ნადირ-შაჰი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 85:
1726 წელს სამსახური დაიწყო შაჰ-[[თამაზ II]]-თან. ნადირ-შაჰ წარმატებით ხელმძღვანელობდა ირანელი ხალხის ბრძოლას [[ავღანელები]]სა და [[ოსმალები]]ს წინააღმდეგ, რამაც ძალზე გაზარდა მისი ავტორიტეტი. მან 1732 წელს ტახტიდან ჩამოაგდო თამაზ II, შაჰად გამოაცხადა მისი მცირეწლოვანი შვილი აბას III, თვითონ ჯერ რეგენტი გახდა, [[1736]] წელს კი — ირანის შაჰი. [[1735]] წელს დაამყარა [[ყიზილბაშობა]] [[ქართლის სამეფო]]ში, რამაც 1747 წლამდე გასტანა. 1737—1738 წლებში დალაშქრა [[დიდ მოგოლთა იმპერია]], 1739 წელს აიღო და გაძარცვა [[დელი]]. 1740 წელს დაიპყრო [[ბუხარის სახანო]], რომელიც ვასალურ ქვეყნას აქცია, ხოლო მდინარე ამუდარიის სამხრეთით მდებარე მიწები წაართვა. ამ დროისთვის მან ძლიერების პიკს მიაღწია.
 
შემდეგი წლებიდან დაიწყო ნადირ-შაჰის დასუსტება. 1741 წელს დიდძალი არმიით გაილაშქრა დაღესტანზე, იოლად მიაღწია დარუბანდს, მაგრამ ვეღარ გაუმკლავდა [[ლეკები]]ს პარტიზანულ შეტევებს, ამას დაემატა [[ეპიდემია]], [[დეზერტირობა]] და ნადირ-შაჰი წარუმატებლად დაბრუნდა ისპაჰანში. ამის შემდეგ ნადირ-შაჰმა რამდენიმე ბრძლამოიგო [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]] წინააღმდეგ, მაგრამ ხელშესახებ შედეგებს ვერ მიაღწია.
 
ნადირ-შაჰი ცდილობდა სხვადასხვა [[რელიგია|რელიგიის]] აღმსარებელთა შორის მშვიდობის ჩამოგდებას. [[სპარსული ენა|სპარსულ ენაზე]] ათარგმნინა [[სახარება]], მოციქულთა წიგნები, [[თალმუდი]], ცდილობდა [[შიიზმი|შიიტური ფანატიზმი]]ს განეიტრალებას, ჩამოართვა ქონება მეჩეთებსა და მოლებს და აქცია ის სახელმწიფო საკუთრებად. ზრუნავდა ვაჭრობის და მანუფაქტურის განვითარებაზე. ინდოეთიდან წამოასხა დიდი რაოდენობით ხელოსნები, ცდილობდა კასპიის ზღვასა და სპარსეთის ყურეში კომერციული ფლოტების დაარსებას, ალაგმა ქარავნების მძარცველი ავაზაკები. მიუხედავად ამ მცდელობებისა, დიდი სამხედრო კამპანიები და დანახარჯები აფერხებდა სამოქალაქო მშენებლობებს. გარდა ამისა, კასპიის ზღვაზე ვაჭრობაში ნადირ-შაჰს ეცილებოდა [[რუსეთის იმპერია]], ხოლო სპარსეთის ყურეში ინგლისი. მძიმე საგადასახადო პოლიტიკა იწვევდა დაპყრობილი ხალხების უკმაყოფილებას, მათ შორის იყვნენ [[თეიმურაზ II]] და [[ერეკლე II]], რომლებიც თავდაპირველად ნადირ-შაჰის მხარდაჭერით დაწინაურდნენ აღმოსავლეთ საქართველოში.
 
სახალხო აჯანყებებმა შეარყია ნადირ-შაჰის სახელმწიფოს საფუძვლები. სიცოცხლის ბოლო წლებში შეპრყრობილი იყო [[პარანოია|პარანოიით]]. დააბრმავებინა საკუთარი ვაჟი, ხოლო შემდეგ დააბრმავებინა ის კარისკაცები, რომლებმაც ხელი არ შეუშალეს ვაჟის დაბრმავებაში. ნადირ-შაჰი მოკლეს შეტქმულმა ჯარისკაცებმა [[ხორასანი|ხორასანში]], საკუთარ საწოლ ოთახში.
ნადირ-შაჰი ცდილობდა სხვადასხვა [[რელიგია|რელიგიის]] აღმსარებელთა შორის მშვიდობის ჩამოგდებას. [[სპარსული ენა|სპარსულ ენაზე]] ათარგმნინა [[სახარება]], მოციქულთა წიგნები, [[თალმუდი]], ცდილობდა [[შიიზმი|შიიტური ფანატიზმი]]ს განეიტრალებას, ჩამოართვა ქონება მეჩეთებსა და მოლებს და აქცია ის სახელმწიფო საკუთრებად.
 
სახალხო აჯანყებებმა შეარყია ნადირ-შაჰის სახელმწიფოს საფუძვლები. ნადირ-შაჰი მოკლეს [[ხორასანი|ხორასანში]] შეთქმულებმა.
 
==გალერეა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნადირ-შაჰი“-დან