მირიან III: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 7:
|რიგი-მეუღლეების=
|სურათი= Mirian III.jpg
|წარწერა= ႩႣ ႫႤႴႤ ႫႨႰႨႠႬႨ <br /><small>''(24-ე მეფე მირიანი)''</small>
|ხელმოწერა=
|მმართველობის წლები= [[265]]–[[342]]<ref>[[ვახუშტი]]ს მიხედვით</ref> <br />[[284]]–[[361]]<ref>[[კირილ თუმანოვი]]ს მიხედვით.</ref>
ხაზი 37:
[[ქართლის ცხოვრება|„ქართლის ცხოვრების“]] მიხედვით მირიან მეფე 24-ე მეფეა [[საქართველო|საქართველოსი]]. 23-ე მეფეს [[ასფაგური|ასფაგურს]] ერთადერთი ასული – 6 წლის [[აბეშურა]] დარჩა.
 
ქართლის [[ერისთავი|ერისთავებმა]], [[მაეჟან სპასპეტისსპასპეტი]]ს მეთაურობით, აბეშურას ქმრად გამოითხოვეს სპარსეთის ტახტზე ახლად ასული მეფე ხოსროს (ქასრეს) მხევლისაგან შეძენილი შვიდი წლის ვაჟი – მირიანი. ხოსროს გამოუკითხავს აბეშურას გენეალოგია და როცა დარწმუნებულა მის [[ბიბლია|ბიბლიურ]] წარმომავლობაში, დიდი სიხარულით დათანხმებულა.
 
[[ქართველები|ქართველებს]] მირიანი გაუმეფებიათ იმ პირობით, რომ იგი შეისწავლიდა [[ქართული ენა|ქართულ ენასა]] და ზნე–ჩვეულებებს და არ მოშლიდა ქართველთა სარწმუნოებას (მაშინ უკვე [[პაგანიზმი|კერპთაყვანისმცემლები]] ყოფილან ქართველები); ამავე დროს სპარსელებს თავისი [[ჯარი]] ქართლში არ უნდა ჩაესახლებინათ.
ხაზი 69:
ამიტომ „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ცნობას უფრო სარწმუნოდ არის მიჩნეული, რის ერთ-ერთ საბუთად მიჩნეულია მირიანის მამის და უფროსი ვაჟის სახელების რევი/ ლევი იგივეობა.
 
ზუსტად ცნობილი არ არის მირიანის გარდაცვალების წელიც. ლეონტი მროველის მიხედვით მირიანი გარდაიცვალა გაქრისტიანებიდან 25-ე წელს. თუ ქართლის მოქცევის თარიღად მივიჩნევთ ამჟამად ყველაზე დასაბუთებულ თარიღს 326 წელს, მაშინ მირიანი გარდაცვლილა 351 წელს. [[მოსე ხორენელი|მოსე ხორენაცის]] მიხედვით, მირიან მეფე 338 წელს უნდა მომკვდარიყო.
 
მირიანს აიგივებენ რომაელი ავტორის, ამიანე მარცელინესთან (IV ს. მიწურული, XXI, 6, 7.) 361 წელს მომხდარ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით მოხსენიებულ მერიბანთან, რომელსაც რომაელები სომხეთის მეფე არშაკთან ერთად თავიანთ მოკავშირედ თვლიდნენ და უხვ საჩუქრებს უგზავნიდნენ, რათა ირანელებს არ მიმხრობოდა. ამიტომ მკვლევართა ნაწილი მირიან მეფის ცხოვრების ზედა ზღვრად 361 წელს მიიჩნევს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მირიან_III“-დან