მირიან III: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 33:
 
„[[მოქცევაჲ ქართლისაჲ]]ს“ ცნობით, იგი ქართლის მეფე ლევის ძეა. „[[ქართლის ცხოვრება]]“ კი მას მიიჩნევს პირველი [[სასანიანები|სასანიანი]] [[შაჰი|შაჰის]] შვილად, რომელიც ერისთავებმა მოიყვნეს უძეოდ გარდაცვლილი მეფე [[ასფაგური]]ს [[აბეშურა|ასულის]] ქმრად. ეს ცნობა შეიძლება შეთხზული იყოს პირველი ქრისტიანი მეფე მირიან III-ისთვის ღირსეული წინაპრების გამოძებნის მიზნით.<ref>[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00014647/ მირიან III]. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.</ref>
 
== მეფობა ==
[[ქართლის ცხოვრება|„ქართლის ცხოვრების“]] მიხედვით მირიან მეფე 24-ე მეფეა [[საქართველო|საქართველოსი]]. 23-ე მეფეს [[ასფაგური|ასფაგურს]] ერთადერთი ასული – 6 წლის [[აბეშურა]] დარჩა.
 
ქართლის [[ერისთავი|ერისთავებმა]], [[მაეჟან სპასპეტი]]ს მეთაურობით, აბეშურას ქმრად გამოითხოვეს სპარსეთის ტახტზე ახლად ასული მეფე ხოსროს (ქასრეს) მხევლისაგან შეძენილი შვიდი წლის ვაჟი – მირიანი. ხოსროს გამოუკითხავს აბეშურას გენეალოგია და როცა დარწმუნებულა მის [[ბიბლია|ბიბლიურ]] წარმომავლობაში, დიდი სიხარულით დათანხმებულა.
 
[[ქართველები|ქართველებს]] მირიანი გაუმეფებიათ იმ პირობით, რომ იგი შეისწავლიდა [[ქართული ენა|ქართულ ენასა]] და ზნე–ჩვეულებებს და არ მოშლიდა ქართველთა სარწმუნოებას (მაშინ უკვე [[პაგანიზმი|კერპთაყვანისმცემლები]] ყოფილან ქართველები); ამავე დროს სპარსელებს თავისი [[ჯარი]] ქართლში არ უნდა ჩაესახლებინათ.
 
თხუთმეტი წლის მირიანს მოუკვდა აბეშურა და მოიყვანა [[საბერძნეთი|საბერძნეთის]] მეფის პონტოელი მხედართმთავრის ასული ნანა, რომლისგანაც ორი ძე შეეძინა: [[რევი|რევ]] და [[ბაქარ I|ბაქარი]]. ბაქარი მძევლად წაიყვანა საბერძნეთის მეფემ, რევს კი ცოლად შერთო სომხეთის მეფის – [[თრდატ III|თრდატის]] ასული სალომე, რომელიც დედით ქართველი იყო. მირიანმა რევს სამეფოდ მისცა უჯარმა და სალომეც ამის შემდეგ „[[სალომე უჯარმელი|სალომე უჯარმელად]]“ მოიხსენიება.
 
ამ დროს საქართველოში შემოვიდა [[წმინდა ნინო|წმ. ნინო]], რომლის [[ლოცვა|ლოცვით]] დაიმსხვრა კერპები. ღმრთის წყალობითა და ღმრთისმშობლის ნაჩუქარი [[ჯვარი|ჯვრით]] უამრავ სასწაულს აღასრულებდა წმ. ნინო; მათ შორის დავრდომილებსაც კურნავდა ჯვარცმული მაცხოვრის სახელითა და ვაზის ჯვრის მადლით. ნანა დედოფალი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ნინოს ქადაგებას, გმობდა ახალ მოძღვრებას და მის მქადაგებელს. მირიან მეფეს კი „აქუნდა სურვილი [[ქრისტე|ქრისტეს]] სჯულისა და არა დააბრკოლებდა ნინოს და მოწაფეთა მისთა“. ერთხელ მან [[ებრაელები|ებრაელთა]] დევნისაგან, ფარულად დაიხსნა აბიათარ მღვდელი, ასული მისი სიდონია და სხვა ქრისტიანები.
 
გავიდა ხანი. ერთხელ ნანა დედოფალი დასნეულდა და წმინდა ნინოს ლოცვამ იგი უეჭველი სიკვდილისაგან იხსნა. ამის შემდეგ წმ. ნანამ ქრისტიანად აღიარა თავი. დედოფლის განკურნების შემდეგ მირიან მეფე ქრისტეს რჯულით დაინტერესდა და ურიაყოფილ აბიათარს ხშირად ეკითხებოდა ძველი და [[ახალი აღთქმა|ახალი აღთქმის]] წიგნებზე. აბიათარმა მას ნებროთის წიგნი წააკითხა. მეფეს ქრისტეს სჯულზე მოქცევის სურვილი გაუჩნდა.
 
ერთ დღეს მირიანი სანადიროდ წავიდა [[თხოთის მთა|თხოთის მთაზე]]. მოუხდა უჩინო მტერი, გულში კვლავ ჩაუდო კერპთა და ცეცხლის სიყვარული, ამიტომ გადაწყვიტა მახვილით მოწყვეტა ქრისტიანეთა და ნინოს მოკვდინებაც. მთაზე ასულ მეფეს მზე დაუბნელდა, უკუნი ღამე ჩამოწვა. შეშინებულმა მირიანმა კერპებს შესთხოვა დახმარება, მაგრამ ისინი უგრძნობნი იყვნენ მლოცველის მიმართ. მაშინ მეფემ ჯვარცმულ ღმერთს შეავედრა თავი და მოხდა სასწაული: განათდა, მზე გამობრწყინდა. მირიანმა განიპყრნა ხელნი აღმოსავლეთისაკენ და თქვა: „შენ ხარ ღმერთი ყოველთა ზედა ღმერთთა და უფალი ყოველთა ზედა უფლებათა, ღმერთი, რომელსა ნინო იტყვის“. მცხეთაში დაბრუნებული მეფე ნინოსთან მივიდა, მისი რჩევით მეორე დღესვე მოციქულნი წარავლინა საბერძნეთს, კონსტატინე მეფესთან და სთხოვა, მღდლები გამოეგზავნა ნათლისღებისათვის.<ref name=autogenerated1>ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.</ref>
 
====მირიან მეფის ანდერძი====
მირიან მეფის მოქცევიდან ოცდამეხუთე წელს მოვიდა მისი ძე [[რევი]]. იმავე წელს დასნეულდა მირიანიც... სნეულმა ბაქარსა და ნანა დედოფალს მოუხმო. ნანას დაუბარა, სამეფო განძის ნახევარი წმ. ნინოს საფლავისათვის შეეწირა, რათა ის ადგილი განდიდებულიყო და გამშვენებულიყო, ხოლო თავის მემკვიდრეს ანდერძად დაუტოვა წმიდა [[სამება|სამების]] ერთგულება და ბრძოლა კერპების წინააღმდეგ, რადგან იცოდა, რომ [[კავკასია|კავკასიაში]] კერპთაყვანისმცემლობა ასე ადვილად ვერ მოისპობდა. მირიან მეფე აღესრულა წმიდა ნინოს სიკვდილიდან მეოთხე წელს და ანდერძისამებრ, დაკრძალეს ზემო [[ეკლესია|ეკლესიაში]], რომელიც მაყვლოვანში აშენდა. მან არ მოისურვა დასაფლავება ქვემო ეკლესიაში, რომელსაც „წმიდა წმიდათა“ ერქვა, იმ მოკრძალებისა და რიდის გამო, რომელიც უფლის [[კვართი|კვართისა]] და დიდებული ნათლის სვეტის წინაშე ჰქონდა. ორი წლის შემდეგ გარდაიცვალა ნანა დედოფალიც და დაიკრძალა იქვე, მირიან მეფესთან.
[[ფაილი:Queen Nana and King Miriani. Fresco. Samtavro, Mtskheta..jpg|thumb|frameless|მარჯვნივ|დედოფალი ნანა და მეფე მირიანი. სამთავროს მონასტრის ფრესკა, მცხეთა.]]
სიკვდილის წინ მირიან მეფეს წიგნი დაუწერია, რომელიც ასეთი სათაურისაა: „წიგნი, რომელი დაწერა მირიან მეფემან ქართლისამან ჟამსა სიკვდილისა მისისასა“. ეს წიგნი აღსარებას უფრო ჰგავს, სადაც თავის თავს მირიან მეფე მხოლოდ ცოდვის მოქმედად თვლის.
 
[[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] გავრცელებისა და განმტკიცების საქმეში გულმოდგინე დაუღალავი მოღვაწეობისათვის საქართველოს ეკლესიამ მირიან მეფე და ნანა დედოფალი წმიდანებად შერაცხა და მათი მოსახსენებელი 1 (ახ. სტ. 14 ) ოქტომბერს დააწესა. უწმიდესისა და უნეტარესის [[ილია II|სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის]] კურთხევით, მათ მეორე მოსახსენებელ დღედ დადგინდა 25 მაისი.
 
წმ. მირიან მეფეს ღმერთმა მიჰმადლა, რომ ყოფილიყო მამამთავარი საქართველოს კეთილმსახურ მეფეთა.<ref name=autogenerated1>ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.</ref>
 
== ცხოვრება ==
მირიან მეფეს ცხოვრება მოუხდა უაღრესად რთულ ეპოქაში, როდესაც კავკასიის რეგიონში ბატონობისათვის ორი პოლიტიკური ძალა – [[სასანური ირანი]] და [[რომის იმპერია|რომი]] ერთმანეთს დაუპირისპირდა არა მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკური ძალით, არამედ რელიგიური ნიშნითაც. ამრიგად, მირიანისაგან პოლიტიკური ორიენტაციის არჩევანი სარწმუნოებრივ არჩევანსაც მოითხოვდა, რასაც მომავალში ქვეყნის განვითარების ბედი უნდა გადაეწყვიტა.
 
მირიანის წარმომავლობის შესახებ ერთმანეთისაგან განსხვავებულ ცნობებს გვაწვდის „მეფეთა ცხოვრება“ და „მოქცევაჲ ქართლისაჲ“. პირველის მიხედვით, ფარნავაზიანთა სამეფო დინასტიის წარმომადგენლის, მეფე ასფაგურის უძეოდ გარდაცვალების შემდეგ ქართლის დიდებულებს ირანის შაჰ ქასრე ანუშირვან სასანიანისათვის უთხოვიათ ქართლის მეფედ დაესვა თავისი ვაჟი. შაჰმა თითქოს შვიდი წლის ირანელი უფლისწული მიჰრანი (მირიანი) გამოგზავნა, იგი დააქორწინეს ასფაგურის ქალზე და ქართლის სამეფო ტახტზე დასვეს. მისთვის ჩაუბარებიათ [[ეგრისი]], [[სომხეთი]], [[რანი]], [[მოვაკანი]] და [[ჰერეთი]]. მირიანს დაუვიწყნია [[სპარსული ენა|სპარსული]], უსწავლია [[ქართული ენა]] და მტკიცედ შეუთვისებია ქართული ზნე-ჩვეულებანი (ქართლის ცხოვრება, I, გვ.). „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ მიხედვით მირიანი იყო ადგილობრივი დინასტიის წარმომადგენელი, ძე ქართლის მეფის ლევისა.
 
დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მირიანი იყო [[კონსტანტინე დიდი]]ს ([[306]]–[[337]]) და [[თრდატ III|თრდატ III-ის]] ([[287]]/[[298]]–[[330]]) თანამედროვე.
 
არსებობს მოსაზრება, რომ „მეფეთა ცხოვრების“ ცნობა მირიანის სპარსული წარმომავლობის შესახებ ნაკარნახევია წყაროს ავტორის სურვილით, მირიანისათვის დიდი და სახელოვანი წინაპრები მოეძებნა. ამ ეჭვს კიდევ უფრო აძლიერებს მომდევნო ცნობა, რომ ირანელმა უფლისწულმა დაივიწყა მშობლიური სპარსული, შეითვისა ქართული, დაუკავშირდა რომაელებს ირანის წინააღმდეგ და მიიღო ქრისტიანობა (ლაშა ჯანაშია).
 
ამიტომ „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ცნობას უფრო სარწმუნოდ არის მიჩნეული, რის ერთ-ერთ საბუთად მიჩნეულია მირიანის მამის და უფროსი ვაჟის სახელების რევი/ ლევი იგივეობა.
 
ზუსტად ცნობილი არ არის მირიანის გარდაცვალების წელიც. ლეონტი მროველის მიხედვით მირიანი გარდაიცვალა გაქრისტიანებიდან 25-ე წელს. თუ ქართლის მოქცევის თარიღად მივიჩნევთ ამჟამად ყველაზე დასაბუთებულ თარიღს 326 წელს, მაშინ მირიანი გარდაცვლილა 351 წელს.
 
მირიანს აიგივებენ რომაელი ავტორის, ამიანე მარცელინესთან (IV ს. მიწურული, XXI, 6, 7.) 361 წელს მომხდარ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით მოხსენიებულ მერიბანთან, რომელსაც რომაელები სომხეთის მეფე არშაკთან ერთად თავიანთ მოკავშირედ თვლიდნენ და უხვ საჩუქრებს უგზავნიდნენ, რათა ირანელებს არ მიმხრობოდა. ამიტომ მკვლევართა ნაწილი მირიან მეფის ცხოვრების ზედა ზღვრად 361 წელს მიიჩნევს.
 
მირიანის მეფობაში პირობითად ორი პერიოდი გამოიყოფა: წარმართული და ქრისტიანული. პირველ პერიოდში, რომელიც დაახლოებით III საუკუნის 90-იანი წლებიდან ნიზიბინის ზავამდე გრძელდება (298 წ.), მირიანი ირანის მოკავშირედ გამოდის. ამ დროს იგი ხშირად ლაშრობდა კავკასიის მთიანეთში მცხოვრები ტომების დასამორჩილებლად. ულაშქრია კავკასიონის გადაღმაც, დარუბანდის დასაცავად. 296-297 წლებში მირიანს ომი ჰქონდა სომეხ უფლისწულ თრდატთან, რომელიც სომხეთის დაბრუნებას ცდილობდა. ამ პერიოდში სომხეთი რომაელთა ბანაკში იყო. თრდატსა და მირიანს შორის მრავალწლიანი ომი იმპერატორ კონსტანტინეს ჩარევით დასრულდა, რომელმაც მხარეები დააზავა. თრდატის ასული ცოლად შერთეს მირიანის ვაჟს რევს. სომხეთსა და ქართლს შორის საზღვარად მდინარეთა წყალგამყოფი ზოლი დაადგინეს.
[[ფაილი:ტიმოთე გაბაშვილის მიმოსვლა, მირიან მეფე (XVIII ს.).jpg|thumb|frameless|მარცხნივ|ტიმოთე გაბაშვილის მიმოსვლა, მირიან მეფე (XVIII ს.).]]
[[ფაილი:Georgian monarchs- Mirian III, Vakhtang I, Bagrat III (19th century illustration).jpg|thumb|frameless|მარჯვნივ|ქართველი მონარქები – მირიან III, [[ვახტანგ I]], [[ბაგრატ III (საქართველოს მეფე)|ბაგრატ III]] (XIX საუკუნის ილუსტრაცია.]]
298 წ. რომსა და სპარსეთს შორის დაიდო ნიზიბინის ორმოცწლიანი ზავი, რომლითაც სპარსეთმა ცნო რომის უპირატესობა სომხეთსა და იბერიაზე. ზავის პირობების თანახმად, სამეფო ნიშნები ქართლის მეფეებს რომაელებისაგან უნდა მიეღოთ (ნარკვ. ლ. ჯ. 59). ამრიგად, მირიანი ძალაუნებურად ჩართული იქნებოდა იმ სამხედრო დაპირისპირებაში, რომელიც IV საუკუნის პირველ მეოთხედში რომის იმპერატორ კონსტანტინესა და [[ლიცინიუსი|ლიცინიუსს]] შორის არსებობდა. [[ევსევი კესარიელი]] მიუთითებს, რომ ლიცინიუსის მხარეზე ბარბაროსი ხელმწიფეებიც იბრძოდნენ. ბუნებრივია, ამ ხელმწიფეთა შორის მირიანიც ვიგულისხმოთ. აღმოსავლეთ რომის მმართველის, ლიცინიუსის მოკავშირე იქნებოდა. 324 წელს კონსტანტინეს გაიმარჯვებას ლიცინიუსზე მირიანის პოზიციაზე ზეგავლენა უნდა მოეხდინა. 324-325 წლებში მეფე და დედოფალი ქრისტიანობას აღიარებენ, რითაც კონსტანტინეს გარანტირებული მხარდაჭერა მოიპოვეს. უთუოდ ამ მოვლენას ეხმიანება „მეფეთა ცხოვრების“ ცნობა, რომ კონსტანტინემ ქრისტისნობსზე მოქცეულ მირიანს დაუბრუნა მანამადე მძევლად წაყვანილი ვაჟი ბაქარი, რადგან მირიანის მეფობის დროს იერუსალიმიდან ქართლში ჩამოვიდა კაპადოკიელი ქალწული ნინო, რომელიც მცხეთის შემოგარენში დასახლდა და ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო. დროთა განმავლობაში ნინომ განითქვა სახელი, როგორც სასწაულებრივმა მკურნალმა. მრავალთა შორის მან განკურნა სპარსი მთავარი და დედოფალი ნანა. ამის შემდეგ ნინომ მიიპყრო მეფის ყურადღება, მაგრამ ქრისტიანობის აღიარებას იგი ჯერ არ აპირებდა. მირიანის მიერ ქრისტეს აღიარების ამბავი წყაროებში მოთხრობილია მითოსის ე. წ. „კულტურული გმირებისათვის“ დამახასიათებელი სქემით: თხოთის მთაზე ნადირობის დროს მეფეს მზე დაუბნელდა. სინათლე გამოჩნდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც იმედგადაწურულმა მეფემ ნინოს ღმერთს მოუხმო საშველად. ამის შემდეგ მირიანმა ნინოს ღმერთის ძალა ირწმუნა, გააგზავნა მოციქულები ჰრომს, (საბერძნეთს) კონსტანტინე იმპერატორთან, იქიდან გამოითხოვა მღვდლები, რომელთაც მონათლეს სამეფო ოჯახი და ერი. ამავე დროს მცხეთაში, სამეფო ბაღში ააშენა „ზემოთა ეკლესია“. მეორე ეკლესია ააშენა მაყვლოვანთან, იქ, სადაც ნინო ქადაგებდა.
 
ქართლის გაქრისტიანება მეფისაგან მოითხოვდა ისეთი ღონისძიებების გატარებას, რომლებიც ქრისტიანობის დამკვიდრებისათვის ხელსაყრელ საზოგადოებრივ ფონს შექმნიდა. ქართლის სოციალური სტრუქტურა დაფუძნებული იყო ქართულ წარმართობაზე, რაც თავისთავად მეფის ხელისუფლების ცენტრალიზაციას ხელს უშლიდა. განსაკუთრებით ძლიერი იყო ადგილობრივ კულტებთან მიჯაჭვულობა მთის რეგიონებში, რის გამოც შეფერხებული იყო მთის კულტურული ინტეგრაცია ბართან. ამავე დროს ქალაქებში არსებობდნენ არმაზ-ზადენის (მცხეთაში) და სხვა წარმართული ღვთაებების მსახურნი, აგრეთვე ეთნო-რელიგიური ჯგუფები საკმაოდ მაღალი სოციალური და ეკონომიკური სტატუსით. ქრისტიანობა, რომელსაც საზოგადოების კონსოლიდაციის მეტი შესაძლებლობა გააჩნდა, მოითხოვდა ამ განსხვავებულობების მოსპობას. ამიტომ მირიან მეფე ღრმა ცვლილებებს ატარებს ქვეყნის შიგნით. ამ ცვლილებათა რიგს განეკუთვნება მთეულთა მოქცევა ძალის გამოყენებით, მცხეთაში დამკვიდრებული ებრაელების შევიწროება, ქრისტიანული ეკლესიის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ზრუნვა.
 
„მოქცევაი ქართლისაიში“ შემონახულია პასაჟი, რომელიც მირიან მეფის ანდერძის სახელით არის ცნობილი. ტექსტი გამსჭვალულია ქრისტიანი მორწმუნის სულისკვეთებით.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მირიან_III“-დან