გუარამიდები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 2:
[[ფაილი:TABLE OF THE KINGS AND PRINCES OF IBERIA FROM THE SIXTH TO THE NINTH CENTURY (Iberia between Chrosroid and Bagratid Rule by Cyril Toumanoff, Page 80).jpg|thumb|right|275 px|[[იბერია|იბერიის]] მეფეთა და [[ქართლის საერისმთავრო|ერისმთავართა]] გენეალოგიური ცხრილი VI-დან IX საუკუნემდე, [[კირილ თუმანოვი|კირილ თუმანოვის]] მიხედვით.]]
== ისტორია ==
ეს შტო წარმოიშვა ლეოსგანლეონისგან<ref>[https://ia600304.us.archive.org/4/items/IberiageorgiaBetweenChosroidAndBagratidRule/Toumanoff_SCCH04_Iberia.pdf Iberia between Chrosroid and Bagratid Rule] by Cyril Toumanoff. This study appears as part IV of Toumanoff's Studies in Christian Caucasian History (Georgetown, 1963), TABLE OF THE KINGS AND PRINCES OF IBERIA FROM THE SIXTH TO THE NINTH CENTURY and Bibliography.</ref>, იბერიის მეფე ვახტანგ I-ის და მისი მეორე მეუღლის, ბიზანტიის იმპერატორის ნათესავის, ელენეს ძისგან (485/6). ლეომ და მისმა ძმამ მიჰრდატმა მიიღო იბერიის სამეფოს დასავლეთ ნაწილი, [[კლარჯეთის საერისთავო|კლარჯეთის]], [[ოძრხე|ოძრხეს]] და [[წუნდა|წუნდის]] დასავლეთის ნახევრის ჩათვლით, თუმცა, მალე მათ, უფროსი ხოსროიდული ხაზის მიერ წაერთვათ ხელისუფლება და დარჩნენ კლარჯეთის და [[ჯავახეთი|ჯავახეთის]] ერისმთავრებად. დაწყებული ლეოს შვილიდან, გუარამ I-დან (588–590 წ.წ.), ამ საგვარეულო სახლის წევრები იყვნენ მმართველი იბერიის ერისმთავრები 588–627, 684–748 და 779/780–786 წ.წ. სამ მათგანს ბიზანტიის საიმპერატორო კარისგან კურაპალატის უმაღლესი ტიტული მიენიჭა, რაც ჩვეულებრივი პატივისცემის გამომხატველ მეგობრულ ჟეშტს წარმოადგენდა უცხოელი მმართველებისთვის.
 
გუარამიდები ქორწინების გზით დაკავშირებული იყვნენ წამყვან ქართულ საბატონო ოჯახებთან – [[ხოსროიდები|ხოსროიდებთან]], [[ნერსიანიდები|ნერსიანიდებთან]] და [[ბაგრატიონები|ბაგრატიონებთან]]. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, [[გუარამ III|გუარამ III-ის]] (779/780-786) ქალიშვილის ქორწინებამ, ბაგრატუნის დევნილ უფლისწულ ვასაკთან, ახალი ბაგრატიონთა დინასტია წარმოშვა, რომელიც შემდგომში გახდა ბოლო და ყველაზე ხანგრძლივი მმართველი ოჯახი საქართველოში. გუარამიდების ხაზის გაუჩინარებამ VII საუკუნის ბოლოს საშუალება მისცა მათ ბიძაშვილებს, ბაგრატიდებს, მიეღოთ თავისი მემკვიდრეობა გუარამიდების ყოფილი საკუთრებიდან, როგორც კი ისინი თვითონ მოვიდნენ ხელისუფლებაში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გუარამიდები“-დან