ბასილი (ტრაპიზონი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
ხაზი 42:
მმართველობის პირველ წელსვე მოუწია შეიხ-ჰასანის შემოტევის მოგერიება. ბრძოლა [[მინთრიონის გორა]]სთან გაიმართა და თავდასხმა მოგერიებულ იქნა. ბასილის მმართველობა მოსახლეობაში უკმაყოფილებას იწვევდა. უკმაყოფილება ისეთი დიდი იყო, რომ 1333 წლის 2 მარტს, [[მზის დაბნელება|მზის დაბნელების]] დროს მოსახლეობამ ქვები დაუშინა, ბასილი იძულებული გახდა დამალულიყო.
 
1335 წელს ბასილი დაუმოყვრდა [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის]] საიმპერატორო კარს და ცოლად შეირთო [[ანდრონიკე III (ბიზანტია)|ანდრონიკე III-ის]] ასული [[ირინა პალეოლოგოსი]]. მალევე ურთიერთობა გაუფუჭდა მასთან და 1339 წელს ცოლად მოიყვანა ირინა ტრაპიზონელი. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა [[იოანე XIV (კონსტანტინოპოლის პატრიარქი)|იოანე XIV-მ]] ირინა ტრაპიზონელი ეკლესიიდან განკვეთა, ხოლო ტრაპიზონის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ბასილისა და ირინა ტრაპიზონელის ქორწინება დაგმო. ირინა ტრაპიზონელისგან ჰყავდა ბაილის შვილები [[ალექსი III (ტრაპიზონი)|ალექსი]] და კალო-იოანე.
 
ბასილი გარდაიცვალა [[1340]] წლის 6 აპრილს, სავარაუდოდ მოწამლა მისმა კანონიერმა ცოლმა [[ირინა პალეოლოგოსი|ირინამ]], რომელმაც დაიკავა იმპერატორის ტახტი.