გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 2:
 
==ნაწარმოები==
გიორგი მერჩულე, ხსენებული ნაწარმოების მიხედვით, ფრიად განათლებული პიროვნება ჩანს. ”მერჩულე”„მერჩულე“, როგორც ეს [[პავლე ინგოროყვა]]მ დაამტკიცა, ავტორის პროფესიის აღმნიშვნელი სახელწოდებაა და ნიშნავს საეკლესიო სამართლის სპეციალისტს, სჯულის მოძღვარს.<ref>პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, 1954, გვ. 10-11.</ref>
 
[[ოპიზართა სიგელი]]ს მიხედვით, რთული სასამართლო საქმეების გარჩევის დროს, სასამართლოში იწვევდნენ საერო სამართლის მცოდნეებს, იურისტებს. ეს იურისტები, როგორც ირკვევა, დიდ როლს ასრულებდნენ სამართლის წარმოებაში და თავისი ფუნქციებით [[რომი]]ს იურისტებს ემსგავსებოდნენ.<ref>ი. სურგულაძე, ნარკვევები საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიიდან, 1965, გვ. 25-26.</ref> აღსანიშნავია, რომ მერჩულე კანონიკური სამართლის სპეციალისტი, დიდი სწავლული ყოფილა.<ref>პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, 1954, გვ.23.</ref>
ხაზი 20:
ნაწარმოებში ისეთი იდეაა გატარებული, რომ მეფეები, მთავრები დიდ დახმარებას უწევდნენ ეკლესია-მონასტრებს. სამაგიეროდ, თავის მხრივ, ეკლესია-მონასტრების წარმომადგენლებიც ადიდებენ მათ. გიორგი მერჩულეს გადმოცემით, გრიგოლი ადიდებს [[აშოტ კურაპალატი|აშოტ კურაპალატს]], როგორც პოლიტიკური ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენელს. გრიგოლის სიტყვებით, მეფის ხელისუფლება ღვთისგანაა გაჩენილი,<ref>გიორგი მერჩულე, ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა, 1949, გვ. 40.</ref> ამასთან, აშოტ კურაპალატის ხელისუფლების სიმტკიცეს გრიგოლ ხანძთელი აშოტის [[ბაგრატიონი (დინასტია)|ბიბლიური წარმოშობითაც]] ასაბუთებს: აშოტის გვარი [[დავით წინასწარმეტყველი]]დან მომდინარეობს, მაშასადამე, ეკლესია მთელი თავისი არსებით მხარს უჭერს საერო ხელისუფლებას.
 
გიორგი მერჩულეს აზრით ეკლესიას თავისი მმართველობა აქვს, სახელმწიფოს - თავისი. შინაურ საქმეებში ჩაურევლობა უნდა იყოს მათი თანაარსებობის საფუძველი, მაგრამ ამ თანაარსებობაში ზოგიერთ გამონაკლისს მაინც უშვებს ეკლესიის სასარგებლოდ. მაგალითად, გრიგოლ ხანძთელი ჩაერია კურაპალატის საოჯახო საქმეებში, ამხილა ხელმწიფე, რომელსაც ”სიძვის„სიძვის დიაცი”დიაცი“ ჰყავდა.
 
საოჯახო საქმეებში, ქორწინების საკითხებში ეკლესია ფეოდალიზმის დროს გულმოდგინედ ერეოდა. გიორგი მერჩულეს აზრით, საერო ხელისუფლება მარცხდება ეკლესიის წარმომადგენლებთან შეჯახების დროს. ეკლესიის წარმომადგენელთა მოქმედება მუდამ გამართლებულია, მისაბაძი. გიორგი მერჩულეს შეხედულებით, სასტიკად უნდა იქნეს დაცული ქორწინება, თუნდაც ის არ იყოს სიყვარულზე დამყარებული. შეუღლება სოცილურად ერთ საფეხურზე მდგომ პირთა შორის არის დასაშვები, ამასთან შეუღლება უნდა ხდებოდეს მშობლებისა და ახლობლების თანხმობით (ზენონის დის ამბავი).<ref>გიორგი მერჩულე, ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა, გვ. 42.</ref>
 
თხზულებაში საყურადღებოა გიორგი მერჩულეს შეხედულება დანაშაულის შესახებ. მისი აზრით, დანაშაული მძიმდება, როცა საქმე გვაქვს მოსყიდვით მკვლელობასთან, ე.ი. როცა სასყიდლით დაქირავებული მკვლელი ჩადის დანაშაულს, მკვლელი კი ”უბრალოა”„უბრალოა“<ref>გიორგი მერჩულე, ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა, გვ. 115-117.</ref>. ძეგლის მიხედვით, თუ დაზარალებულს, ან მოკლულს რაიმე ბრალი მიუძღვის, ე.ი. რაიმე დანაშაული ჩაუდენია, ეს გარემოება უმსუბუქებს მის მკვლელს დანაშაულს.
 
==სქოლიო==