პაოლო იაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
(დაემატა კატეგორია:იაშვილები გაჯეტ HotCat-ით)
No edit summary
პაოლოს დედა, ბაბილინე ბარონის ასული მდივანი კეთილშობილი, სათნო, ღრმად მორწმუნე და სტუმართმოყვარე ქალი ყოფილა. მამა, ჯიბრაელ (ჯიბო) დავითის ძე იაშვილი, წოდებით აზნაური, მთელ დასავლეთ საქართველოში ფრიად ცნობილი პიროვნება, [[კიევი|კიევში]] განსწავლული პროვიზორი იყო.
 
საკმაოდ შეძლებულ, მრავალშვილიან ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ პაოლოს მეგობრები. ჯიბოს, სახელგანთქმულ ფარმაცევტს, ორსართულიანი სახლი ჰქონდა აგრეთვე ქუთაისშიც. სწორედ აქ ედო ბინა შემდგომში პაოლოს რედაქტორობით გამოცემულ ჟურნალებს - "„<nowiki/>[[ოქროს ვერძი]]"<nowiki/>“ და "„<nowiki/>[[ცისფერი ყანწები]]"<nowiki/>“.
 
პაოლოს გარდა, ჯიბრაელს ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყოლია. ერთი ვაჟი [[1924]] წელს დაუხვრეტიათ, პაოლო როგორც ცნობილია, [[1937]] წელს გარდაიცვალა, მესამე კი [[1940]] წელს გადაუსახლებიათ.
 
===განათლება===
[[1900]] წლის 1 სექტემბრიდან პაოლო იაშვილი მშობლებმა [[ქუთაისის კლასიკური გიმნაზია|ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში]] მიაბარეს. მასთან ერთად სწავლობდნენ „<nowiki/>[[ცისფერყანწელები|ცისფერყანწელთა]]<nowiki/>“ მომავალი ლიტერატურული ჯგუფის გამოჩენილი წარმომადგენლები: [[ვალერიან გაფრინდაშვილი]] და [[ტიციან ტაბიძე]]. კლასიკური გიმნაზიის მოწაფეთა ისედაც მძლავრი ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთება კიდევ უფრო გაძლიერდა [[1905 წლის რევოლუცია|1905 წლის რევოლუციის]] მოახლოების შედეგად.
 
[[1911]] წლიდან პოეტმა სწავლა განაგრძო [[ანაპა]]ში - კერძო გიმნაზიაში. [[1913]] წელს პაოლო [[პარიზი|პარიზში]] გაემგზავრა და [[ლუვრი|ლუვრთან]] არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში შევიდა. პარიზში გატარებულმა დრომ, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი როლი შეასრულა პაოლო იაშვილის დიდ ხელოვანად ჩამოყალიბებაში. იგი განსაკუთრებით გაიტაცა [[სიმბოლიზმი|სიმბოლისტ მწერალთა]] შემოქმედებამ. [[1915]] წელს [[პირველი მსოფლიო ომი|მსოფლიო ომის]] ქარცეცხლსა და ევროპის ქაოსს გამოქცეული პოეტი ქუთაისში მკვიდრდება და აქტიურად ებმება ლიტერატურულ ცხოვრებაში.
 
===მოღვაწეობა ===
[[საქართველოს მწერალთა კავშირი|მწერალთა კავშირი]]ს დაარსების დღიდან პაოლო იაშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა მის საქმიანობაში. მისი საზოგადოებრივი ღვაწლის დახასიათების დროს საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მისი უშუალო რედაქტორობით, ქუთაისში ორი ჟურნალი გამოიცა: "ოქროს„ოქროს ვერძი"ვერძი“ და "ცისფერი„ცისფერი ყანწები"ყანწები“.
 
1911 წლიდან ბეჭდავს ლექსებს გაზეთ "კოლხიდაში"„კოლხიდაში“. 1912–1913 წლებში, გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, სათავეში უდგას და რედაქტორობს ყოველთვიურ ლიტერატურულ-მხატვრულ ჟურნალ "ოქროს„ოქროს ვერძს"ვერძს“. ამავე წლებში პოეტი გაიტაცა მხატვრობამ. ის გაემგზავრა [[პარიზი|პარიზში]] და შევიდა [[ლუვრი|ლუვრთან]] არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში. პარიზში პოეტი დაუახლოვდა ახალგაზრდა მხატვრებსა და პოეტებს: [[პიკასო]]ს, [[გიიომ აპოლინერი|აპოლინერს]], [[მოდილიანი]]ს და [[ილია ერენბურგი|ერენბურგს]]. ახალგაზრდა პოეტი მხატვრობასთან ერთად სწავლობს ფრანგულ პოეზიას და მაშინდელ ქართულ პრესაშიც ჩანს. ბეჭდავს წერილებსა და თარგმნებს "თემში"„თემში“, "მეგობარში"„მეგობარში“, "თეატრსა„თეატრსა და ცხოვრებაში"ცხოვრებაში“, "კოლხიდაში"„კოლხიდაში“ და სხვა ჟურნალებსა და გაზეთებში. პოეტი არ გაჰყოლია მხატვრობას, მაგრამ ჩვენ შემოგვრჩა მის მიერ კალმით შესრულებული ავტოპორტრეტი და მეგობრების ნიღაბთა ჩანახატები. იაშვილი პარიზში შეხვედრია [[კონსტანტინე ბალმონტი|კონსტანტინე ბალმონტს]] და უჩუქნია მისთვის "„<nowiki/>[[ვეფხისტყაოსანი]]"<nowiki/>“. პაოლო იაშვილი [[პირველი მსოფლიო ომი]]ს დროს ბრუნდება პარიზიდან სამშობლოში. 1915 წელს, [[ტიციან ტაბიძე|ტ. ტაბიძესთან]], [[ვალერიან გაფრინდაშვილი|ვ. გაფრინდაშვილთან]], [[კოლაუ ნადირაძე|კ. ნადირაძესთან]], [[სანდრო ცირეკიძე|ს. ცირეკიძესთან]], ლ. ჯაფარიძესთან, ივ. ყიფიანთან და სხვა ახალგაზრდა პოეტებთან ერთად აარსებს "ცისფერი„ცისფერი ყანწების"ყანწების“ ორდენს და 1916 წლიდან რედაქტორობს ამავე სახელწოდების ალმანახს.<ref>პაოლო იაშვილი. გამომც. ნაკადული, თბილისი 1975. გვ. 596–598</ref>
 
პაოლო იაშვილი გულწრფელად მიემხრო [[რუსეთ-საქართველოს ომი (1921)|საქართველოს გასაბჭოებას]] და დაწერა ამ ფაქტისადმი მიძღვნილი სახოტბო ლექსი „ახალ საქართველოს". 1924 წელს [[ჭიათურა]]ში დახვრიტეს მისი ძმა [[1924 წლის აგვისტოს აჯანყება]]ში მონაწილეობისთვის. ამან მისი გაორება გამოიწვია. 1927 წელს პაოლო არჩეული იყო სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრობის კანდიდატად და თბილისის საბჭოს წევრად, ხოლო 1934 წელს – ამიერკავკასიის ცაკის წევრად. დაჯილდოებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით.<ref>პაოლო იაშვილი. გამომც. ნაკადული, თბილისი 1975. გვ. 599</ref>იაშვილს ბევრი მეგობარი ჰყავდა პარტიულ წრეებში, რომლებიც 1937 წლის რეპრესიების დროს დააპატიმრეს. თავად მასაც დაუსრულებლად იბარებდნენ ჩეკაში დაკითხვებზე.
===მსხვერპლი===
 
ქართველ მწერალთაგან პირველი, რომელიც [[რეპრესიები საბჭოთა კავშირში|რეპრესიებმა]] შეიწირეს, პაოლო იაშვილი იყო. ეს ტრაგედია მოულოდნელი არ ყოფილა. იგი საკამაოდ დიდი ხნის მანძილზე, ნელ-ნელა და თანდათანობით მზადდებოდა. გარდა შემოქმედებითი დისკუსიებისა, რომელიც ბოლო ხანს პაოლოს უმართავდნენ ხოლმე "იდეოლოგიური„იდეოლოგიური მავნებლობის"მავნებლობის“ გამო, მკაცრად აკრიტიკებდნენ ახლო ურთიერთობისათვის "ხალხის„ხალხის გამომჟღავნებულ მტრებთან"მტრებთან“: ჯიქიასთან, ლომინაძესთან, ელიავასთან, აღნიაშვილთან. ხშირად იმართებოდა სხდომები, სადაც მწერალთა კავშირის პრეზიდიუმი მსჯელობდა პოეტის "მოღალატებრივ„მოღალატებრივ საქმიანობაზე"საქმიანობაზე“. ბრალმდებლებად იქცნენ ძველი მეგობრები თუ თანამოაზრენი, ზიზღნარევი აღშფოთებით გმობდნენ "ხალხის„ხალხის მტრისა და დივერსანტის"დივერსანტის“ საქციელს და კატეგორიულად უსვამდნენ საკითხს, თუ მართალი ხარ-დაგვიმტკიცეო. ასე თანდათანობით მზადდება საფუძველი პაოლო იაშვილის ტრაგედიისათვის. იაშვილის საჯარო გაკიცხვაზე უარი თვქვა ტიციან ტაბიძემ და ამის გამო თავად გახდა რეპრესიების მსხვერპლი.
 
{{ციტატა|ხავერდოვან თვალებში განუშორებელი სევდა ჩაუდგა. იშვიათად თუ ვხვდებოდით, ისიც მწერალთა სასახლეში ან მაჩაბლის ქუჩაზე. ასე ზეზეულად ჩაქრა მისი მჩქეფარე სიცოცხლე|შალვა აფხაიძე}}
 
თუმცა პაოლო იაშვილმა დაპატიმრებას დაასწრო და მწერალთა სახლში, 1937 წლის 22 ივლისს თავი მოიკლა. მწერალთა სასახლეში დატრიალებული ტრაგედიით სულშეძრულ და აცრემლებულ [[მიხეილ ჯავახიშვილი|მიხეილ ჯავახიშვილს]] უთქვამს: "ნამდვილი„ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა, ყველას გვაჯობა"-ოგვაჯობა“. საბჭოთა ხელისუფლებამ, სხვა რომ ვერაფერი იღონა, მკვდარი პოეტიც არ დაინდო და მას სასამართლო მოუწყო
 
{{ციტატა|კონსტატირება გაუკეთდეს, რომ პაოლო იაშვილის, გამოაშკარავებული ჯაშუშის და ხალხის მტერის, თვითმკვლელობა არის პროვოკაციული ქმედება პარტიისა და საბჭოთა წყობის წინააღმდეგ და ამის გამო იგი დასაფლავდეს, როგორც ხალხის მტერი... ლავრენტი ბერიას დაევალოს საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის პრეზიდიუმს მიაწოდოს ინფორმაცია პაოლო იაშვილის კოტრრევოლუციურ, ჯაშუშურ და მავნებლურ საქმიანობაზე|<ref>საქართველოს კომუნისტური პარტიის ბიუროს სხდომა 23 ივლისი, 1937, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველო, მე-2 განყოფილება, ფონდი 14, აღწერა N11, საქმე N8 გვ 58.</ref>}}
ანონიმური მომხმარებელი