თამარ ხმიადაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

ვინაიდან თამარ ხმიადაშვილს ბევრად დიდი წვლილი მიუძღვის საჭადრაკო საზოგადოების განვითარებაში, ვიდრე აქამდე იყო აღწერილი (აქ),ვფიქრობ აუცილებელია უფრო ფართო ინფორმაციის გავრცელება ამ დიდოსტატის შესახებ.
(ვინაიდან თამარ ხმიადაშვილს ბევრად დიდი წვლილი მიუძღვის საჭადრაკო საზოგადოების განვითარებაში, ვიდრე აქამდე იყო აღწერილი (აქ),ვფიქრობ აუცილებელია უფრო ფართო ინფორმაციის გავრცელება ამ დიდოსტატის შესახებ.)
იარლიყები: ვიზუალური რედაქტირება რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით გაუქმებულია
}}
'''თამარ ხმიადაშვილი''' (დ. [[27 ნოემბერი]], [[1944]], [[თბილისი]]) — [[ქართველი]] სპორტსმენი ([[ჭადრაკი]]), სენიორთა შორის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი ([[2019]], [[როდოსი]], [[საბერძნეთი]]).
 
'''თამარ ნიკოლოზის ასული ხმიადაშვილი''' დაიბადა 1944წლის 23ნოემბერს ქალაქ თელავში, ცნობილი პედაგოგის, ქეთევან ხმიადაშვილის ოჯახში.ჯერ კიდევ მეოთხე კლასში იყო, როდესაც ბიძამ ბოლოს და ბოლოს გაითვალისწინა გოგონას დაჟინებული თხოვნა და ჭადრაკის თამაში ასწავლა. ამის შემდეგ, თამარი დაფას აღარ მოსცილებია.ცოტა ხნის შემდეგ თამარი ჩაეწერა თელავის პიონერთა სახლთან არსებულ ჭადრაკის სექციაში და დაიწყო ვარჯიში.
 
მისი პირველი მასწავლებელი, რომელსაც შემდეგ დიდი სიყვარულით იხსენებდა, გ. ელიოზიშვილი იყო.
 
მეხუთე კლასში იყო , როცა საქართველოს მოსწავლეთა პირველობაზე მეოთხე ადგილი დაიკავა. ეს იყო მისი პირველი წარმატება...
 
თამარი ჭადრაკის გარდა, კალათბურთსაც დიდი გატაცებით თამაშობდა.მან კალათბურთის დიდი ენთუზიასტის ,თეიმურაზ გეგელიძის ყურადღება მიიპყრო, თუმცა თამარმა ჭადრაკს ბოლომდე უერთგულა. მეცხრე კლასელი თამარ ხმიადაშვილი მონაწილეობდა ორიოლში გამართულ მოსწავლეთა საკავშირო პირველ ჩემპიონატზე.მან 9 შესაძლებლობიდან 9 ქულა დააგროვა და ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
 
მეათე კლასში იყო, როცა საქართველოს პირველობაზე ჩაიკოვსკაიასთან და ნონა გაფრინდაშვილთან ერთად გაინაწილა გამარჯვება.ბათუმში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრებებაზე მან სპეციალური პრიზიც კი მიიღო , ,,ლამაზი თამაშისათვის"...
 
თამარი გამოირჩეოდა თვითკრიტიკის თვისებით, მას არ უჭირდა ეღიარებინა საკუთარი შეცდომები, იყო მკაცრი საკუთარი თავის მიმართ,საოცარი ნებისყოფით, გონიერებითა და სიდინჯით გამოირჩეოდა თამაშის დროს. 1967წელს მან მონაწილეობა მიიღო ჩელიაბინსკში გამართულ ,,ბურევესტნიკის" ცენტრალურ პირველობაზე და ჩემპიონიც გახდა.1970წელს გორში გამართულ საქართველოს ქალთა მეექვსე საერთაშორისო ტურნირის შემდეგ, ცნობილი მოჭადრაკე , ნიკოლაუ წერდა:''"ქართველ მოჭადრაკეთაგან ყველაზე უკეთ ითამაშა თამარ ხმიადაშვილმა.მე მას ადრე შევხვედრივარ. იგი უდავოდ ნიჭიერი მოჭადრაკეა, რომელთანაც მოგება მეტად ძნელია".''
 
1972წელს იგი საქართველოს ჩემპიონია;1981წელს თამარი იყო საბჭოთა კავშირის პირველობაზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი. იგი მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნებში გამართულ ტურნირებში: ბულგარეთში, პოლონეთში, რუმინეთში და სხვა.თამარ ხმიადაშვილი საბჭოთა კავშირის პირველობის ფინალის ხუთგზის მონაწილეა, 1982 წელს მე-3 ადგილი დაიკავა და ამავე წელს გახდა საერთაშორისო ოსტატი, იგი იყო საქართველოს პირველობის  14გზის მონაწილე, აქედან 5-ჯერ საპრიზო, მრავალი საერთაშორისო ტურნირის მონაწილე.1994წლიდან მსოფლიო ჭადრაკის ფედერაციამ შემოიღო პირველობა სენიორებს და სენიორიტებს შორის, რომელშიც მონაწილეობის უფლება 50 გადაცილებული მოჭადრაკეებს აქვთ.თამარი ამ შეჯიბრებაზე 8-ჯერ მონაწილეობდა, აქედან 3-ჯერ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული , 5-ჯერ კი პრიზიორობა მოიპოვა,რისთვისაც დიდოსტატის წოდება მიენიჭა.
 
 
თამარის  მეგობარი, ვარლამ ვეფხიშვილი იგონებს კუნძულ როდოსზე ჩატარებულ ჩემპიონატს:,, ''საბერძნეთის კუნძულ როდოსზე დასრულდა ევროპის სინიორთა ჩემპიონატები.65 ჩემპიონატში ვერცხლის მედალს დაეუფლა თელაველი დიდოსტატი თამარ ხმიადაშვილი. ეს მისი რიგით 24-ე მედალია ევროპისა და მსოფლიოს სენიორთა ჩემპიონატებში, სადაც 23-ჯერ მოიპოვა ინდივიდუალურ ჩემპიონატებში და მხოლოდ ერთი ვერცხლი მსოფლიოს გუნდურში, უნდა აღინიშნოს, რომ სენიორთა ჩემპიონატებში 24 მედლის მოპოვება გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი და თანაც სულ ცოტა2-3ჯერ აჭარბებს ნებისმიერი სხვისას"...''
 
თამარ ხმიადაშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის ცნობილი მოჭადრაკეების ჩამოყალიბებასა და აღზრდაში.2013წელს თამარი არჩეული იყო თელავის საპატიო მოქალაქედ.
 
იგი გარდაიცვალა 2019წლის 2ნოემბერს, დაკრძალულია თელავში.
 
 
== ძირითადი შედეგები ==
1

რედაქტირება