ნახიჩევანის სახანო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 104:
სახანოს ტერიტორია თავდაპირველად შედიოდა [[ერევნის სახანო]]ში. 1604 წელს მისი ნაწილის დაპყრობის შედეგად [[ირანი]]ს შაჰმა [[აბას I (ირანი)|აბას I]]-მა დანიშნა ნახჩევანის პირველი მმართველი ([[ხანი]]) თურქმანული ტომის ლიდერი მაქსუდ სულთანი, სახელად „ყანღარლუ“. იმავე წელს ოსმანთა ძალები დაემუქრნენ ოლქს. მაქსუდმა შაჰ აბასის ბრძანებით მოახდინა ნახჩევანის ოლქის მოსახლეობის [[ევაკუაცია]] (მათ შორის სომეხთა (სოფელ [[ჯულფა]]დან), რომლებიც მეორე წელს გადაასახლეს მთლიანად [[ისფაჰანი|ისფაჰანში]]), ქარაჯადაგსა და დეზმარში.
 
სპარსელთა მმართველობა დროებით შეჩერებულ იქნა ოსმანთა ოკუპაციის შედეგად 1635-1636 და 1722-1736 წ.წ. ამ პერიოდში სახანოს მმართველები ოფიციალურად გახდნენ [[აფშარიდები]]. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ექვემდებარებოდა [[ქართლ-კახეთის სამეფო]]ს.
 
რუსეთ-ირანის 1804-1813 წ.წ. ომის შედეგაგ 1808 წელს ხანმოკლე დროით ნახჩევანის ტერიტორია დაიკავა [[რუსეთი]]ს ჯარმა გენერალ გუდოვიჩის სარდლობით, მაგრამ [[გულისტანის ზავი]]თ მოგვიანებით იგი ისევ უკან დაუბრუნდა [[სპარსეთი]]ს იმპერიას.