მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1930: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
ჩემპიონატში სულ 13 ქვეყანა მონაწილეობდა: 7 [[სამხრეთი ამერიკა|სამხრეთ ამერიკიდან]], 4 [[ევროპა|ევროპიდან]], ხოლო 2 [[ჩრდილოეთი ამერიკა|ჩრდილოეთ ამერიკიდან]]. შეჯიბრება შერეული წესით ჩატარდა: გუნდები ოთხ ქვეჯგუფებად დაიყვნენ და წრიულად ითამაშეს. ჯგუფის გამარჯვებულები პლე-ოფში გავიდნენ და ოლიმპიური სისტემით განაგრძეს ასპარეზობა.
 
მსოფლიო ჩემპიონატის პირველი შეხვედრები შედგა [[1930]] წლის [[13 ივლისი|13 ივლისს]] და დასრულდა [[საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|საფრანგეთისა]] და [[აშშ-ის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|აშშ-ის]] ნაკრებების გამარჯვებით, რომლებმაც, შესაბამისად, [[მექსიკის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|მექსიკა]] 4–1 და [[ბელგიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ბელგია]] 3–0 დაამარცხეს. პირველი გოლი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში გაიტანა ფრანგმა [[ლუსიენ ლორანი|ლუსიენ ლორანმა]]. [[ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 1930 ფინალი|ფინალში]], [[ურუგვაის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ურუგვაიმ]] 93 ათასი მაყურებლის წინაშე დაამარცხა [[არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|არგენტინის ნაკრები]] ანგარიშით 4–2 და გახდა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი გამარჯვებული.<ref>[https://vk-spy.ru/ka/sport-i-aktivnyjj-otdyh/the-first-world-champions-in-football-where-who-and-when-won-the-first-world-cup/ პირველი მსოფლიო ჩემპიონები ფეხბურთში. სად, ვინ და როდის დაიპყრო პირველი მსოფლიო თასი]</ref>
 
== შერჩევის პროცესი ==