პავლე კანდელაკი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, აქვე ეზიარა სასცენო ხელოვნებას. [[1920]] წელს ჩაირიცხა [[თბილისის უნივერსიტეტი]]ს აგრონომიულ ფაკულტეტზე, [[1922]] წელს გადადის [[ფაღავას სტუდია|აკაკი ფაღავას დრამატულ სტუდიაში]], რომლის დამთავრების შემდეგ 1924–1930 წლებში [[რუსთაველის თეატრი]]ს მსახიობია. ამავე დროს ვოკალური ხელოვნებას ეუფლება [[ოლღა ბახუტაშვილ-შულგინა]]ს ხელმძღვანელობით [[თბილისის კონსერვატორია]]ში მონაწილეობს დრამატულ და საოპერო სპექტაკლებში. ბრუნდება უნივერსიტეტში და [[1931]] წელს ამთავრებს იურიდიულ ფაკულტეტს.
 
[[1930]] წელს პავლე კანდელაკი ადმინისტრაციულ სამუშაოზეა. [[საქფილეგთი]]ს დირექტორი, ხელოვნების სამმართველოს უფროსის მოადგილე, კულტსაგანამანათლებლო დაწესებულებათა საქმეთა კომიტეტის თავჯდომარისთავმჯდომარის მოადგილე. 1951–1952 წლებში პარალელურად ასრულებდა [[თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი]]ს დირექტორის მოვალეობას. შემდეგ რუსთაველის თეატრის, ხოლო [[1956]] წლიდან [[გრიბოედოვის თეატრი]]ს დირექტორია. ამ პერიოდში პ. კანდელაკი საქართველოს კინემატოგრაფიის, შემდეგ [[საქართველოს კულტურის სამინისტრო|კულტურის მინისტრი]]ს მოადგილეცაა.
 
[[1962]] წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო [[საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა|კ. მაქსის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა)]] დირექტორი. დაჯილდოვებული იყო „[[შრომის წითელი დროშის ორდენი|შრომის წითელი დროშის]]“, „[[საპატიო ნიშნის ორდენი|საპატიო ნიშნის]]“ ორდენებითა და მედლებით.