მირიან III: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
|თანამდებობა= მეფე
|სახელი= მირიან III
|ორიგინალური სახელი= მირეან, მერიბანი
|რიგი=
|რიგი-მეუღლეების=
ხაზი 31:
}}
[[ფაილი:ტიმოთე გაბაშვილის მიმოსვლა, მირიან მეფე (XVIII ს.).jpg|thumb|frameless|მარჯვნივ|ტიმოთე გაბაშვილის მიმოსვლა, მირიან მეფე (XVIII ს.).]]
'''მირიან III''', ''მირეან'', ''მერიბანი'' — [[იბერია|ქართლის]] [[მეფე]] [[IV საუკუნე]]ში, [[ბიზანტია|ბიზანტიის]] [[იმპერატორი]]ს [[კონსტანტინე_დიდი|კონსტანტინე]]სა ([[306]]-[[337]]) და სომეხთა მეფის [[თრდატ III|თრდატის]] ([[287]]-[[330]]) თანამედროვე. მეფობის დასაწყისში [[ირანელები|ირანელებთან]] ერთად იბრძოდა [[რომაელები]]ს წინააღმდეგ. აგრეთვე ებრძოდა თრდატს [[სომხეთი]]ს მოსაზღვრე ქართლის სამხრეთი რაიონების შემოსაერთებლად. მირიან III-ის დროს საქართველოში [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] საქადაგებლად შემოვიდა [[წმინდა ნინო]]. [[337]] წ. ქართლში ქრისტიანობა სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადდა. მირიან III უნდა იყოს IV საუკუნის [[რომის იმპერია|რომაელი]] ისტორიკოსის [[ამიანე მარცელინუსი]]ს თხზულებებში მოხსენიებული იბერთა (ქართლის) მეფე მერიბანი, რომელსაც რომაელებმა როგორც თავიანთ მოკავშირეს, უხვი საჩუქრები გაუგზავნეს, რომ ირანელებს არ მიმხრობოდა.
 
„[[მოქცევაჲ ქართლისაჲ]]ს“ ცნობით, იგი ქართლის მეფე ლევის ძეა. „[[ქართლის ცხოვრება]]“ კი მას მიიჩნევს პირველი [[სასანიანები|სასანიანი]] [[შაჰი|შაჰის]] შვილად, რომელიც ერისთავებმა მოიყვნეს უძეოდ გარდაცვლილი მეფე [[ასფაგური]]ს [[აბეშურა|ასულის]] ქმრად. ეს ცნობა შეიძლება შეთხზული იყოს პირველი ქრისტიანი მეფე მირიან III-ისთვის ღირსეული წინაპრების გამოძებნის მიზნით.<ref>[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00014647/ მირიან III]. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მირიან_III“-დან