ოძრხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 1:
{{მმ*|ოძრხე (მრავალმნიშვნელოვანი)}}
'''ოძრხე''', ''ოძრახე'' — ისტორიული ციხე-ქალაქი სამხრეთ [[საქართველო]]ში (ახლანდელი [[ადიგენის მუნიციპალიტეტი]]), დაბა [[აბასთუმანი (დაბა)|აბასთუმნის]] მახლობლად, მდინარე [[ოცხე (მდინარე)|ოცხისწყლის]] მარჯვენა ნაპირზე. დგას 2 წყალგამყოფ მაღალ კლდოვან ქედზე. დარაჯობდა ოძრხისა და [[კუცხანაკურცხანა|კურცხალისწყლის]] ხევებზე გამავალ გზას.
 
„[[ცხოვრება ქართუელთა მეფეთა|ცხოვრება ქართუელთა მეფეთას]]“ („[[ქართლის ცხოვრება]]“) თანახმად, ოძრხე საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი ყოფილა. დაუარსებია ქართველთა ერთ-ერთ ლეგენდარულ ეთნარქს, [[ოძრხოსი|ოძრხოსს]]. [[მეფე]] [[ფარნავაზი]]ს დროიდან (ძვ. წ. III საუკუნის I ნახევარი) [[სამცხე|სამცხისა]] და [[აჭარა|აჭარის]] ერისთავის რეზიდენცია იყო. მეფე [[ვახტანგ გორგასალი|ვახტანგ გორგასლის]] (V საუკუნე) სიკვდილის შემდეგ — სამეფო ოჯახის საზამთრო რეზიდენცია. VIII საუკუნის 30-იანი წლებისათვის ოძრხეს უკვე აღარ ჰქონდა ადრინდელი მნიშვნელობა. XI საუკუნეში მეფე [[ბაგრატ IV (საქართველოს მეფე)|ბაგრატ IV-მ]] გავლენიან ფეოდალს — [[სულა კალმახის ერისთავი|სულა კალმახელს]] უბოძა. [[1191]] წელს [[თამარ მეფე|თამარ მეფის]] წინააღმდეგ აჯანყებულმა ფეოდალებმა გადაწვეს. XVI საუკუნეში საქართველოს სხვა ტერიტორიის ნაწილთან ერთად [[ოსმალეთი|ოსმალეთმა]] მიიტაცა; იყო ოსმალური ადმინისტრაციული ერთეულის, ახალციხის ლივის, ერთ-ერთი ნაჰიეს ცენტრი, შემდგომში — მცირე დაბა. უფრო გვიან გაუკაცრიელდა. ციხის სიგრძეა დაახლოებით 50 მ, სიგანე 15 მ. აქვს 2 მრავალსართულიანი კოშკი. კედლები ნაგებია ფლეთილი ქვებით, წყობაში ჩანს სხვადასხვა პერიოდის გადაკეთების კვალი. მდინარე ოძრხისწყლის ქვემოთ კარგი სამიწათმოქმედო რაიონია, რომელიც ადრიდანვე იყო ათვისებული. აქ რამდენიმე [[ნამოსახლარი]] გორაა, რომელთაგან ერთს ზადენ-გორა ჰქვია.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოძრხე“-დან