ტაშკენტის ოლქი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''ტაშკენტის ოლქი''' (ვილაეთი) ({{lang-uz|Samarqand viloyati}}) — [[უზბეკეთის რესპუბლიკა|უზბეკეთის რესპუბლიკის]] ადმინისტრაციული ერთეული. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი [[ტაშკენტი]].
 
==ზოგადი მიმოხილვა==
შეიქმნა [[1938]] წლის 15 იანვარს. მდებარეობს რესპუბლიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ფართობი 15.6 ათასი კმ². ადმინისტრაციული ერთეული — ქ. [[ტაშკენტი]]. ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთი და აღმოსავლეთი ნაწილი მთიანია. ტერიტორიის უმეტესი ნაწილი სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით წარმოადგენს მთისწინა ვაკეს, რომელიც დახრილია მდინარე [[სირდარია|სირდარიისაკენ]]. ოლქი მდებარეობს მაღალი [[სეისმურობის ზონა]]ში. მთავარი მდინარეებია სირდარია და მისი შენეკადები [[ჩირჩიქი]] და [[აჰანგარანი]]. ენერგეტიკის ბაზაა [[ბუნებრივი აირი]], [[მურა ნახშირი]] ([[ანგრენის საბადო]]) და [[ჰიდროენერგორესურსები]]. არის დიდი თეცები. [[ტაშკენტის სრესი]], [[ანგრენის სრესი]], [[ჩირჩიქ-ბოზსრუს ჰესების კასკადი]]. აგებულია სარწყავი არხები, წყალსაცავები. სოფლის მეურნეობაში მისდევენ [[მებამბეობა]]ს, [[მებაღეობა]]ს, [[მებაღჩეობა]]ს, [[მევენახეობა]]ს და სხვა. მოჰყავთ [[ბამბა]], [[კენაფი]], [[ქერი]], [[ხორბალი]], [[ბრინჯი]], [[კარტოფილი]], [[ბოსტნეული]], [[ვაშლი]], [[ალუბალი]], [[ყურძენი]] და სხვა. [[მეცხოველეობა]] სახორცე-სარძეო მიმართულებისაა. აშენებენ ღორს, ცხვარს, თხას, ცხენს, ფრინველს. სარწყავ ზონაში განვითარებულია [[მეაბრეშუმეობა]]. ტაშკენტში მდებარეობს აეროპორტი, რომლითაც უკავშირდება აზიის მრავალ ქვეყანას.
 
==ჯილდოები და მედლები==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტაშკენტის_ოლქი“-დან