ვლადიმერ ლენინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 45:
[[1893]] წლის აგვისტოს ბოლოს ლენინი სამარიდან პეტერბურგში გადავიდა და მარქსისტულ წრეში შევიდა. წრის წევრები იყვნენ ს. რადჩენკო, პ. ზაპოროჟეცი, [[კრჟიჟანოვსკი, გლებ|გ. კრჟიჟანოვსკი]] და სხვები. ლენინმა კავშირი დაამყარა აგრეთვე მოწინავე მუშებთან ([[შელგუნოვი, ვასილი|ვ. შელგუნოვი]], [[ბაბუშკინი, ივანე|ი. ბაბუშკინი]], ვ. კნიაზევი, ნ. მერკულოვი და სხვები). ლენინმა პირველმა დასახა მუშათა წრეებში მარქსიზმის გავრცელებიდან ფართო მასებში რევოლუციის აგიტაციაზე გადასვლის ამოცანა.
 
[[1894]] წელს ლენინმა დაწერა „<nowiki/>[[«რანი არიან "ხალხის მეგობრები" და როგორ ომობენ ისინი სოციალ-დემოკრატების წინააღნდეგ?»|რანი არიან „ხალხის მეგობრები“ და როგორ ომობენ ისინი სოციალ-დემოკრატების წინააღნდეგ?]]<nowiki/>“, ხოლო იმავე წლის დამლევს და [[1895]] დამდეგს — „ნაროდნიკობის ეკონომიური შინაარსი და მისი კრიტიკა ბატონ სტრუვეს წიგნში (მარქსიზმის ასახვა ბურჟუაზიულ ლიტერატურაში)“. ლენინმა ამ ნაშრომებში ამხილა ნაროდნიკების [[სუბიექტივიზმი]] და „ლეგალური მარქსისტების“ [[ობიექტივიზმი]], განავითარა რევოლუციაში „მუშათა კლასის ჰეგემონიისა“ და მუშათა და გლეხთა კავშირის იდეა, დაასაბუთა რუსეთში ახალი ტიპის პროლეტარული პარტიის შექმნის აუცილებლობა.
 
[[1895]] აპრილში ლენინი საზღვარგარეთ გაემგზავრა, რათა კავშირი დაემყარებინა „შრომის განთავისუფლების“ ჯგუფთან და გასცნობოდა [[დასავლეთ ევროპა|დასავლეთ ევროპის]] მუშათა მოძრაობას. [[შვეიცარია]]ში ლენინი პირველად შეხვდა [[პლეხანოვი, გიორგი|გ. პლეხანოვს]] და მისი ჯგუფის წევრებს. ისინი შეთანხმდნენ გამოეცათ კრებული სახელწოდებით „რაბოტნიკი“. შვეიცარიიდან ლენინი გაემგზავრა [[პარიზი|პარიზში]], შემდეგ [[ბერლინი|ბერლინში]]. [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] გაიცნო [[ლაფარგი, პოლ|პ. ლაფარგი]], [[გერმანია]]ში — [[ლიბკნეხტი, ვილჰელმ|ვ. ლიბკნეხტი]] და სხვა. [[1895]] წლის 7 სექტემბერს ლენინი რუსეთში დაბრუნდა. პეტერბურგში ჩასვლამდე ლენინი იყო [[ვილნო]]ში, [[მოსკოვი|მოსკოვსა]] და [[ორეხოვოზუევო]]ში, სადაც კავშირი დაამყარა ადგილობრივ სოციალ-დემოკრატებთან. [[1895]] შემოდგომაზე ლენინმა პეტერბურგის ყველა მარქსისტული მუშათა წრე გააერთიანა ერთ ორგანიზაციად, რომელსაც პეტერგურგის [["მუშათა კლასის განთავისუფლებისათვის ბრძოლის კავშირი"]] ეწოდა. ორგანიზაციაში შედიოდნენ ა. ვანეევი, გ. კრეჟინოვსკი, [[კრუპსკაია, ნადეჟდა|ნ. კრუპსკაია]], ლ. მარტოვი, ა. პოტრესოვი, ს. რადჩენკო და სხვა.
ხაზი 65:
 
== იდეოლოგიური წვლილი ==
ვლადიმერ ლენინი [[მარქსიზმი]]ს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თეორეტიკოსია. მის ნაშრომებში დიდი ადგილი ეთმობა კაპიტალისტური სისტემის შინაგანი წინააღმდეგობების ანალიზს იმ ისტორიული პერიოდში როცა ლენინი აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში. მან განავითარა "იმპერიალიზმის„იმპერიალიზმის, როგორც კაპიტალიზმის უმაღლესი სტადიის"სტადიის“ თეორია, განსაკუთრებული სიმწვავით წარმოაჩინა კაპიტალისტების გლობალური პოლიტიკა, რომელიც ძირითადა მოგებაზე იყო ორიენტირებული. არსებული სისტემის რღვევისათვის ლენინმა მართებულად მიიჩნია რუსეთში მეფის ხელისუფლების დამხობა და რუსეთის პირველი მსოფლიო ომიდან გამოყვანა, რათა ქვეყანა საბოლოოდ გათავისუფლებულიყო დასავლური კაპიტალის მონობისგან. მისი აზრით, რადიკალური ცვლილებები სხვა ქვეყნებსაც უნდა შეხებოდა, რასაც საბოლოო ჯამში კაპიტალიზმის კრახი უნდა მოჰყოლოდა.
 
აღსანიშნავია ლენინის როლი მარქსისტული ფილოსოფიის განვითარებაში. მისი ძირითადი ფილოსოფიური ნაშრომია „<nowiki/>[["მატერიალიზმი და ემპირიოკრიტიციზმი"|მატერიალიზმი და ემპირიოკრიტიციზმი]]<nowiki/>“, სადაც განხილულია მარქსიზმის ფილოსოფიური საფუძვლები და გაკრიტიკებულია სხვა ფილოსოფიური სკოლების თეორიები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ლენინის მიერ მარქსისტული დიალექტიკის დალაგება და მისი როგორც შემეცნების მეთოდად წარმოჩენა. [[დიალექტიკური მატერიალიზმი]] საბჭოთა კავშირის ოფიციალური ფილოსოფია გახდა და დასავლურ სამყაროსთან იდეოლოგიური ბრძოლის იარაღად იქცა
 
საბჭოთა კავშირის პირველი მეთაური, ვლადიმერ ლენინი, კარლ მარქსის მიმდევარი იყო, რომელიც [[ქრისტიანობა]]ს ჩაგვრის იარაღად აღწერდა. რელიგიას მარქსი „ხალხის ოპიუმს“ უწოდებდა, ლენინმა კი მოგვიანებით განაცხადა: „ყოველი რელიგიური იდეა, ყოველი იდეა ყოველგვარ ღმერთუკას შესახებ, . . . ყოვლად წარმოუდგენელი სიბილწეა“.