ნეტარი ავგუსტინე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
წაიშალა კატეგორია:წმინდანები გაჯეტ HotCat-ით
No edit summary
ხაზი 17:
დაიბადა სამხრეთ ნუმიდიის პატარა ქალაქ [[ტოგასტა]]ში (თანამედროვე [[სუქარასი]], [[ალჟირი]])<ref>უნივერსალური ენციკლოპედიური ცნობარი, ტ. 2, თბ., 2008 წ. გვ. 351</ref>. მამამისი — პატრიციუსი, წარმართი იყო და მხოლოდ მაშინ მოინათლა, როდესაც ავგუსტინეს 17 წელი შეუსრულდა, რის შემდეგაც მალევე გარდაიცვალა. იგი ცდილობდა, ავგუსტინესთვის კარგი განათლება მიეცა, მაგრამ მისი ზნისა და ხასიათისათვის ყურადღება არასოდეს მიუქცევია. დედას, [[წმინდა მონიკა|მონიკას]], ქრისტიანული აღზრდა ჰქონდა მშობლებისაგან მიღებული და გამოირჩეოდა კეთილი ბუნებითა და სათნო, მშვიდობისმოყვარე ცხოვრებით. საკუთარ შვილს ბავშვობიდანვე ასწავლა და შეაყვარა [[იესო]]ს სახელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ავგუსტინემ ქრისტიანული მოძღვრება უარყო.
 
17 წლის ავგუსტინე კართაგენში გაემგზავრა განათლების მისაღებად, სადაც იგი [[მანიქეიზმი|მანიქეველთა]] გავლენის ქვეშ მოექცა. წმინდა მონიკა უსაზღვროდ დამწუხრებული იყო შვილის მანიქეველობით. მან არ მოისურვა "გზასაცდენილთან"„გზასაცდენილთან“ ერთად ცხოვრება და აღარც ტრაპეზს იყოფდა მასთან. მონიკა ისე დასტიროდა შვილს, როგორც მკვდარს და ლოცულობდა, რათა იგი ღმერთს თავისი სარწმუნოებისაკენ მოექცია.
 
სამშობლოში დაბრუნებულმა ავგუსტინემ [[გრამატიკა|გრამატიკის]] მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 29 წლის, იგი შეხვდა სიკვდილის მახედ წოდებულ მანიქეველ „ეპისკოპოს“ ფავსტუსს. მასთან ურთიერთობისას ავგუსტინემ მანიქეველთა სწავლებაშისწავლებასა და ცხოვრების წესში მრავალი წინააღმდეგობა აღმოაჩინა. ფავსტთან საუბრის შემდეგ ავგუსტინე [[რომი|რომში]] გაემგზავრა. 383 წლიდან მან მანიქევლობა მიატოვა, ამის მიზეზად იქცა ის პასუხგაუცემელი კითხვები, რომლებიც ავგუსტინემ ფავსტუსს დაუსვა. [[387]] წელს, [[აღდგომა]]მდე რამდენიმე დღით ადრე, ავგუსტინე მოინათლა, მთელი თავისი ქონება ქვრივ-ობოლთ დაურიგა და ბერულ მოღვაწეობას შეუდგა.
 
[[391]] წელს ჰიპონიის [[ეპისკოპოსი|ეპისკოპოსმა]] ვალერიმ ავგუსტინეს [[პრესვიტერი]]ს წოდება მიანიჭა. ამ ხარისხით მან დააარსა პირველი ქალთა მონასტერი [[აფრიკა]]ში. [[მავრიტანია]]ში მისი მეცადინეობით აღიკვეთა ადათი, რომლის დროსაც ქალაქის მცხოვრებნი ორ შეიარაღებულ ნაწილად იყოფოდნენ და ერთმანეთს ებრძოდნენ.