ალექსანდრე ერისთავი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
 
ხაზი 24:
[[ქსნის საერისთავო|ქსნის ერისთავთა]] შთამომავალი. 1892 წელს დაამთავრა [[ტფილისის კადეტთა კორპუსი]] და სამხედრო სამსახურში შევიდა. 1895 წელს პოდპორუჩიკის ჩინით დაამთავრა მიხეილის საარტილერიო სასწავლებელი და გაამწესეს [[ლაიბ-გვარდია|ლაიბ-გვარდიის]] ცხენოსან არტილერიაში. დაამთავრა მიხეილის საარტილერიო აკადემია (1903) და ოფიცერთა საარტილერიო სკოლა (1907). მონაწილეობდა [[რუსეთ-იაპონიის ომი|რუსეთ-იაპონიის ომში]] (1904–1905); პოლკოვნიკი (1908). [[პირველი მსოფლიო ომი]]ს დროს თავი გამოიჩინა კაუშენის ბრძოლაში (1914 წლის 6 აგვისტო) და მიიღო გენერალ-მაიორის წოდება; მეთაურობდა კავალერგარდის პოლკს, გვარიის კავალერიის ბრიგადას, დივიზიას. 1917 წლის აგვისტოში დაინიშნა კავკასიის მე-3 არმიული კორპუსის მეთაურად და მიიღო გენერალ-ლეიტენანტის ჩინი. 1917 წლის [[ოქტომბრის გადატრიალება|ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების]] შემდეგ [[საქართველო]]ში დაბრუნდა და ქართული არმიის რიგებში ჩადგა. [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] მთავრობის დავალებით იმყოფებოდა [[ანკარა]]ში, საიდანაც, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] გადასახლდა. აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის საიმპერატორო არმიის ყოფილი ოფიცრების ემიგრანტულ ორგანიზაციებში.
 
==ლიტერატურა==
== რესურსები ინტერნეტში ==
*{{წიგნი|ავტორი=გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ.|სათაური=„სამხედრო ფიცის ერთგულნი“|ბმული=http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/82972 |ISBN=978-9941-0-7386-1|ადგილი=თბილისი|წელი=2015|გვერდები=59-61}}
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* {{ru icon}} [https://web.archive.org/web/20070803010840/http://hronos.km.ru/biograf/bio_e/eristavi.html Александр Николаевич Эристави]. Hronos Project