უნივერსიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
188.129.139.47-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა თინა სკალვინი-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
ხაზი 9:
ამ განსაზღვრების გამო მსოფლიოს უძველესი უნივერსიტეტები [[ევროპა]]ში იყო, ვინაიდან აკადემიური ხარისხის გაცემა არ იყო მიღებული [[აზია|აზიისა]] და [[აფრიკა|აფრიკის]] უძველეს სასწავლო დაწესებულებებში. მიუხედავად ამისა, უმაღლესი სასწავლებლები გაცილებით ადრეც არსებობდა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა [[ჩინეთი]], [[ეგვიპტე]] და [[ინდოეთი]].
 
[[აკადემია]] დაფუძნებული ძვ. წ. 387 წელს ბერძენი ფილოსოფოსი [[პლატონი]]ს მიერ აკადემოსში [[ათენი|ათენთან]] ახლოს ასწავლიდა სტუდენტებს [[ფილოსოფია]]ს, [[მათემატიკა]]ს და [[ტანვარჯიში|ტანვარჯიშს]] და მიიჩნევა თანამედროვე ევროპული უნივერსიტეტების წინაპრად. სხვა ბერძნული ქალაქები მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ინსტიტუტებით იყვნენ: [[კოსი]] ([[ჰიპოკრატე]]ს სამშობლო), რომელსაც სამადიცინო სკოლა ჰქონდა და [[როდოსი]], სადაც ფილოსოფიური სკოლები არსებობდა. განთქმული კლასიკური უნივერსიტეტი იყო [[ალექსანდრიის მუზეუმი და ბიბლიოთეკა]].
 
პლატონიდან დაახლოებით ათას წელიწადში თანამედროვე უნივერსიტეტების მსგავსი დაწესებულებები გაჩნდა [[სპარსეთი|სპარსეთში]] და [[ისლამური სამყარო|ისლამურ სამყაროში]], სადაც განსაკუთრებით აღსანიშნავია [[გუნდიშაფურის აკადემია]] და უფრო გვიანდელი [[ალ-აზჰარის უნივერსიტეტი]] [[ქაირო]]ში.
ხაზი 15:
ევროპამდე მრავალი საუკუნით ადრე აზიაში არსებობდა რამდენიმე სასწავლო დაწესებულება, რომელიც მიემსგავსებოდა დასავლური ტიპის უნივერსიტეტებს. მაგ. ადრეულ ჩინურ სახელმწიფოში სახელმწიფო სამსახურისთვის მოხელეები შესარჩევ გამოცდებს აბარებდნენ იმპერიული საგამოცდო და განათლების სისტემის სტანდარტების მიხედვით, რომელიც [[ჰანის დინასტია|ჰანის დინასტიის]] დროს იქნა შემოღებული (ძვ. წ. 206 – 220).
 
უძველესი ქალაქები [[ნალანდა]], [[ვიკრამასილა]], [[კანჩიპურა]] და [[ტაკშასილა]] აღმოსავლეთში განთქმული სასწავლო ცენტრების წარმოადგენდნენ და აქ სტუდენტები მთელი აზიიდან ჩამოდიოდნენ. აღსანიშნავია, რომ ნალანდა [[ბუდიზმი|ბუდისტური]] განათლების უმნიშვნელოვანესი ცენტრი იყო , სადაც სწავლობდნენ ბუდისტები ჩინეთიდან, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან .
 
[[კაროლინგები]]ს პერიოდში, [[შარლემანი]] აყალიბებს შემდგომში სახელგანთქმულ აკადემიას არისტოკრათა შვილების განათლებისათვის, რათა ხელი შეწყობოდა იმპერიისთვის საჭირო პროფესიონალთა მომზადებას. ეს საჭიროება მე-11 საუკუნეში უნივერსიტეტის აღმასვლის წინაპირობა გახდა.
 
შუასაუკუნეების ევროპის პირველი უნივერსიტეტი იყო [[მანგანის უნივერსიტეტი]] [[კონსტანტინოპოლი|კონსტანტინოპოლში]] (ამჟ. [[სტამბოლი]], [[თურქეთი]]), დაფუძნებული [[849]] წელს, შემდეგ მას მოჰქყვა [[ბოლონიის უნივერსიტეტი]] [[ბოლონია]]ში, [[იტალია]], და [[პარიზის უნივერსიტეტი]] [[პარიზი|პარიზში]], [[საფრანგეთი]]. შუასაუკუნეების უნივერსიტეტთა უმრავლესობა კათოლიკური ეკლესიის კათედრალური სკოლების მფარველობით იქმნებოდა. ისტორიკოსები მიიჩნევენ , რომ უნივერსიტეტებისა და კათედრალური სკოლების გაჩენა ადრეულ მონასტერთა მიერ სწავლებისადმი ინტერესის წახალისების შედეგი იყო.
 
ევროპაში ახალგაზრდა მამაკაცები უნივერსიტეტში შედიოდნენ ტრივიუმისა და ქუადრივიუმის შესწავლის დასრულების შემდეგ. ტრივიუმი წარმოადგენდა მოსამზადებელ კლასს [[გრამატიკა]]ში, [[რიტორიკა]]ში და [[ლოგიკა]]ში, ხოლო კვადრივიუმი — [[არითმეტიკა]]ში, [[გეომეტრია]]ში, [[მუსიკა]]სა და [[ასტრონომია]]ში.
 
უნივერსიტეტები , როგორც წესი ყალიბდებოდა ჩარტერის მიღების შედეგად. მაგ. ბრიტანეთში უნივერსიტეტი ყალიბდება საპარლამენტო აქტისა ან სამეფო ჩარტერის საფუძველზე. ორივე შემთხვევაში საჭიროა უზენასი საკონსულოს თანხმობა და მხოლოდ მის წევრებს შეუძლიათ რაიმე სახის ხარისხის მინიჭება.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/უნივერსიტეტი“-დან