აბრეშუმის დიდი გზა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
109.172.209.7-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 1:
{{ინფოდაფა მსოფლიოს მემკვიდრეობის ძეგლი
|სახელი = აბრეშუმის დიდი გზა: [[ჩანანი]]-[[ტიან-შანი]]ს კორიდორი
|სურათი = [[ფაილი:Transasia trade routes 1stC CE gr2.png|300პქ]]
|სურათის წარწერა= აბრეშუმის დიდი გზა ძვ. წ. I საუკუნეში
|რუკა=
|რუკის_წარწერა =
|რუკის ზომა =
|ქვეყანა = {{დროშა|ჩინეთი}}<br />{{დროშა|ყაზახეთი}}<br /> {{დროშა|ყირგიზეთი}}<br />{{დროშა|საქართველო}}
|ტიპი= კულტურული
|კრიტერიუმი= ii, iii, v, vi
ხაზი 23:
ამ გზით ვაჭრობას დასაბამი მიეცა ძვ. წ. II საუკუნეში. აბრეშუმის დიდი გზა იწყებოდა სიანში. ქ. დუნხუანიდან იგი ორ განშტოებად მიემართებოდა დასავლეთისაკენ. ორივე გზა - პირველი ლობნორის ტბის ჩრდილოეთით ქ. ტურფანის, მეორე კი იმავე ტბის სამხრეთით ქ. ხოტანისა და ქ. იარქენდის გავლით - ქ. კაშგარში იყრიდა თავს. აქედან ჩრდილოეთის გზა კასპიის ზღვით უკავშირდებოდა ამიერკავკასიას, გადაკვეთდა საქართველოს და ფასისიდან შავი ზღვით ბიზანტიანსა და რომს აღწევდა. მეორე გზა კაშგარიდან ბალხსა და ჩრდილოეთ ირანზე გავლით შუამდინარეთისაკენ, იქიდან კი ხმელთაშუა ზღვის ნაპირებისაკენ მიემართებოდა.
 
აბრეშუმის დიდი გზით უმთავრესად გაჰქონდათ მაღალხარისხოვანი ჩინური [[აბრეშუმი]], რომლის მთავარი მომხმარებელი რომის წარჩინებულები იყვნენ. აბრეშუმის [[ექსპორტი]] რომში (შემდეგ ბიზანტიაში) ახლო აღმოსავლეთის დიდი სახელმწიფოების - პართიისა და მოგვიანებით [[სასანიანთა ირანი]]ს - შუამავლობით ხორციელდებოდა. ჩინური აბრეშუმის შეტანა რომს ყოველწლიურად 100 000ათასი სესტერციუსი უჯდებოდა. ჩინეთიდან შეჰქონდათ აგრეთვე [[ოქრო]]. აბრეშუმის დიდი გზის იმ მონაკვეთისათვის, რომელიც ახლო აღმოსავლეთზე გადიოდა, რომსა და [[ბიზანტია]]ს საუკუნოვანი ომები ჰქონდათ ჯერ [[პართია]]სთან, შემდეგ სასანიანთა ირანთან (აღსანიშნავია, რომ აბრეშუმის დიდი გზის მარშრუტები პართიაში სახელმწიფო საიდუმლოებად ითვლებოდა). VII-IX საუკუნებში ამ გზით შემოტანილი საქონლით ვაჭრობას [[არაბთა სახალიფო]] უწევდა კონტროლს. შემდეგ მასზე მონღოლებმა დაამყარეს მონოპოლია. აბრეშუმის დიდი გზამ მნიშვნელობა დაკარგა XVII საუკუნის მიწურულში, როდესაც ევროპელებმა საბოლოოდ აითვისეს საოკეანო გზა აფრიკის შემოვლით.
 
აბრეშუმის დიდმა გზამ ხელი შეუწყო ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობის განვითარებას აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებს შორის. ამ გზით შევიდა ჩინეთში მინა, ფუფუნების საგნები, გავრცელდა ზოგიერთი კულტურული მცენარე, არაბული ცხენი და სხვა, შეაღწია აგრეთვე რელიგიურმა და ფილოსოფიურმა მოძღვრებებმა ([[ბუდიზმი]], [[მანიქეველობა]], [[იუდაიზმი]], [[ისლამი]], [[ნესტორიანელობა]]).