იეჟი თუმანიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 3:
 
==ბიოგრაფია==
გიორგი თუმანიშვილი პოლონეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მებრძოლი იყო. იგი გახლდათიყო თავად პავლე თუმანიშვილისა და მისი პოლონელი მეუღლის იადვიგა შიშკოს ვაჟი. დედის მხრიდან იეჟი თუმანიშვილი მრავალ პოლონელ დიდგვაროვან ოჯახს ენათესავება. რაც შეეხება მამამისს, პავლე იოსების ძე თუმანიშვილს, იგი რევოლუციის დაწყებამდე მრავალი წლის განმავლობაში [[ტფილისის მაზრა|ტფილისის მაზრის]] თავად–აზნაურთა წინაძღოლი იყო და ხშირად გუბერნიის მარშლის თანამდებობასაც ასრულებდა. პავლეს დედა – იულია კონსტანტინეს ასული ზუბალაშვილი ნავთობის საბადოების მფლობელ ზუბალაშვილების[[ზუბალაშვილები]]ს გვარს ეკუთვნოდა. დედის ქონებას თავადი პავლე განკარგავდა. იგი აქტიურად მონაწილეობდა ყველა სამრეწველო თუ სავაჭრო საქმეში, კეთილსინდისიერად ასრულებდა საზოგადოებრივ საქმეებს და დიდი ქველმოქმედიც იყო. მან დააფინანსა [[ექვთიმე თაყაიშვილის არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში|ექვთიმე თაყაიშვილის ექსპედიცია ლეჩხუმ–სავანეთშილეჩხუმ-სავანეთში]] [[1910]] წლის ზაფხულში; „საქართველოს„[[საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას“საზოგადოება]]ს“ შესწირა საკუთარი მიწის ნაკვეთი ვერაზე მუზეუმ–წიგნსაცავისმუზეუმ-წიგნსაცავის ასაშენებლად; აგრეთვე, შეიძინა საარქეოლოგიო ნივთები და საუცხოო ბიბლიოთეკასთან ერთად გადასცა მუზეუმს.
 
პავლე თუმანიშვილის პოლიტიკური მიმართულება ეროვნულ–დემოკრატიული იყო. მისი მონაწილეობით და [[ილია ჭავჭავაძე|ილია ჭავჭავაძის]] თავმჯდომარეობით გამომუშავდა ამ პარტიის პირველი საჯარო ოფიციალური პროგრამა, რომელიც მან თავისი ხარჯით დაბეჭდა. სარწმუნოებით კათოლიკე იყო. მფარველობდა და შემწეობას უწევდა საქართველოს კათოლიკურ ეკლესიას, არაერთხელ ჰქონია პირადი აუდიენცია რომის პაპთან. იყო კავალერი წმ. სტეფანეს ორდენისა, რომელიც პაპმა მას უკვე ემიგრაციაში უბოძა.
 
იეჟის მშობლებმა ერთმანეთი პეტერბურგში გაიცნეს და იქვე დაქორწინდნენ [[1915]] წელს. სამსახურის გამო ისინი მოსკოვში ცხოვრობდნენ და იეჟიც იქვე დაიბადა [[1916]] წლის 21 ივნისს. მალე ოჯახი [[თბილისი|თბილისში]] დაბრუნდა. იმ დროს, როდესაც ბოლშევიკებმა რუსეთში ხელისუფლება აიღეს ხელთ, პავლე თუმანიშვილი დიპლომატიური მოლაპარაკებების გასამართად და ბიზნესის საწარმოებლად იყო პარიზში. თბილისში წითელი არმიის შემოჭრისას თუმანიშვილების სახლი რუსული არმიის ერთ-ერთი გენერლის რეზიდენციად იქცა. იადვიგამ ნაცნობი გერმანელი ელჩის დახმარებით მოახერხა ვიზისა და გამგზავრების ნებართვის აღება. 1921 წლის ბოლოს ოჯახი უკვე იტალიაში იმყოფებოდა. მალე პარიზიდან ბატონი პავლეც ჩავიდა და ყველანი ვარშავაში გაემგზავრნენ. თავიდან საკმაოდ კარგად ცხოვრობდნენ, რადგან პავლე თუმანიშვილს გარკვეული თანხა ჰქონდა შვეიცარიის ბანკში. მაგრამ როდესაც ფულის მარაგი ამოიწურა და საქართველოში სწრაფი დაბრუნების იმედიც აღარ ჰქონდათ, საჭირო შეიქმნა რაიმე სამუშაოს მოძებნა. ეს კი ძალზე ძნელი საქმე აღმოჩნდა უცხოელისათვის, რომელმაც ამასთან, კარგად არ იცოდა პოლონური ენა. უნდა აღინიშნოს, რომ 1930 წლამდე პავლე თუმანიშვილი რამდენიმე წლის მანძილზე იყო საქართველო-პოლონეთის საზოგადოების პრეზიდენტი ვარშავაში.
 
თუმანიშვილების ოჯახი თავდაპირველად ცხოვრობდა ვარშავის გარეუბანში, გოძიაშვილების სახლში. 1927 წელს გადავიდნენ ვარშავაში, სადაც 1928 წელს იეჟმა სწავლა დაიწყო სტეფანე ბატორის სახელობის გიმნაზიაში. პავლე თუმანიშვილი პარიზში გადავიდა, სადაც ცდილობდა საკმარისი რაოდენობით თანხა გამოემუშავებინა ოჯახის სარჩენად და ძველი ვალების დასაბრუნებლად. ამასობაში იეჟის უფროსმა ძმამ, კაზიმეჟმა (დედამისის პირველი ქორწინებიდან), რომელიც ამ დროს უნივერსიტეტში სწავლობდა, იშოვა სამუშაო და მთელი ოჯახი ვილნიუსში გადავიდა საცხოვრებლად. იეჟიმ ლელეველის სახელობის (XIX საუკუნის ცნობილი პოლონელი ისტორიკოსი) გიმნაზიაში გააგრძელა სწავლა. 1935 წელს კაზიმეჟი კიდევ უფრო დააწინაურეს. ოჯახმა თითქოს ამოისუნთქა და სწორედ ამ დროს 63 წლის ასაკში პოლონეთის ქალაქ სუვალკში 1935 წლის 4 იანვარს გარდაიცვალა თავადი პავლე თუმანიშვილი.