დუქანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''დუქანი''' (არაბ.- სავაჭრო სახლი; სახელოსნო) — მცირე სავაჭრო და სახელოსნო (ზოგჯერ სასადილოც) სახლები [[თბილისი|თბილისსა]] და სხვა ქალაქებში [[XVII საუკუნე|XVII საუკუნიდან]], როდესაც ტერმინი „დუქანი“ შეენაცვლა ქულბაქს. [[XVII საუკუნე|XVII]]-[[XVIII საუკუნე|XVIII]] საუკუნეებში ქულბაქი და დუქანი სინონიმები იყო. [[დასავლეთ საქართველო]]შისაქართველოში დუქანი [[XIX საუკუნე|XIX საუკუნიდან]] დამკვიდრდა, [[XVII საუკუნე|XVII]]-[[XVIII საუკუნე|XVIII]] საუკუნეებში კი იმავე მნიშვნელობით იხარებოდაიხმარებოდა „ხულა“. რადგანაც დუქანი ერთდროულად სახელოსონოც იყო და სავაჭროც, ამიტომ დუქნები ისტორიულ დოკუმენტებში იხსენიება იქ მოსაქმე ხელოსანთა თუ ვაჭართა სპეციალობის მიხედვით: „მეჩუსტეების დუქანი“,„მექვაბეების დუქანი“, „ბაყლეების„მებაყლეების დუქანი“, „სამღებრო დუქანი“, „თოლაჩის დუქანი“, „ჭონის დუქანი“, „ბაზაზების დუქანი“, [[XVIII საუკუნე|XVIII]] საუკუნის ბოლოს თბილისში 50 საფეიქრო ნაწარმის დუქანი ყოფილა.
 
დუქნები სხვადასხვა ზომისა იყო. [[XVIII საუკუნე]]ში მათი ფართობი საშუალოდ 15-30 მ² აღწევდა. დუქნები ქითკირის ან ხის იყო. თბილისში უმთავრესად ქვითკირის დუქმებსდუქნებს აშენებდნენ. მათი ფასი [[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] მეორე ნახევარში 100-350 მანეთს უდრიდა. დუქნები ერმანეთისგან განსხვავდბოდნენ ხუროთმოძღვრული თვალსაზრისით, ზოგი თაღიანი იყო, ზოგს ოთახები ან დარბაზები ჰქონდა გამართული.
 
თბილისში დუქნები ეკუთვნოდათ მოქალაქეებს, თავადაზნაურებს (მაგ: [[დავით ბატონიშვილი|დავით ბატონიშვილს]] თათრის მოედანზე 12 დუქანი ჰქონდა, საიდანაც დიდ შემოსავალს ღებულობდა; სამეფო აზნაურს [[დიმიტრი ხიმშიაშვილი|დიმიტრი ხიმშიაშვილს]] [[XVIII საუკუნე|XVIII]] საუკუნის ბოლოს 9 დუქანი ჰქონია) და ეკლესიას. თავადაზნაურები დუქნებს ხშირად ქირით აძლევდნენ მოქალაქეებს, რომლებიც ვაჭრობა-ხელოსნობას აქ ეწეოდნენ. დუქნები ჰქონიათ ყმებსაც, მაგრამ მათ არ შეეძლოთ ბატონის ნებართვის გარეშე მისი გაყიდვა, ხოლო მათი უშვილოდ გარდაცვაკების შემთხვევაში დუქანი ბატონს რჩებოდა. დუქნის პატრონები იხდიდნენ სახელმწიფო და სამოხელეო გადასახადებს. მაგალითად, [[XVIII საუკუნე]]ში თითოეულ ხორცის დუქანზე ყასაბი ქალაქის მოურავს წელიწადში 3 ლიტრა ქონს უხდიდა. დუქნებს მისი პატრონები ხშირად გირაოდ აძლევდნენ მევალეს, რომელიც მრავალი წლის მანძილზე იღებდა ამ დაგირავებული დუქნიდან შემოსავალს. სადუქნე ადგილზე დუქნის აშენებას [[XVII საუკუნე|XVII]]-[[XVIII საუკუნე|XVIII]] საუკუნეებში მეფის ნებართვა სჭირდებოდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დუქანი“-დან