არისტოკრატი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''არისტოკრატი''' — გვარიშვილობით ან სიმდიდრით პრივილეგირებული [[სოციალური კლასი]]ს წარმომადგენელი.
'''არისტოკრატია''' — არისტოკრატია არის ბერძნული სიტყვა და ითარგმნება როგორც „საუკეთესოს მმართველობა“.
 
ეს არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც წარმოადგენს უმაღლეს [[სოციალური კლასი|სოციალურ კლასს]], იმ [[სოციუმი|სოციუმში]], რომელსაც ჰქონდა [[არისტოკრატია|არისტოკრატიული მმართველობის სისტემა]]. არისტოკრატია ატარებს [[ჰერალდიკა|ჰერალდიკურ]] [[ტიტული|ტიტულებს]], რომლებიც მიღებული აქვთ [[მონარქი|მონარქისგან]]. სოციალურ იერარქიაში ისინი მონარქის ქვემოთ დგანან.
არისტოკრატია წარმოიშვა [[პრეისტორიული საზოგადოება|პრეისტორიული საზოგადოების]] რღვევისა და სოციალური კლასების წარმოშობის შედეგად. ძველ საბერძნეთში არისტოკრატიის გაძლიერებას ხელი შეუწყო უხუცესთა შერჩევამ გვარისს ერთი და იგივე ოჯახებიდან. წარჩინებულთა გვარებმა თანდათან მიითვისეს სახელმწიფო ხელისუფლება. [[პლატონი|პლატონა]] და [[სრისტოტელე]]მ გამოიყენეს ტერმინი [[არიტოკრატია]] არისტოკრატების მიერ დამყარებული მმართველობის აღსანიშნავად და განასხვავეს ის [[დემოკრატია|დემოკრატიისაგან]]. [[მონათნმფლობელობა|მონათმფლობელური]] არისტოკრატიული [[რესპუბლიკა|რესპუბლიკის]] ნიმუშს წარმოადგენდა [[სპარტა]], [[რომის რესპუბლიკა]] და [[კართაგენი]]. სავაჭრო არისტოკრატია იყო გაბატონებული ფეოდალურ ქალაქ-რესპუბლიკა [[ვენეცია]]ში. ბურჟუაზიული რევოლუციების შემდეგ ფეოდალური არისტოკრატია შეერწყა მსხვილ კაპიტალისტთა წრეს და შეინარჩუნა პრივილეგიები. არისტოკრატიის მმართველობის უპირატესობას XVII-XVIII საუკუნეებში ასაბუთებდნენ სპინოზა, [[ტომას ჰობზი]], კანტი, მონტესკიე.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|1|570}}
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://www.heraldica.org/topics/odegard/titlefaq.htm Heraldica: ევროპელი წარჩინებულები, სამეფო, და საიმპერატორო ტიტულები]
 
[[კატეგორია:სახელმწიფო მმართველობის ფორმებიარისტოკრატია]]
[[კატეგორია:ანტიკური ხანა]]