შოთა კვირაია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 38:
დაიბადა [[ცხაკაია]]ში (ახლანდელი [[სენაკი]]). იყო განათლებული ინჟინერი, [[საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი]]ს კურსდამთავრებული და ასევე იურისტი, [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს კურსდამთავრებული. შოთა კვირაია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებს შეუერთდა 1977 წელს, მსახურობდა ოფიცრად, კორუფციასთან ბრძოლის სოხუმის განყოფილებაში (1977-1984) და შემდეგ თბილისში (1984-1990). საქართველოს სამოქალაქო ომის დროს იგი დაინიშნა პოლიციის უფროსად ზუგდიდში, სადაც ის იყო ჩართული საბრძოლო ოპერაციებში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერების წინააღმდეგ. 1994 წლის 31 მარტს დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად. შეცვალა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილი, აწ უკვე ყოფილი სახელმწიფო უშიშროების მინისტრი [[იგორ გიორგაძე]]. მას ბრალი დასდეს ოპოზიციის დარბევაში, ადამიანის უფლებების დამცველთა დევნასა და პატიმრების წამებაში (1993 წელს დაუმტკიცდა 6 მამაკაცის მკვლელობა), რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა და სატელეფონო საუბრების მოსმენა. 1997 წელს ის იძულებული გახდა გასულიყო [[პენსია]]ში. მას შემდეგ ცხოვრობდა [[მოსკოვი|მოსკოვში]], სადაც გარდაიცვალა 2011 წლის 10 იანვარს, თირკმელის უკმარისობით. [[თბილისი|თბილისში]] ჩამოასვენეს 2011 წლის 12 იანვარს.
 
==ლიტერატურა==
==რესურსები ინტერნეტში==
*{{წიგნი|ავტორი=გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ.|სათაური=„სამხედრო ფიცის ერთგულნი“|ბმული=http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/82972 |ISBN=978-9941-0-7386-1|ადგილი=თბილისი|წელი=2015|გვერდები=126}}
* [http://saqinform.ge/index.php?option=com_content&view=article&id=3088:2011-03-09-09-23-50&catid=55:obshestvo2&Itemid=410#axzz3lYEG5ZwP მოსკოვში გარდაიცვალა შოთა კვირაია]
 
{{DEFAULTSORT:კვირაია, შოთა}}
[[კატეგორია:სამხედროქართველი მოღვაწეებიგენერლები]]
[[კატეგორია:საქართველოს შინაგან საქმეთაუშიშროების მინისტრები]]
[[კატეგორია:დაბადებული 5 ივნისი]]
[[კატეგორია:დაბადებული 1952]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შოთა_კვირაია“-დან