ჟან შარდენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
212.58.102.60-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Kober-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
ხაზი 3:
 
==ცხოვრება და მოღვაწეობა==
შარდენი [[1643]] წელს [[პარიზი|პარიზში]] პროტესტანულ ოჯახში დაიბადა. მამამისმა, შეძლებულმა იუველირმა, მას კარგი განათლება მიაღებინა და იუველირის საქმე ასწავლა. თუმცა ახალგაზრდა შარდენი, ოჯახური პროფესიისთვის მიყოლის ნაცვლად, [[ლიონი|ლიონელ]] ვაჭართან სახელად რესენი [[1665]] წელს [[სპარსეთი|სპარსეთსა]] და [[ინდოეთი|ინდოეთში]] მიემგზავრება, ნაწილობრივ ბიზნესისა და ნაწილობრივ საკუთარი თავგადასავლის ჟინის მოსაკლავად. წარმატებული მოგზაურობის შემდეგ, რომლის დროსაც მან საფავიდი მონარქის [[შაჰი|შაჰ]] [[აბას II|აბას II-ის]] პატრონაჟი მიიღო, ის [[1670]] წელს საფრანგეთში ბრუნდება. მომდევნო წელს შარდენი თავისი მოგზაურობის აღწერას აქვეყნებს სახელწოდებით "Le„Le couronnement de Soleïmaan troisième, roy de Perse"Perse“ (ქართ.: სულეიმან მესამის, სპარსეთის მეფის, კორონაცია).
 
[[სურათი:sirchardinbookcover.jpg|მინი|240პქ|left|"სერ„სერ ჯონ შარდენის მოგზაურობა"მოგზაურობა“, 1988 წლის გამოცემა.]]
მოგვიანებით შარდენი აცნობიერებს, რომ საკუთარი პროტესტანტული წარმომავლობის გამო მას მშობლიურ საფრანგეთში კარიერაში წინსვლის იმედი არ უნდა ჰქონოდა და ამიტომ 1671 წელს ისევე სპარსეთს მიემგზავრება. მეორე მოგზაურობა გაცილებით თავგადასავლიანი გამოდგა, ვიდრე პირველი. სპარსეთში ჩასვლამდე ის გადის [[სმირნა]]ს, [[კონსტანტინოპოლი|კონსტანტინოპოლს]], [[ყირიმი|ყირიმს]], [[კავკასია]]ს, [[სამეგრელო]]სა და [[ქართლი|ქართლ]]-[[კახეთი|კახეთს]] და [[ისპაჰანი|ისპაჰანში]] მხოლოდ 1673 წელს აღწევს. სპარსეთში ოთხი წლის მოგზაურობის შემდეგ ის ისევ [[ინდოეთი|ინდოეთში]] ჩადის. ევროპაში [[კეთილი იმედის კონცხი|კეთილი იმედის კონცხის]] გავლით 1680 წელს ბრუნდება.
 
ამ დროისთვის [[ლუი XIV]]-ის მიერ პროტესტანტთა დევნა პიკს აღწევს. 1681 წელს შარდენი ისევ ტოვებს სამშობლოს და ამჯერად [[ლონდონი|ლონდონში]] სახლდება. აქ ის სამეფო კარის იუველირად დაინიშნა. [[ჩარლზ II|ჩარლზ II-მ]] მას [[რაინდი (წოდება)|რაინდობა]] უბოძა და იმავე დღეს შარდენმა ესთერ დე ლარდინიერ პეინიეზე (ჰუგენოტი ლტოლვილი [[რუანი]]დან) იქორწინა. მათ შვიდი შვილი ეყოლათ. 1682 წელს სამეფო საზოგადოებამ (Royal Society) ის წევრად აირჩია.
 
შარდენი შემდეგ რამდენიმე წელს [[ნიდერლანდები|ნიდერლანდებში]] ატარებს ინგლისის [[ისტ ინდოეთის კომპანია|ისტ ინდოეთის კომპანიის]] წარმომადგენლად. 1686 წელს შარდენი მისი განთქმული "მოგზაურობის"„მოგზაურობის“ პირველ ნაწილს აქვეყნებს. მისი ნამუშევარი დასრულებული სახით მხოლოდ 1711 წელს იბეჭდება [[ამსტერდამი]]დან, თვალისმომჭრელი სათაურით "Voyages„Voyages de monsieur le chevalier Chardin en Perse et autres lieux de l'orient"orient“ (ქართ.: "ბატონი„ბატონი რაინდი შარდენის მოგზაურობები სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა მიწებზე"მიწებზე“).
 
თხზულების "მოგზაურობა„მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში"ქვეყნებში“ გარკვეული ნაწილი [[საქართველო]]ს ეხება, სადაც მან [[1672]]-[[1673]] იმოგზაურა. მან მოიარა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო, ვრცლად აღწერა საკუთარი თვალით ნანახი უამრავი ფაქტი და მოვლენა, პირადი შთაბეჭდილებები შეავსო საქართველოს წარსულის შესახებ ცნობით, რომლებიც ამოკრიბა ბერძენ, რომაელ და სპარსელ ისტორიკოსთა თხზულებებიდან და წინამორბედ ევროპელ მოგზაურთა და მისიონერთა ჩანაწერებიდან. აქვე ვხვდებით ძველი [[თბილისი]]ს პირველ გრაფიკულ ჩანახატს, რომელიც შარდენის თანამგზავრის მხატვარ გრელოს მიერ უნდა იყოს შესრულებული. "მოგზაურობის"„მოგზაურობის“ ეს ნაწილი იმითაც არის საინტერესო, რომ მასში ჩართულია ამ პერიოდში საქართველოში მოღვაწე იტალიელი მისიონერის [[ძამპი, ჯუზეპე მარია|ჯ. ძამპის]] თხზულება, რომელიც შარდენისთვის თვით ძამპის გადაუცია. ამ თხზულების შარდენისეულ პუბლიკაციას ფასს მატებს ისიც, რომ ძამპისეული დედანი დაკარგულია.
 
[[ფაილი:03 Chardin Tblisi 1671.jpg|მინი|600პქ|center|თბილისი [[ჟან შარდენი]]ს მიხედვით, 1671]]
ხაზი 19:
 
==მნიშვნელობა==
თანამედროვე მეცნიერ-მკვლევარები "მოგზაურობის"„მოგზაურობის“ [[1811]] წლის გამოცემას (რედაქტირებული ორიენტალისტი ლუი-მეთიუ ლანგლეს მიერ) სტანდარტულ ვერსიად მიიჩნევენ.
 
შარდენის ნამუშევრის ადრეული მკითხველები გააოცა მისმა ყოვლისმომცველმა მხატვრულმა აღწერამ, და მას მრავალ დიდ მოაზროვნეთა ქება დაუმსახურებია, მათ შორის იყვნენ: [[მონტესკიე]], [[ჟან-ჟაკ რუსო]], [[ვოლტერი]] და გიბონი. სპარსეთის გვიანდელი მკვლევარები ასევე ხაზს უსვამენ ამ ნამუშევრის ისტორიულ მნიშვნელობას. [[ჯონ ემერსონი]]ს თანახმად: "მისი„მისი ინფორმაცია საფავიდი სპარსეთის შესახებ წინ უსწრებს ყველა სხვა დასავლეთის მწერალს სიღრმით, აკურატულობით, მიუკერძოებლობითა და ყოვლისმომცველობით." შარდენი შორს სწვდებოდა, მას თითქმის ყველა კუთხე-კუნჭული ჰქონდა მოვლილი, კარგად ფლობდა სპარსულს, და დატოვა დეტალური აღწერა ყველა იმ ადგილისა და ხალხისა, რომელიც კი გზად მოინახულა. მას ასევე პირდაპირი კავშირი ჰქონდა საფავიდთა სამეფო კართან და მისი აღწერა საფავიდთა თანამედროვე პოლიტიკისა და ადმინისტრაციისა საკმაოდ სრულ ინფორმაციას იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ წიგნში შიგადაშიგ მცირეოდენი ხარვეზები გვხვდება, ის საერთო ჯამში სარწმუნო დასაყრდენია და მისი ნაშრომი საფავიდთა ისტორიის, მთავრობის, ეკონომიკის, ანთროპოლოგიის, რელიგიის, ხელოვნებისა და კულტურის მრავალმხრივი შესწავლის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჟან_შარდენი“-დან