ჩოხატაური: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 55:
სახელწოდება „ჩოხატაურის“ ადრინდელი ფორმაა „ჩახატაური“, რომელიც ნაწარმოებია საგვარეულო სახელიდან — ჩახატარაშვილი, ჩხატარაშვილი. XIX საუკუნის 70-იან წლებამდე ჩახატაურად იწოდებოდა ამჟამინდელი ჩოხატაურის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე დასახლება მდინარე სუფსის მარჯვნივ, თეთრიღელის ხერთვისში. 1820 წლის აპრილიდან აგვისტომდე [[იმერეთის აჯანყება (1819-1820)|იმერეთის აჯანყების]] დროს ჩახატაური წარმოადგენდა [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] ჯარებისა და აჯანყებულ გურულებს შორის ბრძოლების ერთ-ერთ ადგილს. აჯანყების დამარცხების შემდეგ ჩახატაურში დარჩა რუსული საგუშაგო.
 
სამხედრო გზის გაყვანის შემდეგ ჩოხატაური ეწოდა ადგილს მდინარე სუფსის მარჯვნივ, ოსკოჯურის ღელის შესართავთან. მალე მან მოიცვა ყოფილი სოფელი ბირკნალიც, რომელიც 1873 წლის მონაცემებით ცალკე სოფლად ფიქსირდებოდა. ჩოხატაური შედიოდა [[ფარცხმა|ფარცხმის]] საზოგადოებაში. 1884 წელს სოფელში გაიხსნა ორკლასიანი სასწავლებელი, ხოლო 1901 წელს —შემდეგ ბიბლიოთეკა. XIX საუკუნის ბოლოსთვის ჩოხატაური წარმოადგენდა [[ქუთაისი]]-[[ოზურგეთი]]ს გზისპირა სოფელს, სადაც მდებარეობდა კანცელარია, ფოსტა, სასამართლო, ამბულატორია, დუქნები და სხვ. იყო მოსახლეობის აქტიური მისვლა-მოსვლის ადგილი. მოსახლეობა უჩიოდა უსუფთაობას, სიბინძურეს, ანტისანიტარიას.<ref>„ცნობის ფურცელი“ [http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/19728/1/CnobisFurceli_1898_N635.pdf N635 გვ. 2] 22 სექტემბერი, 1898</ref> 1896 წლიდან ჩოხატაურის სოფლის ექიმი იყო გრიგოლ ქუთათელაძე, 1900 წლიდან — გალაკტიონ ნადირაძე.
 
1930 წელს გახდა [[ჩოხატაურის რაიონი]]ს ადმინისტრაციული ცენტრი. დაბის სტატუსი მიენიჭა 1947 წელს. ჩოატაურის სადაბო საბჭოში შევიდა აგრეთვე სოფელი [[გუთური]]. 1958 წელს გაიხსნა აკადემიკოს [[ნიკოლოზ ბერძენიშვილი]]ს სახელობის [[ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი|მხარეთმცოდნეობის მუზეუმი]]. პირველი ექსპოზიცია მოეწყო 1961 წელს. საბჭოთა პერიოდში დაბაში მოქმედებდა ქუთაისის ავტოქარხნის ფილიალი, საგრენაჟო ქარხანა, მანქანა-ტრაქტორთა სარემონტო საწარმო, [[ჩაი]]ს 4 ფაბრიკა, ღვინის ქარხანა, სასურსათო და პურკომბინატები, კინოთეატრი, 3 საავადმყოფო, პოლიკლინიკა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჩოხატაური“-დან