იაკობინელები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: ვიზუალური რედაქტირება რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Robespierre.jpg|thumb|right|200px|[[რობესპიერი]]]]
'''იაკობინელები''' ({{lang-fr|jacobins}}) — პოლიტიკური კლუბი [[საფრანგეთის დიდი რევოლუცია|საფრანგეთის დიდი რევოლუციის]] პერიოდში. მათ ეს სახელი ეწოდათ იმის გამო, რომ თავიანთი პირველი სხდომა ჩაატარეს წმინდა იაკობის (ფრანგულად "ჟაკობის"„ჟაკობის“) მონასტერში. [[1793]] წელს მეფე [[ლუი XVI (საფრანგეთი)|ლუი XVI-ის]] სიკვდილით დასჯის შემდეგ ისინი [[რობესპიერი]]ს მეთაურობით ხელისუფლების სათავეში მოექცნენ და დაიწყეს "დიდი„დიდი ტერორი"ტერორი“. იმავე წლის სექტემბერში იაკობინელებმა გამოსცეს დეკრეტი "არაკეთილსაიმედო„არაკეთილსაიმედო პირთა შესახებ"შესახებ“, რომელიც ადგენდა საეჭვო პირების კატეგორიებს და მოითხოვდა მათ შემოწმებას. მათ დასმენა "რევოლუციურ„რევოლუციურ სიქველედ"სიქველედ“ გამოაცხადეს. სიკვდილით დასაჯეს ასევე ივნისში დაპატიმრებული [[ჟირონდისტები]]. [[1793]] წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე დააპატიმრეს დაახლოებით 3 ათასი პირი, [[1794]] წლის ზაფხულამდე კი მთელი ქვეყნის მასშაბით სიკვდილით დაისაჯა სავარაუდოდ 35 ათასი ადამიანი. "დიდი„დიდი ტერორის"ტერორის“ მსხვერპლთა უდიდესი ნაწილი უდანაშაულო იყო. [[1794]] წლის თებერვალ–მარტში მათ მიერ მიღებული კანონები (ვანტოზის დეკრეტები) "რევოლუციის„რევოლუციის მტრების"მტრების“ ქინების კონფისკაციასა და მის ღარიბთა შორის დანაწილებას მოითხოვდა.
 
[[1794]] წლისთვის რობესპიერისა და მისი უახლოესი გარემოცვის დიქტატურას შეუტიეს როგორც მარცხნიდან – ებერტის გარშემო გაერთიანებულმა "ულტრარევოლუციონერ"„ულტრარევოლუციონერ“ იაკობინელთა ჯგუფმა, ისე მარჯვნიდან – [[ჟაკ დანტონი|დანტონმა]] და მისმა თანამოაზრე "ზომიერებმა"„ზომიერებმა“. ებერტისტები დიქტატურისა და ტერორის გამკაცრებას მოითხოვდნენ, დანტონისტები კი პირიქით, რობესპიერის პოლიტიკის შერბილებისა და ზომიერებისაკენ მოუწოდებდნენ.
 
ამ შემოტევების პასუხად დიქტატურამ [[1794]] წლის მარტსა და აპრილში გილიოტინაზე აიყვანა ჯერ ებერტი და ებერტისტები, ორი კვირის შემდეგ კი დანტონი და მისი "ზომიერები"„ზომიერები“. [[1794]] წლის ივნისში სიკვდილით დასჯის პროცედურის დასაჩქარებლად რობესპიერმა შეიმუშავა და გამოსცა კანონი რევოლუციური ტრიბუნალის რეორგანიზაციის შესახებ. კანონით უქმდებოდა ბრალდებულთა წინასწარი დაკითხვა და დამცველის ინსტიტუტი. იაკობინელების ტერორს ბოლო არ უჩანდა.
 
კონვენტის კულუარებში "ჭაობი"„ჭაობი“ რობესპიერის ტირანიაზე ალაპარაკდა და რობესპიერისა და მისი ჯგუფის მოწინააღმდეგეთა იმ ნაწილთან ერთად, რომელიც ტერორს გადაურჩა, გადაწყვიტა წერტილი დაესვა ტირანიისათვის. [[1794]] წლის 27 ივლისს (9 თერმიდორს) დააპატიმრეს რობესპიერი და მისი მომხრეები. მეორე დღეს მათ გილიოტინაზე დაასრულეს სიცოცხლე. შურისძიება სასტიკი იყო. გილიოტინირებულ იქნა რობესპიერის ჯგუფის ორი წევრის, რობესპიერის უმცროსი ძმისა და ლებას ცხედრებიც კი (ორივემ დაპატიმრებისას მოიკლა თავი).
 
იაკობინელები დაისაჯნენ მათ მიერვე ერთი თვით ადრე დაკანონებული წესით – გამოძიებისა და გასამართლების გარეშე.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იაკობინელები“-დან