სპორტი საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 508:
 
== ხელბურთი ==
'''საქართველოში [[ხელბურთი]] [[უკრაინა|უკრაინიდან]] შემოვიდა XX საუკუნის [[20-იანები|20-იან წლებში]].''' იმავე პერიოდში ქართულად ითარგმნა თამაშის წესები. სსრკ ხალხთა I სპარტაკიადაში ([[1928]]) მონაწილე ამიერკავკასიის ფედერაციის ნაკრები თითქმის მთლიანად ქართველი ხელბურთელებისგან შედგებოდა<nowiki/>[[50-იანები|. 50-იანი]] წლებიდან დაიწყო ხელბურთის განვითარების ახალი ეტაპი. ამ საქმეში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით გიორგი შარაშიძეს, [[თამაზ ანთაძე|თამაზ ანთაძესა]] და [[ვლადიმერ არაქელოვი|ვლადიმერ არაქელოვს]].
 
[[1956]] წლიდან თბილისის “ბურევესტნიკი” საბჭოთა კავშირის პირველობაში (11X11) ჩაება, [[1962]] წელს კი გაიმართა [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|სსრკ]] I ჩემპიონატი შვიდკაცა ხელბურთში, რომელიც თბილისელებმა მოიგეს (უფროსი მწვრთნელი – გიორგი შარაშიძე). ორი წლის შემდეგ “ბურევესტნიკმა” კვლავ გაიმარჯვა ამ ასპარეზობაში, [[1963]], [[1965]] და [[1966]] წლებში კი პრიზიორი იყო. საქვეყნოდ გაითქვეს სახელი [[ჯემალ აბაიშვილი|ჯემალ აბაიშვილმა]], [[ჯემალ ცერცვაძე|ჯემალ ცერცვაძემ]], [[თამაზ ანთაძე|თამაზ ანთაძემ]], [[ანზორ ექსეულიძე|ანზორ ექსეულიძემ]], [[იმედო ფხაკაძე|იმედო ფხაკაძემ]], [[ლერი კარტოზია|ლერი კარტოზიამ]], [[ჯანო ბაგრატიონი|ჯანო ბაგრატიონმა]], [[გარი მაჭავარიანმა]] და სხვებმა. [[60-იანები|60-იანი]] წლებიდან მოყოლებული, საქართველოს ხელბურთელები სსრკ ნაკრების შემადგენლობაში რეგულარულად მონაწილეობდნენ დიდ საერთაშორისო შეჯიბრებებში. ოლიმპიური თამაშებისა ([[1976]]) და მსოფლიოს ([[1982]]) ჩემპიონი გახდა [[ალექსანდრე ანპილოგოვი]], მსოფლიო უნივერსიადაში ([[1968]]) გაიმარჯვეს [[იმედო ფხაკაძე|იმედო ფხაკაძემ]] და [[ალექსანდრე ხუციშვილი|ალექსანდრე ხუციშვილმა]].
ხაზი 520:
 
== ბადმინტონი ==
'''საქართველოში ბადმინტონი [[1960-იანები|1960-იანი]] წლების დასაწყისში შემოვიდა'''. სპორტის ამ სახეობის გავრცელებას ხელი შეუწყო [[1963]] წელს [[თბილისი|თბილისში]] გამართულმა [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|სსრკ]] პირველმა ჩემპიონატმა, რომელსაც ერთი წლის შემდეგ საქართველოს პირველობა მოჰყვა. გარდა თბილისისა, ბადმინტონის ჯგუფები გაიხსნა [[ქუთაისი|ქუთაისში]], [[ბათუმი|ბათუმში]], [[სოხუმი|სოხუმში]], [[რუსთავი|რუსთავში]], [[თელავი|თელავში]], [[გურჯაანი|გურჯაანსა]] და [[გაჩიანი|გაჩიანში]]. პირველი თაობის ბადმინტონისტებს შორის გამოირჩეოდნენ ძმები ანატოლი და ალექსანდრე დავიდოვები, ლევან ქურხაშვილი, ვლადიმერ ბორიაკი და დავით ასტახიშვილი. პირველი სპორტის ოსტატი გახდა იულია კონდრატიევა. [[1980-იანები|1980-იან]] წლებში საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებებში წარმატებით გამოდიოდა დავით კავილაძე, რომელმაც [[1983]] წელს [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|სსრკ]] გუნდთან ერთად მეგობრობის საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა. საქართველოში ბადმინტონის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანეს მწვრთნელებმა: [[გივი სამსონაძე|გივი სამსონაძემ]], [[ლევან ქურხაშვილი|ლევან ქურხაშვილმა]], [[ანატოლი დავიდოვი|ანატოლი დავიდოვმა]], [[ოთარ აბზიანიძე|ოთარ აბზიანიძემ]], [[ვიქტორ მალიუტინი|ვიქტორ მალიუტინმა]] და სხვებმა.
 
'''საქართველოს ბადმინტონის ფედერაცია.''' დაფუძნდა [[1991]] წლის [[19 ივლისი|19 ივლისს]]. [[1992]] წლიდან ბადმინტონის საერთაშორისო ფედერაციისა (IBF) და ევროპის ბადმინტონის ასოციაციის (EBA) წევრია. პრეზიდენტები: [[პავლე ნონიკაშვილი]] ([[1991]]-94[[1994]]), ირაკლი კავილაძე ([[1994]]-96[[1996]]), [[ანატოლი დავიდოვი]] ([[1996]]-?), [[თინათინ ბაღაშვილი]] (დღემდე).<ref>http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=4</ref>
 
== კიკბოქსინგი ==