდმპ კავკასიის საოლქო კონფერენციაში. 1913 წელს ხელმძღვანელობდა გაზეთ „მერცხალის“ გამოცემას. 1913 წლის 10 დეკემბერს გაზეთის რედაქციის ჩხრეკისას მიიმალა და იძებნებოდა. 1914 წლის აგვისტოში მონაწილეობდა ბორჯომში გამართულ სოციალ-დემოკრატების არალეგალურ კონფერენციაში. 1914 წლიდან არალეგალურად ცხოვრობდა და მუშაობდა თბილისში, იყო ლეგალური ორგანოს „თანამედროვე აზრის“ ფაქტობრივი რედაქტორი. 1915 წლიდან იყო რსდმპ კავკასიის საოლქო კომიტეტის წევრი. იმავე წლის აპრილში მონაწილეობდა ახალსენაკში გამართულ მუშათა ორგანიზაციების არალეგალურ თათბირში. 1915 წლის 15 ივლისს დააპატიმრეს თბილისში, როგორც რსდმპ ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტის წევრი. 1915 წლის 26 ივლისს კიდევ ერთხელ დააპატიმრესთბილისში, მატინოვის ქუჩა N25-ში ერმილე სიმონის ძე ცინცაძის პასპორტით, რათა ხელი შეეშალათ რსდმპ კავკასიის საოლქო ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი კონფერენციისთვის. ხომერიკმა მოასწრო დოკუმენტების ტუალეტში ჩარეცხვა, მაგრამ ჟანდერმერიის როტმისტრის – როზენბერგის – ბრძანებით კანალიზაცია გახსნეს და დოკუმენტები ამოიღეს. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ალექსანდრე იოაკიმეს ძე წერეთლის პასპორტი და ქართულ ენაზე დაწერილი სტატია „სიძვირესთან ბრძოლა და ამ ბრძოლის საშუალებები“. 1916 წლის 26 აგვისტოს ხომერიკი გადაასახლეს დასავლეთ ციმბირში.
 
1917 წლის [[თებერვლის რევოლუცია|თებერვლის რევოლუციის]] შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და დაბინავდა ქუთაისში, სადაც გადატანილი იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელი ორგანო. რედაქტორობდა პარტიის ლეგალურ გამოცემას, ხელმძღვანელობდა პარტიის საარჩევნო კამპანიას მეოთხე მოწვევის [[რუსეთის იმპერიის სახელმწიფო დუმა|დუმის]] არჩევნებში, რაც პარტიის წარმატებით დასრულდა. 1914 წლის აგვისტოში ესწრებოდა პარტიის კონფერენციას. 1916 წლიდან 1917 წლის თებერვლამდე გადასახლებული იყო აღმოსავლეთ ციმბირში. 1917 წელს რსდმპ მენშევიკების სიით კენჭს იყრიდა რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევნებში. 1917 წლის ნოემბრიდან იყო [[საქართველოს ეროვნული საბჭო]]ს წევრი. 1918 წლის თებერვლიდან იყო [[ამიერკავკასიის სეიმი]]ს წევრი., ხოლო 22 აპრილიდან [[ამიერკავკასიის დმემოკრატიულიდემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა|ამიერკავკასიის რესპუბლიკის]] მიწათმოქმედების მინისტრი. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა [[საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი|დამოუკიდებლობის აქტს]], ამავე წლის 11 ივნისს ხელი მოაწერა საქართველოს მთავრობასა და აფხაზეთის სახალხო საბჭოს შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც [[აფხაზეთი]] შევიდა საქართველოში [[ავტონომია|ავტონომიის]] უფლებით. [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|პირველ რესპუბლიკაში]] იკავებდა მიწათმოქმედების მინისტრის თანამდებობას. 1919 წელს აირჩიეს [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|დამფუძნებელი კრების]] წევრად. მისი თაოსნობით, 1919 წლის 31 იანვარს, დამფუძნებელმა კრებამ მიიღო აგრარული რეფორმის ჩატარების გადაწყვეტილება. რეოფრმა გულისხმობდა მიწის ჩამორთმევას მსხვილი მემამულეებისთვის და გადანაწილებას გლეხობაზე. სახელმწიფო საკუთრებაში რჩებოდა მდინარეები, ტყეები და საძოვრები. მინისტრის თანამდებობას ინარჩუნებდა 1920 წლამდეწლის 3 დეკემბრამდე. ხომერიკის მიერ გატარებულმა აგრარულმა რეფორმამ ხელი შეუწყო იმას, რეფორმისრომ საქართველოში [[ბოლშევიკები|ბოლშევიკებმა]] ფეხი ვერ დასრულებამდემოიკიდეს. მინისტრობის შემდეგ დაუბრუნდა პარტიულ საქმიანობას.
 
1921 წელს [[საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის ქრონოლოგია|საბჭოთა ოკუპაციის]] შემდეგ წავიდა ემიგრაციაში [[სტამბოლი|სტამბოლში]]. 1922 წელს გახდა „სტამბოლის პოლიტიკური კომისიის“ თავმჯდომარე, კოორდინაციას უწევდა საქართველოში იატაკქვეშა მუშაობას. 1922 წლის ოქტომბერში არალეგალურად დაბრუნდა საქართველოში და ემიგრაციაში დატოვა შვილი, ვიქტორ ხომერიკი. მოაწესრიგა [[დამოუკიდებლობის კომიტეტი]]ს მუშაობა. დააპატიმრეს 1923 წლის 9 ნოემბერს, თბილისში, გვანცელაძის ქუჩაზე. დაკავებისას ბინიდან ამოიღეს დიდი რაოდენობით მიმოწერა, დაშიფრული დოკუმენტები და პროკლამაციები, ჩამოართვეს ფული, 150 თურქული ლირა და 15 ოქროს რუბლი. პატიმრობის განმავლობაში ძიებამ ვერ მოახერხა მისგან ჩვენების მიღება. 1924 წლის 3 თებერვალს პატიმრობაში მყოფმა [[ასფსრ]] [[ჩეკა]]ს თავმჯდომარე სოლომონ მოგილევსკის შესთავაზა [[საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია|სსდპ]] პირობები და მოთხოვნები საქართველოს კომუნისტურ პარტიასთან მოსალაპარაკებლად, მაგრამ მისი შეთავაზება უპასუხოდ დარჩა. 1924 წლის 30 ივლისს [[გოგიტა ფაღავა]]სთან, [[ბენიამინ ჩხიკვიშვილი|ბენია ჩხიკვიშვილთან]] და [[ვასილ ნოდია]]სთან ერთად გადააგზავნეს სუზდალის პოლიტიკურ იზოლატორში. 1924 წლის 30 აგვისტოს [[ფელიქს ძერჟინსკი]]მ გასცა ჩხიკვიშვილის, ფაღავას, ხომერიკის, ნოდიას და [[გიორგი წინამძღვრიშვილი]]ს დახვრეტის სანქცია. დახვრიტეს გაურკვეველ სადგურზე. დასაფლავების ადგილი უცნობია.
 
==თხზულებები==
*„[http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/299515 აგრარული რეფორმა და ჩვენი სასოფლო მეურნეობა“], 1920
 
== ლიტერატურა ==
Line 73 ⟶ 77:
[[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]
[[კატეგორია:ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები]]
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]
[[კატეგორია:რსდმპ-ის წევრები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნოე_ხომერიკი“-დან