'''ვესტერნი''' ({{lang-en|Western}}) — ჟანრი [[კინო]]ში, ტელევიზიაში, რადიოსა და ხელოვნების სხვა დარგებში, რომელშიც მოქმედება ვითარდება XIX საუკუნის [[ამერიკის შეერთებული შტატები]]ს ძველ დასავლეთში (American Old West).
პირველად ტერმინი ,,ვესტერნი”„ვესტერნი“ გამოყენებული იყო ოქსფორდის ინგლისურ ლექსიკონში ფილმის The Fight at the Mill (1912) აღსაწერად. ეს ტერმინი წარმოქმნილია ინგლისური სიტყვიდან west - დასავლეთი (ვესტერნი ერთადერთი კინოჟანრია, რომელმაც საკუთარი სახელი გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან მიიღო). ვესტერნი, როგორც ცნება, ძალზე ტევადია: ეს შეიძლება იყოს ეპიკური ტილო რკინიგზის მშენებლობის შესახებ, ყამირი მიწების ათვისების შესახებ, შეიძლება იყოს მიუზიკლი, დრამა, კომედია, დეტექტივი, საშინელებათა ფილმი, ფანტასტიკა და ა.შ. ეს თავისთავად მეტყველებს ამ ჟანრის პოტენციალზე.
პირველ ვესტერნად ედვინ პორტერის მიერ 1903 წელს გადაღებული „მატარებლის დიდი ძარცვა“ ითვლება.
,,მატარებლის„მატარებლის დიდი ძარცვა"ძარცვა“ მიჩნეულია არა მარტო პირველ ვესტერნად, არამედ პირველ ფილმად, რომელსაც გამართული სიუჟეტი ჰქონდა. ამის გარდა, პორტერმა დაამკვიდრა პარალელური მონტაჟი და ამით გადატრიალება მოახდინა კინოხელოვნებაში. მონტაჟის ეს ნაირსახეობა ერთდროულად გვიჩვენებს ორ ან მეტ დამოუკიდებელ მოქმედებას, რომელიც ერთ უწყვეტ მთლიანობად აღიქმება.
ამის შემდეგ, ჟურნალ Life„Life-ისის“ თქმით, ვესტერნი მსოფლიო მასშტაბით იქცა ორიგინალურ ამერიკულ ხალხურ ოპერად (სხვანაირად მას ცხენის ოპერასაც უწოდებენ). ამერიკულ კინემატოგრაფში არ არსებობს სხვა კინოჟანრი, ასე მჭიდროდ რომ იყოს დაკავშირებული საკუთარი ქვეყნის ისტორიასთან. “ამერიკულმა„ამერიკულმა კულტურამ მოგვცა ორი უნიკალური ჟანრი: ჯაზი და ვესტერნი”ვესტერნი“,_თქვა ცნობილმა მსახიობმა და რეჟისორმა კლინტ ისთვუდმა.
ამ ჟანრის გმირები ძირითადად არიან [[კოვბოი|კოვბოები]] (მწყემსები), წვრილი ფერმერები, შერიფები, ბანდიტები, მექსიკელები, ჯარისკაცები და [[ინდიელები]]<ref>[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=14529 ვესტერნი]. უცხო სიტყვათა ლექსიკონი</ref>.
|