სპორტი საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

 
== ხელბურთი ==
'''საქართველოში [[ხელბურთი]] [[უკრაინა|უკრაინიდან]] შემოვიდა XX საუკუნის [[20-იანები|20-იან წლებში]].''' იმავე პერიოდში ქართულად ითარგმნა თამაშის წესები. სსრკ ხალხთა I სპარტაკიადაში ([[1928]]) მონაწილე ამიერკავკასიის ფედერაციის ნაკრები თითქმის მთლიანად ქართველი ხელბურთელებისგან შედგებოდა<nowiki/>[[50-იანები|. 50-იანი]] წლებიდან დაიწყო ხელბურთის განვითარების ახალი ეტაპი. ამ საქმეში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით გიორგი შარაშიძეს, [[თამაზ ანთაძე|თამაზ ანთაძესა]] და [[ვლადიმერ არაქელოვი|ვლადიმერ არაქელოვს]].
 
[[1956]] წლიდან თბილისის “ბურევესტნიკი” საბჭოთა კავშირის პირველობაში (11X11) ჩაება, [[1962]] წელს კი გაიმართა [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|სსრკ]] I ჩემპიონატი შვიდკაცა ხელბურთში, რომელიც თბილისელებმა მოიგეს (უფროსი მწვრთნელი – გიორგი შარაშიძე). ორი წლის შემდეგ “ბურევესტნიკმა” კვლავ გაიმარჯვა ამ ასპარეზობაში, [[1963]], [[1965]] და [[1966]] წლებში კი პრიზიორი იყო. საქვეყნოდ გაითქვეს სახელი [[ჯემალ აბაიშვილი|ჯემალ აბაიშვილმა]], [[ჯემალ ცერცვაძე|ჯემალ ცერცვაძემ]], [[თამაზ ანთაძე|თამაზ ანთაძემ]], [[ანზორ ექსეულიძე|ანზორ ექსეულიძემ]], [[იმედო ფხაკაძე|იმედო ფხაკაძემ]], [[ლერი კარტოზია|ლერი კარტოზიამ]], [[ჯანო ბაგრატიონი|ჯანო ბაგრატიონმა]], [[გარი მაჭავარიანმა]] და სხვებმა. [[60-იანები|60-იანი]] წლებიდან მოყოლებული, საქართველოს ხელბურთელები სსრკ ნაკრების შემადგენლობაში რეგულარულად მონაწილეობდნენ დიდ საერთაშორისო შეჯიბრებებში. ოლიმპიური თამაშებისა ([[1976]]) და მსოფლიოს ([[1982]]) ჩემპიონი გახდა [[ალექსანდრე ანპილოგოვი]], მსოფლიო უნივერსიადაში ([[1968]]) გაიმარჯვეს [[იმედო ფხაკაძე|იმედო ფხაკაძემ]] და [[ალექსანდრე ხუციშვილი|ალექსანდრე ხუციშვილმა]].
 
ხელბურთის გავრცელებას ხელი შეუწყო ხშირმა საერთაშორისო შეხვედრებმა და თბილისის პოპულარულმა ტურნირმა გაზეთ “ზარია ვოსტოკას” პრიზზე, რომელიც [[1966]] წლიდან ტარდებოდა ევროპის უძლიერესი ნაკრებების ([[იუგოსლავია]], [[გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა|გდრ]], [[გფრ]], [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|სსრკ]], [[რუმინეთი]], [[უნგრეთი]], [[ესპანეთი]], [[ჩეხოსლოვაკია]], [[დანია]], [[ნორვეგია]], [[პოლონეთი]]) მონაწილეობით. ამ გუნდებს ტოლს არ უდებდა საქართველოს ნაკრები, რომელიც ბურევესტნიკელებისგან შედგებოდა. [[1978]] წელს თბილისის “ბურევესტნიკმა” (უფროსი მწვრთნელი – [[გარი მაჭავარიანი]]) სსრკ თასი მოიპოვა. ამ გამარჯვებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს ახალი თაობის ხელბურთელებმა<nowiki/>[[ჯემალ ბარამიძე|: ჯემალ ბარამიძემ]], [[გიორგი მამულაშვილმა]], ვახტანგ და გიორგი ბერიაშვილებმა, [[ზაზა დოლიძე|ზაზა დოლიძემ]], [[ამბერკი ტაბიძე|ამბერკი ტაბიძემ]], [[ზურაბ კეკელიძე|ზურაბ კეკელიძემ]], [[იოსებ კალანდაძე|იოსებ კალანდაძემ]], იგორ და გიორგი ნარიმანიძეებმა, [[ამირან კომახიძე|ამირან კომახიძემ]], [[ჯიმშერ დვალიშვილი|ჯიმშერ დვალიშვილმა]] და სხვებმა.
 
საქართველოს ხელბურთელ ქალთა ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადაში ([[1979]]) V ადგილის დაკავება იყო. ჩვენი ნაკრების 14 მოთამაშეს მაშინ სპორტის ოსტატის წოდება მიენიჭა. [[1992]] წლიდან საქართველოს ეროვნული გუნდები დამოუკიდებლად მონაწილეობენ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების შესარჩევ ტურნირებში, ცალკეული გუნდები კი – ევროპის საკლუბო შეჯიბრებებში.
 
 
''''''საქართველოს ხელბურთის ასოციაცია.'''''' დაფუძნდა [[1990]] წლის [[5 ივნისი|5 ივნისს]]. [[1991]] წლიდან ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციისა (IHF) და ევროპის ხელბურთის ფედერაციის (EHF) დროებითი, [[1992]] წლის აგვისტოდან – მუდმივი წევრია.პრეზიდენტები: [[ნიკოლოზ ცხაკაია]] ([[1990]]-96[[1996]]), [[თენგიზ გაზდელიანი (მრავალმნიშვნელოვანი)|თენგიზ გაზდელიანი]] ([[1996]]-[[2004]]), [[მამუკა სხიერელი]] ([[2004]]-?), [[ზურაბ კაკაბაძე]] (დღემდე).<ref>http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=66</ref>
 
== ბადმინტონი ==
1 038

რედაქტირება