ეპისკოპოსი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
No edit summary
No edit summary
ადრინდელ ქრისტიანულ ეკლესიაში ეპისკოპოსი იყო თემის უფროსი, განაგებდა მის ქონებას, დისციპლინარულ სასამართლოს, მასვე ეხებოდა მისდამი დაქვემდებარებული სამღვდელოების ხელთდასხმა და სხვა. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად ცნობის შემდეგ ბიზანტიის იმპერატორებმა ეპისკოპოსებს მიანიჭეს პოლიტიკური პრივილეგიები და ზოგიერთ სამოქალაქო საქმეთა გამგებლობა. IV საუკუნიდან დამკვიდრდა ეპისკოპოსთა იერარქია, რომლის უმაღლეს საფეხურზე დგანან [[პატრიარქი|პატრიარქები]], მათ შემდეგ [[მიტროპოლიტი|მიტროპოლიტები]], რომელთა ნაწილსაც აქვს არქიეპისკოპოსთა (მთავარეპისკოპოსთა) ტიტული და ვოლო საფეხურზე არიან ჩვეულებრივი ეპისკოპოსები.
 
საქართველოში ეპისკოპოსის თანამდებობა IV საუკუნეში შემოვიდა. ძველი ქართული წყაროებით ასახელებენ პირველ ეპისკოპოსს [[იოანე მთავარეპისკოპოსი|იოანეს]], რომელიც საბერძნეთიდან მოვიდა და მცხეთაში იჯდა. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის განმტკიცებასთან ერთად იზრდებოდა ეპისკოპოსთა რიცხვიც. V საუკუნიდან ისინი ექვემდებარებოდნენ "ქართლის„ქართლის კათალიკოსს"კათალიკოსს“, XI საუკუნიდან - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. VII საუკუნიდან სავალდებულო იყო ეპისკოპოსის უქორწინება, ამიტომ მას მონაზონთაგან ირჩევდნენ. ეპისკოპოსს "მწყემსსაც"„მწყემსსაც“, "მღვდელმთავარსაც"„მღვდელმთავარსაც“ უწოდებდნენ. უმაღლესი საეკლესიო თანამდებობის პირის ტიტული იყო [[კათოლიკოსი]] და კათოლიკოს-პატრიარქი. შუა საუკუნეების საქართველოში ეპისკოპოსებმა დიდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სიძლიერეს მიაღწიეს და საერო ფეოდალებს გაუთანასწორდნენ. ამასთან, ისინი რელიგიის საშუალებით დიდ მორალურ ზემოქმედებას ახდენდნენ მოსახლეობაზე. მათ უხდიდა საეპისკოპოსო გადასახადს ([[დრამა]], [[ნიშანი]], [[საკანონო]] და სხვა). ეპისკოპოსები აქტიურად ერეოდნენ შინაფეოდალურ პოლიტიკურ საქმიანობაში, ზოგჯერ ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ სეპარატისტულ მოძრაობასაც ედგნენ სათავეში. სახელმწიფოსადმი ეკლესიის დაქვემდებარების შემდეგ (XII საუკუნეში, [[დავით IV|დავით აღმაშენებლის]] დროს) ეპისკოპოსებს უმრავლესობა მეფის პოლიტიკურ საყრდენ ძალად იქცა. საქართველოს პოლიტიკური დაშლის შემდეგ (XV ს.) ეპისკოპოსები თავიანთი მეფე-მთავრების მოკავშირეებად გამოდიოდნენ.
 
==ლიტერატურა==
ანონიმური მომხმარებელი