ვლადიმერ ლენინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 45:
[[1893]] წლის აგვისტოს ბოლოს ლენინი სამარიდან პეტერბურგში გადავიდა და მარქსისტულ წრეში შევიდა. წრის წევრები იყვნენ ს. რადჩენკო, პ. ზაპოროჟეცი, [[კრჟიჟანოვსკი, გლებ|გ. კრჟიჟანოვსკი]] და სხვები. ლენინმა კავშირი დაამყარა აგრეთვე მოწინავე მუშებთან ([[შელგუნოვი, ვასილი|ვ. შელგუნოვი]], [[ბაბუშკინი, ივანე|ი. ბაბუშკინი]], ვ. კნიაზევი, ნ. მერკულოვი და სხვები). ლენინმა პირველმა დასახა მუშათა წრეებში მარქსიზმის გავრცელებიდან ფართო მასებში რევოლუციის აგიტაციაზე გადასვლის ამოცანა.
 
[[1894]] წელს ლენინმა დაწერა „<nowiki/>[[«რანი არიან "ხალხის მეგობრები" და როგორ ომობენ ისინი სოციალ-დემოკრატების წინააღნდეგ?»|რანი არიან „ხალხის მეგობრები“ და როგორ ომობენ ისინი სოციალ-დემოკრატების წინააღნდეგ?]]<nowiki/>“, ხოლო იმავე წლის დამლევს და [[1895]] დამდეგს — „ნაროდნიკობის ეკონომიური შინაარსი და მისი კრიტიკა ბატონ სტრუვეს წიგნში (მარქსიზმის ასახვა ბურჟუაზიულ ლიტერატურაში)“. ლენინმა ამ ნაშრომებში ამხილა ნაროდნიკების [[სუბიექტივიზმი]] და „ლეგალური მარქსისტების“ [[ობიექტივიზმი]], განავითარა რევოლუციაში „მუშათა კლასის ჰეგემონიისა“ და მუშათა და გლეხთა კავშირის იდეა, დაასაბუთა რუსეთში ახალი ტიპის პროლეტარული პარტიის შექმნის აუცილებლობა.
 
[[1895]] აპრილში ლენინი საზღვარგარეთ გაემგზავრა, რათა კავშირი დაემყარებინა „შრომის განთავისუფლების“ ჯგუფთან და გასცნობოდა [[დასავლეთ ევროპა|დასავლეთ ევროპის]] მუშათა მოძრაობას. [[შვეიცარია]]ში ლენინი პირველად შეხვდა [[პლეხანოვი, გიორგი|გ. პლეხანოვს]] და მისი ჯგუფის წევრებს. ისინი შეთანხმდნენ გამოეცათ კრებული სახელწოდებით „რაბოტნიკი“. შვეიცარიიდან ლენინი გაემგზავრა [[პარიზი|პარიზში]], შემდეგ [[ბერლინი|ბერლინში]]. [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] გაიცნო [[ლაფარგი, პოლ|პ. ლაფარგი]], [[გერმანია]]ში — [[ლიბკნეხტი, ვილჰელმ|ვ. ლიბკნეხტი]] და სხვა. [[1895]] წლის 7 სექტემბერს ლენინი რუსეთში დაბრუნდა. პეტერბურგში ჩასვლამდე ლენინი იყო [[ვილნო]]ში, [[მოსკოვი|მოსკოვსა]] და [[ორეხოვოზუევო]]ში, სადაც კავშირი დაამყარა ადგილობრივ სოციალ-დემოკრატებთან. [[1895]] შემოდგომაზე ლენინმა პეტერბურგის ყველა მარქსისტული მუშათა წრე გააერთიანა ერთ ორგანიზაციად, რომელსაც პეტერგურგის [["მუშათა კლასის განთავისუფლებისათვის ბრძოლის კავშირი"]] ეწოდა. ორგანიზაციაში შედიოდნენ ა. ვანეევი, გ. კრეჟინოვსკი, [[კრუპსკაია, ნადეჟდა|ნ. კრუპსკაია]], ლ. მარტოვი, ა. პოტრესოვი, ს. რადჩენკო და სხვა.