გლობალიზაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 4:
თანამედროვე მსოფლიოს ცხოვრებასა და აზროვნებაში გლობალიზაციამ ფართო მნიშვნელობა შეიძინა და ძალზე მრავალმხრივი ცნება გახდა; მასში გულისხმობენ ერთიანი, საერთო მსოფლიო საზოგადოების ჩამოყალიბებას და, ამდენად, გაერთიანება-შერწყმის სინონიმადაც მოიაზრება. მსოფლიოს ქვეყნების, რეგიონების, ხალხების საყოველთაო ინტეგრაცია გლობალიზაციის არსებითი ნიშანია. ბევრი დღევანდელი მეცნიერი და მოაზროვნე თანამედროვე სამყაროს მიიჩნევს გლობალურ სამყაროდ, ხოლო ეპოქას – გლობალიზაციის ეპოქად.
 
გლობალიზაცია ისტორიული პროცესია. იგი კაცობრიობის შორეულ წარსულში იღებს სათავეს, ისტორიულად ვითარდებოდა და დამახასიათებელი იყო ყველა დროისა და ეპოქისათვის. თანამედროვე გლობალიზაცია ძველთაგანვე მომდინარე ინტეგრაციული პროცესების ახალი ეტაპია და სრული სახით XX ს. II ნახევარში ჩამოყალიბდა. დღევანდელი გაგებით ტერმინი „გლობალიზაცია“ გასული საუკუნის 80-იანი წლების შუა პერიოდში წარმოიშვა და მის გამოჩენას ამერიკელი მეცნიერეკონომისტის ტ. ლევიტის სახელს უკავშირებენ, რომელმაც 1983 „Harward Business Review“Review-შიში“ გამოაქვეყნა სტატია და ამ ტერმინით აღნიშნა მსხვილი ტრანსნაციონალური კორპორაციების მიერ სხვადასხვა პროდუქციის ბაზრების შერწყმის ფენომენი.
 
თანამედროვე გლობალიზაცია ერთობ რთული და მრავალფეროვანი პროცესია, რომელმაც დღის წესრიგში დააყენა კომპლექსურად ურთიერთდამოკიდებული, ურთიერთგამაწონასწორებელი ინსტიტუციური სტრუქტურებით ინტეგრირებული მსოფლიოს არსებობა. გლობალიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი მხარე ეკონომიკაა. თვალსაჩინოა, რომ დღეისათვის უზარმაზარი ფინანსური ნაკადი გადაადგილდება საერთაშორისო ბირჟებსა და მათ სტრუქტურებში; გაჩნდა ისეთი გლობალური კომპანიები, რომელთა კაპიტალის მოცულობა და ბრუნვა ბევრად აღემატება მრავალი მცირე სახელმწიფოს ფინანსურ შესაძლებლობებს; ამ კომპანიათა სავაჭრო მარკები განთავსებულია მთელ მსოფლიოში. მათ იმდენად გააფართოვეს თავიანთი მოღვაწეობის სფერო და გავლენა, რომ დღეს ნაწილობრივ უკვე შეიძლება საუბარი ეროვნული ეკონომიკის შევიწროვებასა და გაქრობაზეც კი. მეორე მხრივ, გლობალიზაცია კულტურული ფენომენიცაა. საერთაშორისო მედიაკომპანიების მიერ თავიანთი პროდუქციის მთელ მსოფლიოში გავრცელებამ ერთ-ერთ შედეგად ლოკალური კულტურების ნაწილობრივი რღვევაც გამოიწვია. ახალი ტექნოლოგიების (მიკროელექტრონიკა, რობოტტექნიკა, ბიოტექნოლოგია და სხვ.) არნახულმა განვითარებამ, რევოლუციამ ტელეკომუნიკაციებში, მსოფლიო კომპიუტერული ქსელის (ინტერნეტის, ელექტროფოსტის), [[ფიჭური კავშირგაბმულობა|ფიჭური კავშირგაბმულობის]] გავრცელებამ, მათი შესაძლებლობების განუხრელმა ზრდამ და გამოყენებამ, შედეგად მოგვცა ის, რომ შეიცვალა დროისა და მანძილის ოდინდელი მნიშვნელობა. თანამედროვე ტელესაკომუნიკაციო საშუალებები უდიდესი სისწრაფით გადასცემენ ინფორმაციებს დედამიწის ნებისმიერ წერტილში და ადამიანებიც ასევე სწრაფად გადაადგილდებიან ერთი ქვეყნიდან მეორე, ყველაზე შორეულ ქვეყანაშიც კი.
ხაზი 20:
ქართული სახელმწიფოების ინტენსიური კულტურულ-პოლიტიკურ და სამხედრო თანამშრომლობის შემდგომი ეტაპი იყო ბერძნულ-რომაულ და აღმოსავლურ-ევროპულ სამყაროსთან (ბიზანტიასთან) ხანგრძლივი და მრავალმხრივი ურთიერთობები. შეიძლება ითქვას, რომ თავისი ისტ. გამოცდილებით, კულტურულ პოლიტ. და სახელმწიფოებრივი ცნობიერებით ადრინდ. და განვითარებული შუა საუკუნეების საქართველო ხმელთაშუაზღვისპირეთის ცივილიზაციას მიეკუთვნებოდა, მის განუყოფელ ნაწილს შეადგენდა. სწორედ ამ სამყაროსადმი კუთვნილებამ განაპირობა საქართველოში, ერთი მხრივ, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება და, მეორე მხრივ, ის ისტ. რეალობა, რომ დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე ოდითგანვე გადიოდა საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე სავაჭრო- სატრანზიტო მაგისტრალი – აბრეშუმის დიდი გზა; იგი შავ და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნებს ინდოეთთან და ჩინეთთან აკავშირებდა.
 
გვიანდელ შუა საუკუნეებში, მთელი რიგი მიზეზების გამო, ქართულ საზ. პოლიტ. აზროვნებაში მნიშვნელოვან ტრადიციად იქცა განსაკუთრებული სწრაფვა ევროპისადმი, რომელიც, თავის მხრივ, "დიდი„დიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიდან"აღმოჩენებიდან“ მოყოლებული მუდმივად განვითარებადი სამყაროს განსაკუთრებულ ტიპს წარმოადგენდა. 1453 კონსტანტინოპოლის დაცემისა და ბიზანტიის იმპერიის დასასრულის შემდეგ, მიუხედავად სახელმწიფოებრივი დაშლა-დაქუცმაცების, დასავლური სამყაროსაგან იზოლაციის და მენტალური თვითმყოფადობისა, საქართველო მაინც რჩებოდა შესაბამისი ეპოქის ისტორიულ- კულტურული მსოფლიოს განუყოფელ ნაწილად. ეს საზოგადო ტენდენცია შინაგანად შენარჩუნებული იქნა XIX–XX სს. განმავლობაშიც, როდესაც ქვეყანა თავდაპირველად რუსეთის იმპერიის, ხოლო შემდეგ საბჭ. კავშირის შემადგენლობაში იმყოფებოდა და როგორც დამოუკიდებელი პოლიტ. ერთეული მსოფლიო რუკაზე არც კი აღინიშნებოდა (1918–21 გამოკლებით). თითქმის მთელი XX ს-ის განმავლობაში საქართველოს ურთიერთობები გარე სამყაროსთან განსაზღვრული იყო საბჭოთა სახელმწიფოს საგარეო პოლიტ. დოქტრინით და საკუთარი სახელმწიფოებრივი კონცეფციის ჩამოყალიბება და ცხოვრებაში გატარება პრაქტიკულად გამორიცხული იყო.
 
თანამედროვე გეოპოლიტიკურ პირობებში კვლავ აქტუალური გახდა „აბრეშუმის გზის“ – სატრანსპორტო და ენერგეტიკული სატრანზიტო პროექტების განახლება, რითაც საქართველოს საშუალება ეძლევა კვლავ აღიდგინოს ძველი ფუნქცია და მონაწილეობა მიიღოს ფართომასშტაბიან საერთაშორისო ეკონომიკურ პროექტებში. ახალ ვითარებაში საქართველომ გააკეთა თავისი ისტ. არჩევანი და საგარეო კურსი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისაკენ მიმართა. 1999-იდან საქართველო ევროპის საბჭოს წევრია და მონაწილეობს იმ ევროპული ინსტიტუტების საქმიანობაში, რ-ებიც ხელს უწყობენ დემოკრატიული სახელმწიფოსა და საზოგადოების დასავლური სტანდარტებით მშენებლობას, და რომლის საბოლოო მიზანიც ევროპულ თანამეგობრობაში ინტეგრირებაა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გლობალიზაცია“-დან