ძველი ჩინეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
37.232.112.162-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა AbandonerBot-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
 
ხაზი 1:
{{ვიკიფიცირება}}
{{წყარო}}
[[მსოფლიო]] ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი კერა [[ჩინეთი]] აღმოსავლეთდა ცენტრალურ [[აზია]]ში მდებარეობს. დასავლეთი [[ჩინეთი]] მთიანი მხარეა, რომლის ძირითადი ნაწილი [[ტიბეტი]]ს მაღალ ზეგანს უკავია. აღმოსავლეთი ჩინეთი ზღვისპირამდე გადაჭიმულ დაბლობს წარმოადგენს. ტიბეტის ზეგნიდან იღებენ სათავეს და დაბლობის გავლით ზღვას ერთვიან ჩინეთის ორი დიდი წყალუხვი მდინარე, [[ხუანხე]] და [[იანძი]]. სამხრეთით და დასავლეთით ჩინეთს [[ინდოეთი]]საგან [[ჰიმალაი]]ს მაღალი მთები გამოყოფენ. უძველესი ხანის დასავლეთ ჩინეთისა და ინდოეთის მოსახლეობის საქმიანობა, მათი შრომის იარაღები, სამეურნეო კულტურები ძალზე წააგავდნენ ერთმანეთს. მათ ერთი და იგივე ჯიშის შინაური ცხოველები ჰყავდათ. მსგავსებასთან ერთად იყო განსხვავებებიც: ჩინელებმა, პირველებმა მსოფლიოში, აბრეშუმის ჭიის შრომის საიდუმლოება გაითავისეს. მათ აბრეშუმის ძაფის მიღების მიღებისა და გამიყენებისგამოყენების რთული სისტემაც შექმნეს. კულტურული მცენარეებიდან ჩინეთში დიდი მიწონებითმოწონებით სარგებლობდა ჩაი, რომელსაც სამკურნალო დანიშნულებაც ჰქონდა.
ჩინეთის სახელმწიფოს წარმოქმნა და განვითარების თავისებურებანი. ქრ.შ-მდე მეორე ათასწლეულის მეორე ნახევარში ხუანხეს აუზში ჩინეთის პირველი სახელმწიფო შეიქმნა. მას მეფე მართავდა. მეფის ძალაუფლება მემკვიდრეობით გადაიცემოდა. ამ დროისთვის მიწების უმეტესი ნაწილი მეფეს, მთავრებს, მოხელეებსა და ქურუმებს ეკუთვნოდა. ადგილობრივი მთავრები, ხშირად, მეფის უზენაესობას არ ცნობდნენ. ამიტომ წარმოქმნილი [[სახელმწიფო]] მტკიცე არ იყო.
გლეხებს სათემო მიწები უნაწილდებოდათ. ისინი შემოსავლის განსაზღვრულ ნაწილს სახელმწიფოს უხდიდნენ.
უძველესი [[ჩინეთი]]ს ისტორიისათვის დამახასიათებელია [[სამთავრო]]თა შორის ხელისუფლებისათვის გაუთავებელი სისხლიანი ბრძოლები. გამარჯვებული [[მეფე]]-მთავარი ახალ კანონებს და [[საგადასახადო სისტემა]]ს აწესებდა.
 
ქრ.შ-მდე მესამე საუკუნეში ხელისუფლებისათვის ბრძოლა ცინის სამეფოს გამარჯვებით დამთავრდა. მისმა [[მეფე]]მ თავი გამოაცხადა, როგორც [[ცინ შიხუანდი]], რაც ნიშნავდა "ცინის„ცინის პირველ მმართველს"მმართველს“ ანუ იმპერატორს. [[იმპერატორი]]ს სამფლობელოს, სახელმწიფოს კი [[იმპერია]] ეწოდა. ამიერიდან უძველესი ჩინეთის სახელმწიფო იმპერიად მოიხსენიებოდა, მისი მმართველები კი [[იმპერატორი|იმპერატორად]].
 
იმპერიის სახელწოდებიდან "ცინი"„ცინი“ წარმოდგა [[ჩინეთი]]ს ქართული დასახელების ძირი "ჩინ"„ჩინ“. ამ დროისთვის იქმნება ხმელეთით ჩინეთის [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა]] და [[შავი ზღვა|შავ ზღვებთან]] დაკავშირებული "„<nowiki/>[[აბრეშუმის დიდი გზა]]"<nowiki/>“, რომლის ერთი ბოლო [[საქართველო]]ზე გადიოდა.
მომთაბარე ტომების შემოსევებისაგან ცინის იმპერიის ჩრდილო საზღვრის დაცვის მიზნით [[იმპერატორი]]ს ბრძანებით აიგო "„<nowiki/>[[ჩინეთის დიდი კედელი]]"<nowiki/>“.
ქრ.შ-მდე მეორე საუკუნიდან სამთავროთა ბრძოლებმა ახალი ზალითძალით იფეთქა. არაჩვეულებრივი სისწრაფით ცვლიდნენ ერთმანეთს მმართველები და იმპერატორები, იწერებოდა ერთიმეორეზე მკაცრი კანონები, იზრდებოდა გადასახადები. შექმნილმა ვითარებამ ძალიან გააუარესა გლეხების, ხელოსნებისა და მეფის ჯარში მომსახურეთა მდგომარეობა.
 
ქრ.შ-დან პირველ-მესამე საუკუნეებში მრავალრიცხოვანმა და ზლიერმა სახალხო აჯანყებებმა არაერთხელ დაარღვიეს იმპერატორთა, მთავართა და მიწათმფლობელთა სიმშვიდე. მდგომარეობას ართულებდა ჩინელ მოხელეთა ბრძოლა თანამდებობისა და სიმდიდრისათვის. ამას დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან უცხო ტომთა ხშირი შემოტევებიც ემატებოდა. ქრ.შ-დან მესამე საუკუნეში ერთიანი [[ჩინეთი]] სამთავროებად დაიშალა.
ხაზი 16:
==დიდი კედელი და დიდი გზა==
 
ქრ.შ-მდე მეოთხე საუკუნეში ჩინელებმა, ჩრდილოეთიდან მომთბარე ტომების შემოტევებისაგან საზღვრების დაცვის მიზნით, [[ციხესიმაგრე]]ები ააგეს. იმპერატორ [[ცინ შიხუანდი]]ს ბრძანებით ციხეები ერთმანეთთან კედლებით შეაერთეს. ასე წარმოიშვა "„<nowiki/>[[ჩინეთის დიდი კედელი]] "<nowiki/>“. მისი სიგრძე 4 ათას კილომეტრს აღწევდა, სიმაღლე 7 მეტრი, სიგანე კი 6,5-5,5 მეტრი იყო. ამ [[ისტორია|ისტორიული]] კედლის ნაწილებმა ჩვენამდე მოაღწია და მნახველს დღესაც აოცებს თავისი სიდიადითა და მასიურობით.
 
[[ჩინეთი]]ს მეტად ძვირადღირებული [[აბრეშუმი]] იმდროინდელი სამყაროს ქვეყნებში დიდი მოწონებით სარგებლობდა. სწორედ ამიტომ ქრ.ს-მდე მეორე საუკუნეში ჩინელებმა სავაჭრო გზა გაიყვანეს. იგი ქალაქ სიანში იწყებოდა და დასავლეთისაკენ სამხრეთისა და ჩრდილოეთის განშტოებით მიემართებოდა. სამხრეთის განშტოება [[სპარსეთი]]ს, [[მესოპოტამია|მესოპოტამიის]], [[ფინიკია|ფინიკიის]] მიწა-წყალს გაივლიდა და ქალაქ ტვიროსში მთავრდებოდა. [[ჩრდილოეთი]]ს განშტოების მარშრუტი კი შემდეგი იყო: [[კასპიის ზღვა]]-[[ამიერკავკასია]]-მდ. მტკვარი-[[სურამი]]ს უღელტეხილი-მდ.[[ფაზისი]] (რიონი) -ქალაქი [[ფაზისი]]- [[შავი ზღვა]]. აქედან ჩრდილოეთის განშტოება ზღვით დასავლეთისაკენ მიემართებოდა. ამ სავაჭრო გზას "„<nowiki/>[[აბრეშუმის დიდი გზა]]"<nowiki/>“ ეწოდებოდა. ასე შემოვიდა [[აბრეშუმი]] [[საქართველო]]ში.
 
==ლითონის ჩინური ფული==
ხაზი 26:
==წითელწარბიანების აჯანყება==
 
[[ჩინეთი|ჩინეთში]] ქრ.შ-დან 15 წელს [[იმპერატორი]]ს ჯარის ნაწილები აჯანყდნენ. მეფისმორჩილი ჯარისკაცებისგან განსხვავების მიზნით, აჯანყებულები წარბებს წითლად იღებავდნენ. ამიტომ მათ "„<nowiki/>[[წითელწარბიანები]]"<nowiki/>“ ეწოდათ. "წითელწარბიანებს"„წითელწარბიანებს“ მალე გაღატაკებული და უკმაყოფილო მოსახლეობაც შეუერთდა. აჯანყება მთელ ჩინეთს მოედო. ქრ.შ-დან 25 წელს "წითელწარბიანებმა"„წითელწარბიანებმა“ მოკლული [[იმპერატორი]]ს მაგივრად თავისი თანამებრძოლი, უბრალო მწყემსი გაამეფეს. ამ დროისთვის აჯანყებულთა გამარჯვებებით შეშინებულმა მიწათმფლობელებმა მძლავრი ჯარი შექმნეს და რამდენიმე ბრძოლის შედეგად "წითელწარბიანთა"„წითელწარბიანთა“ აჯანყება სასტიკად ჩაახშეს.
 
[[კატეგორია:ჩინეთის ისტორია]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ძველი_ჩინეთი“-დან